ღორისტანი გადავიდა გეგმა "ბ"-ზე.
ნელ-ნელა ეტაპობრივად მოხსნის კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის ფრონტებს + ათას ბიონაგავს და მთლიანად მიაწვება დონბასს.
ღორისტანის გენერალიტეტიც ამას იძახის და არესტოვიჩიც.
დიდი ბრძოლები იქნება.
ღორების მიზანია გავიდნენ დონეცკის/ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე და დონბასი გააერთიანონ ყირიმთან. ეს არაფრით არ უნდა დაუშვან უკრაინელებმა, იბრძოლონ ბოლომდე, გააძლიერონ ზეწოლა დასავლეთზე რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი იარაღი. დონბასი + აზოვის ზღვის დაკარგვა კიევის
ან ხარკოვის დაკარგვაზე ბევრად ნაკლები კი არ იქნება.... ეს არ უნდა დაუშვან არაფრით, მითუმეტეს ძალიან კარგად იციან უკრაინის გენშტაბში ღორისტანის გეგმების და ყოველი მოძრაობის შესახებ.
ღორისტანისთვისაც დონბასის აღება ჩიხიდან გამოსვლის თუ არა შერბილების გზა იქნება. ეს კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ არ შეიძლება ამის დაშვება. ახლა მოლაპარაკებები თუნდაც რაიმე სტატუს-კვოზე, თუნდაც კონფლიქტის გაყინვაზე - შეუძლებელია ღორთა მხრიდან, მაშინ დონბასის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გააუქმონ, ჯერ კიდევ: მარიუპოლი, კრამატორსკი, სლავიანსკი და სევეროდონეცკი უკრაინის ხელშია ანუ დონბასის 60%. ასე ვერაფერს ვერ გაყინავენ და ვერანაირ სტატუს-კვოზე ვერ წავლენ, ჩამოშლის ტოლფასი იქნება ღორისტანისთვის, გამოვა რომ მათ მიერ აღიარებული და სამხედრო ხელშეკრულებადადებული ,,კვაზი სახელმწიფოს" 60% უკრაინელების მიერ არის ოკუპირებული.
ჩემი აზრით დონბასის არ დაცემას არამც თუ ტაქტიკური, შორს მიმავალი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
დონბასი არ უნდა დაეცეს!
ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ დაეცა უკვე ღორებისთვის გამოსავალის კონტურები გამოჩნდება, შეეცდებიან კონფლიქტი გაყინონ, "გამარჯვების" გამოსაცხადებლად ბიდლოსთვის მასალა იქნება, სრულ სისუსტედ და მარცხად აღარ ჩაითვლება, გაფარჩაკებულის იმიჯი სისხლს მოწყურებული იმპერიალისტების თვალში აღარ იქნება. კონფლიქტი რომ გაიყინება მერე შეეცდებიან ვაჭრობას. მესმის რომ სხვა რეალობაა, ასე მარტივად არავინ არ მოუხსნის სანქციებს, მითუმეტეს თუ შეწყდა საომარი მდგომარეობა კიდევ ნათლად გამოჩნდება ზარალი, დანაკარგები, ომის დანაშაულები. გრძელ ვადაში ღორეთს დარხეული აქვს ყველა ვარიანტში.... არ არის ასე მარტივი არც ბებერი ევროპისთვის ყველაფრის რეაბილიტაცია, უკვე დიდი კატაკლიზმები მოხდა, მაგრამ მაინც რაღაც თავის დაძვრენის კონტურები გამოჩნდება და ეს ყველაფერი დონბასზე კიდია.
დონბასში მარცხი, თუნდაც დნრ/ლნრ საზღვრების გარეთ, მარიუპოლის, კრამატორსკის და სევეროდონეცკის ვერ აღება, ჩამოშლის ღორისტანის მთელს სახელისუფლებო ვერტიკალს, ვერც ომს გააჩერებენ და გამოვა რომ მათ მიერ აღიარებული დონბასის აღების თავიც არ აქვთ.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 28 Mar 2022, 10:43
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)