საინტერესო პოსტი აშშ-ს რესპუბლიკელების უსაფრთხოების საბჭოს გვერდზე სამხრეთ ოსეთის შესახებ:
https://www.facebook.com/RSC.GOP/posts/544096527080143ჩემმა ფეიბუქ მეგობარმა თარგმნა და ესაა შინაარსი:
300-ზე მეტი ჯარისკაცი სამხრეთ ოსეთიდან პუტინზე გაბრაზდა .
მათ იარაღი დაყარეს და უნებართვოდ დატოვეს უკრაინა.
მათ უარი თქვეს რუსეთისთვის ბრძოლაზე და აღარ სჯერათ პუტინის პროპაგანდის. ზედა ფოტოზე ჩანს ისინი სამხრეთ ოსეთის საგუშაგოზე, სადაც ისინი ავტოსტოპით ჩავიდნენ სახლში.
არაღიარებული "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" (რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა) 300-ზე მეტმა ჯარისკაცმა , იარაღი დაყარა და სახლში დაბრუნდა. ისინი უკრაინაში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა დიდი ცერემონიით, რომელიც მოიცავდა ოსური დროშის გამოფენას, ოსურ საგმირო სიმღერებს და „ყოვლისშემძლესა და ოსეთში ყველაზე პატივცემული წმინდანის, წმინდა უასტირძის მფარველობის ლოცვებსა და სურვილებს“.
ჯარისკაცები რუსეთს და პუტინს რამდენიმე მიზეზის გამო აუჯანყდენ.
პირველ რიგში, The Ossetia Voice-ის ცნობით, „ოსი ჯარისკაცებისა და რუს მეთაურებს შორის თავიდანვე ვერ შედგა ურთიერთობა, რადგან პირველებმა არ შეასრულეს უკანასკნელტა სტრატეგია და ტაქტიკა.
„ოს ჯარისკაცებს უბრძანეს კარგად დაცულ უკრაინულ პოზიციებზე "კამიკაძეების სტილში" თავდასხმა, ყოველგვარი კარგად გააზრებული სტრატეგიის გარეშე“. რუსმა მეთაურებმა იცოდნენ, რომ შედეგი იქნებოდა უზარმაზარი დანაკარგები და ოსებს ჰქონდათ არაპროპორციული მსხვერპლი.
მეორე - მათ ასევე უბრძანბდენ, რომ დარჩენილიყვნენ ჯავშან კოლონებში, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ ტანკებსა და სატვირთოებს, რომლებიც მათ წინ ნადგურდებოდა.
მესამე, მათ არ მცეს რუკები და წარმოდგენა არ ჰქონდათ სად იმყოფებოდნენ (ლაკაპარკია ხარკოვის მიმართულებაზე). გარდა ამისა, მათთვის გადაცემული იარაღი და საბრძოლო მასალა არსებულ სიტუაციასთან აშკარად არაადეკვატური იყო .
ოსი ჯარისკაცები საკმაოდ სწრაფად მიხვდენ, რომ მიღებული ბრძანებები და ზოგადად უცნაური იყო. Ossetia Voice-მა განაცხადა: "მძიმე დანაკარგებმა აიძულა ისინი ეფიქრათ, რომ რუსეთს შეიძლება ჰქონდეს ფარული მოტივი, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცი დახოცოს კავკასიიდან ამ უაზრო სისხლის მორევში".
მეოთხე - ისინი შეეცადენ დაეწყოთ ბრძოლა საკუთარი გზით, მაგრამ რაც უფრო დიდხანს იყვნენ უკრაინაში, მით უფრო ნაკლებად სჯეროდათ პუტინის პროპაგანდის.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ჯარისკაცები უკრაინაში ნეო-ნაცისტებს შეებრძოლებიან, მაგრამ ასეთი განცხადება საერთოდ უაზრობაა - ისრაელის გარდა, უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ებრაელი პრეზიდენტი და პრემიერი ჰყავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2019 წელს მოქმედი პრეზიდენტი ხმების 73%-ით დაამარცხა და არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, სავარაუდოდ 93%-ს მოიგებდა.
მეხუთე - რუსმა მეთაურებმა აუკრძალეს ოს ჯარისკაცებს, ბრძოლის ველიდან თავიანთი დაღუპული თანამებრძოლების ცხედრების გამოყვანა (რათა ისინი სახლში გაეგზავნათ).
შეიძლება ოს ჯარისკაცებს აქვთ ლეგიტიმური პრეტენზიები, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, თვით "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაა" არალეგიტიმური და იურიდიულად არც არსებობს. ეს ტერიტორია საქართველოს ტერიტორიას, რომელიც ოკუპირებულია რუსი სამხედროების მიერ.