თემის სათაური არის ძალზედ გაბუქებული - "მინიმუმ 1 ლარით გაიაფდება საწვავი"...
რეალურად 1 350 ლიტრ (ერთი ტონა) ბენზინზე აქციზი 500 ლარია და გამოდის - 500/1350=0.37 ლარი...
ანუ 37 თეთრია აქციზის წილი ბენზინის საერთო ფასში და ეს 37 თეთრი გაჟღერებულია პოპულისტურად სამმაგ რაოდენობად "1 ლარზე მეტად"...
ეტყობა თემის ავტორისთვის 37 თეთრი არაა ისეთი თანხა, რომ მოქალაქეების გრძნობებზე ეთამაშა და შესაბამისად გადაწყვიტა გაესამმაგებინა ასე უსაფუძვლოდ...
ყველასთვის და ყველაფრისთვის პრობლემურია საწვავის ფასის მატება და ძალზედ სენსიტიური საკითხია, რადგან გავლენა აქვს ნებისმიერ სფეროზე და იწვევს ზოგადად ცხოვრების გაძვირებას, მაგრამ რის გამო ხდება მატება (მინიმუმ ამ კონკრეტულ შემთხვევაში) და რეალურად რა ფორმით/რა მასშტაბით არის შესაძლებელი ფასების კლება, ეს თემა უნდა განხილულ იქნას საფუძველშივე სწორი დათვლით და ანალიზით და არა ასე პოპულისტურად - "აქციზის გაუქმების შემთხვევაში საწვავი გაიაფდება 1 ლარით"...

პ.ს. თუ ვინმემ არ იცის, საწვავს ჩვენი ქვეყანა არ მოიპოვებს, კერძო კომპანიებს შემოაქვთ საზღვარგარეთიდან და საიდანაც შემოაქვთ, იქ 2021 წლის დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე საწვავის ფასი თითქმის გაორმაგდა ---> თუ ღირდა ბარელი (159 ლიტრი) 70-75 დოლარი, ახლა ღირს 110-120 დოლარი...
This post has been edited by FoolOnTheHill on 28 Mar 2022, 14:56
როგორც ვიცი, კანონმდებლობით, ნებაყოფლობითია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდები თუ არა © Qnet-ელი Woman777