#59053502 · 25 Mar 2022, 13:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ცნობა დუმის სპიკერმა უარყო 7 წუთის წინ
რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უარყო სენატორ ალექსანდრე პრონიუშკინის განცხადება რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ.
"მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ვლადიმირ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის. ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჩვენ მასზე ვღელავთ, ექიმები იბრძვიან. ის თავად ძალიან ყოჩაღია. ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება", - წერს პოლიტიკოსი ტელეგრამის არხზე.
მანამდე ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სენატორმა ალექსანდრე პრონიუშკინმა.
75 წლის ჟირინოვსი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის დიაგნოზით 2 თებერვლიდან იმყოფება მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. უკანასკნელ დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება და ხელოვნურ კომაში იმყოფება.
--------------------
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან ილია ჭავჭავაძე
|