ახლა კარგად დამიგდეთ ყური.
საქართველოს უპირველესი პრობლემა არის დაქსაქსულობა. საქართველოს კეთილდღეობის მისაღწევად ერთიანი აზრის არ ქონა და განსხვავებული აზრის მქონეთა მოსისხლე მტრად გამოცხადება.
იმის ნაცვლად, რომ თქვენი მხრიდან მოწოდებები იყოს ერის გაერთიანებაზე, პოზიციების შეჯერებაზე, შიდა მშვიდობაზე და არსებული სიტუაციის ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებაზე, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ოცნებობთ, რომ სასტიკად გაუსწორდეთ იმათ, ვინც თქვენნაირად არ ფიქრობს. ოცნებობთ არეულობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ არსებული ხელისუფლების ცუდობა ან მიშას შეუცვლელობა დაამტკიცოთ.
პირველი, რაც კარგად უნდა დაიმახსოვროთ არის ის, რომ ფსიქიურად ჯანმრთელ
ყველა ქართველს სურს ძლიერი, დამოუკიდებელი, ერთიანი, აყვავებული და გაბრწყინებული საქართველოს ნახვა და იქ ცხოვრება, მნიშვნელობა არ აქვს, ნაცი იქნება ის, ქოცი თუ ალტინფოელი. განსხვავება მათ შორის მიზნის მისაღწევ გზებშია. ზოგისთვის, დასახულ მიზნამდე მისვლა რუსეთთან ერთადაა შესაძლებელი, ზოგისთვის მის გარეშე, ზოგიც შეიძლება კიდევ სხვა გზებსაც ხედავს.
ყველა ქართველისთვის გამაერთიანებელი არის ენა ქართული და სამშობლო. ეს ორი რამ არის შეუბღალავი. სწორედ ესაა, რამაც უნდა გაერთიანოს საქართველო და დასრულდეს პარტიული სიძულვილი.
მიზნისკენ სავალი გზების არჩევაში ყველას თავისი სიმართლე აქვს. ზოგს სწორი, ზოგს არასწორი, ზოგს არგუმენტირებული, ზოგს ემოციური, ზოგსაც - რომ ვერ გაიგებ, ისეთი.
რადგან ყველა ქართველს საქართველოს გაბრწყინება სურს (და ეს ასეა , ნუ შემედავებით, თორემ ფსიქიურად არადმდგრადებად ჩაგთვლით

), მაშ რატომ ვართ მოსისხლე მტრები? მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა სავალად გზას ვარჩევთ?
თუ რუსეთმა ამ ომში ვერ შეძლო დასახული ამოცანების შესრულება, დასუსტდა, დაჩაჩანაკდა და ა.შ, მაშინ, ალტინფოელი იქნება თუ ვალერი კვარაცხელია, ხომ გადააფასებს თავის შეხედულებას, რომ რუსეთის გვერდით დგომა სასარგებლო არ არის? თუ ღმერთმა არ ქნას და პირიქით მოხდა, მაშინ საწინაღმდეგო ბანაკს მოუწევს პოზიციების ცვლილება. დროებით მაინც.
1990-იანი წლებიც გავიხსენოთ. მაშინ შეიქმნა სიტუაცია, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს შეეძლო ბოლომდე ესარგებლა შექმნილი სიტუაციით და წალგამართული გამოსულიყო სსრკ-ს ნანგრევებისგან. შიდა შუღლის გამო კი მივიღეთ ის, რომ გამსახურდიამ ძლივს მოასწრო დამოუკიდებლობის გამოცხადება და ერთმანეთს ტყვია ვესროლეთ. ვინ მიიყვენა აქამდე სიტუაცია გახსოვთ? ვინ და მაშინდელმა ოპოზიციამ.
ნუ გაიმეორებთ იგივე შეცდომებს. საკუთარი აზრის სისწორე არგუმენტებით დაამტკიცეთ, იმსჯელეთ, სხვასაც მოუსმინეთ, ნუ იქადაგებთ სისხლის ღვრას. შურისძიებას და ნუ შევხვდებით ხელსაყრელ მომენტს ხელ-ფეხ შეკრულნი.
ნუ იქნებით აბსურდული დაპირისპირების ტყვეობაში.
როგორც დიდი მერაბ კოსტავა ამბობდა: "გვიყვარდეს ეროვნული მოძრაობა და არა ჩვენი თავი ეროვნულ მოძრაობაში".
გვიყვარდეს ერთმანეთი.სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია.
თორემ, ეს ომიც ჩაივლის და ვერანაირ სარგებელს იქიდან ვერ მივიღებთ.
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 23 Mar 2022, 12:54
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”