აჭარის ავტონომიაზე ნერვიულობს სასტავი.
რამოდენიმე კარგი აზრი დაიწერა თემაში.
1. ის, რომ რეგიონის ბიუჯეტს რეგიონი განკარგავს. (როგორ ნაწილდება და სად მიდის, ბიუროკრატიას არ ვეხები)
2. ყველა წვრილმანის თბილისთან შეთანხმება არ ხდება და შეუძლია გადაწყვიტოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
3. ხალხი უფრო ახლოს არი ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
4. მაგალითი სხვა ავტონომიებისთვის. (რაც მიშას უნდოდა 2007-ში, ევროსაბჭოებში ირბინა ამ თემებით)
კიდევ შეიძლება ჩამოწერა, მაგრამ ძირითადი საკითხები ესაა და თემის ავტორს თუ კონკრეტული პასუხი აინტერესებს, არის ეს:
თუ ღრუსეთი შემოჯლიგინდება საქართველოში და შეეცდება ჩვენი ქვეყნის დაპყრობას, როგორც უკრაინაში ცდილობს ახლა, თურქეთი წაიღებს აჭარას. ამის მზადება ქონდა 2008-შიც.
პირადად მე, 2008-ის აგვისტოში, ვმუშაობდი თურქეთში. ზღვა აღარ ჩანდა იმდენი სამხედრო გემი იდგა რიზე-ტრაპიზონის აკვატორიაში. ცხადია, ვუყურებდით და ვერ გაგვეგო რა ხდებოდა.. საღამოს სახლში რომ მივედით, საინფორმაციო ჩავრთეთ, მერე გავიგეთ ყველაფერი და მაშინ ამიხსნა მამაჩემმა ყარსის ხელშეკრულება.
მთავარი რაც არის: თურქეთი აღიარებს გაეროს მიერ აღიარებული ჩვენი ტერიტორიის მთლიანობას. 1991-ში შევარდნაძემ რაც წარადგინა. მას შემდეგ არც მცოცავ ოკუპაციას და არც სამხედრო გზით შემოჭრას არ ცდილობს და სანამ რუსეთი იგივეს არ გააკეთებს, თურქეთი არ გაგვეკარება.
ახლა მე მაქვს კითხვები თემის ავტორთან.
რას აკეთებთ ჯავახეთის რეგიონისთვის? იცით ალბათ რა სიტუაციაც არის.
რას აკეთებთ მარნეულისთვის?
სკოლების 80%+ რომ აზერბაიჯანულია, რას ფიქრობთ ან რას აკეთებთ? რას ფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქემ ქართული არ იცის?
თუ გარეჯი საქართველოას ძახილი საკმარისია?
This post has been edited by Desmond Miles on 20 Aug 2023, 12:00