DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი

        
ჯგუფი: Members
წერილები: 40093
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11
|
#59085170 · 3 Apr 2022, 02:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განახლებული ინფორმაცია ამ დროისათვის არსებული ვითარება(38-ე დღის შეჯამება) აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინული არმია აგძელებს ეტაპობრივად ტერიტორიის წმენდას. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ კიევის მიმართულება სრულად გაწმენდილია რუსული არმიისაგან. რუსული არმიის ნაწილები ასევე სწრაფი ტემპებით გარბიან ჩერნიჰივიდან, თუმცა რუსეთის არმიამ დაიწყო პარალელურად უკვე წინამოსამზადებელი ეტაპი ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაციისა აღმოსავლეთში(რომელიც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება), კერძოდ ბოლო 24 საათში მათ 25 ერთეულზე მეტი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, დაიბომბა ქალაქები ლოზოვაია, პავლოგრადი, სილელნიკოვო, ყველა ეს ქალაქი არის მთავარი მომარაგების ზურგი დონბასში უკრაინული არმიისათვის, შესაბამისად რუსები ცდილობენ მომარაგების ცენტრებისა და სტრატეგიული რეზერვების მოშლას. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება სასტიკი ბრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსული არმია აქტიურად ახდენს ძალების გადასროლას ამ მიმართულებით, თუმცა უკრაინამაც დაიწყო კიევისა და ჩერნიჰივის მიმართულებებიდან ძალების მოხსნა და აღმოსავლეთისაკენ გადასროლა, მოკლედ მალე სიტუაცია უკიდურესად გამწვავდება და ომი ახალ ფაზაში გადავა, ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს:
1. სუმისა და ჩერნიჰივის მიმართულება - ჩერნიჰივის ოლქში გრძელდება ტერიტორიის განთავისუფლება სწრაფი ტემპებით, აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაც უფრო მეტ ტერიტორიას ანთავისუფლებენ უკრაინელები, მით მეტი რუსული განადგრურებულ ტექნიკას ვხედავთ, უამრავი მასალა მოდის, რაც იმას უსმევს ხაზს, რომ რუსული უკანდახევა სწორედ მძიმე დანაკარგების შედეგია, რამდენიმეკვირიანი გამოფიტვით რუსული არმიის დანაყოფების დიდი ნაწილი ბრძოლისუუნარო გახდა და აღარანაირი აზრი არ ჰქონდა მათ ყოფნას კიევსა და ჩერნიჰივში, რადგან ვერარანაირ სამხედრო ამოცანას ვეღარ გადაჭრიდნენ. სუმის ოლქში კვლავ ინარჩუნებენ გარკვეულ პოზიციებს რუსები, თუმცა ესეც ფორმალური ხასიათისაა, რადგან არც აქ მყოფ დაჯგუფებებს ყოფნით ძალა გააგრძელონ საბრძოლო მოქმედებები, ასე რომ ჩემი ვარაუდით კიევისა და ჩერნიჰივის სრული დატოვების შემდეგ, სუმის ოლქიდანაც მოუწევთ რუსებს გასვლა, ეს კი სავარაუდოდ შემდეგი 2 კვირის განმავლობაში მოხდება. 2. კიევის მიმართულება - როგორც უკვე ზევით ავღნიშნე, კიევის ოლქი რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სრულად დატოვეს, უკრაინული არმია კი მეთოდურად განაგრძობს დასახლებულ პუნქტებზე კონტროლის აღდგენას. დღეს უკრაინელები პირველად გამოჩნდნენ ლეგენდარულ გოსტომელის აეროდრომზე, რაც დიდი ფსიქოლოგიური გამარჯვებაა, სავარაუდოდ უახლოეს 10 დღეში უკრაინელები ბოლომდე ავლენ ბელარუსიის საზღვარმდე. უკრაინულმა არმიის ნაწილებმა დაიწყეს უკვე სიტუაციის გადაბარება საპოლიციო დანაყოფებისათვის, ისინი კი ახალი და არანაკლებ რთული ბრძოლებისათვის ემზადებიან უკვე ქვეყნის აღმოსალეთში. ფაქტია, უკრაინამ ომის პირველი ფაზა მოიგო, გადაარჩინა დედაქალაქი კიევი(რაც დიდი სტრატეგიული გამარჯვებაა), მიაყენა მტერს უდიდესი დანაკარგები, თუმცა რუსეთი ჯერ მძიმედ არის დაჭრილი, საჭიროა მისი სრული განადგურება და წელში გადატეხვა, რაც დონბასის ფრონტზე უნდა მოხდეს. უკრაინამ ეს იცის და დაიწყეს ინტენსიური მომზადება. დარწმუნებული ვარ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და რუსულ არმიას დონბასიდანაც მოუწევს გაქცევა, რაც საბოლოოდ დაასამარებს პუტინის ოცნებებს. 3. ხარკოვის მიმართულება - ხარკოვის მიმართულება დღეს შედარებით მშვიდი იყო, ორივე მხარე აქტიურად ემზადება იზუმთან ბრძოლისათვის. რუსეთმა დამატებით მე-4 მექანიზირებული დივიზიის დანაყოფები გადაისროლა. ასევე ააფეთქა წყლის რეზერვუარი და დატბორეს ქალაქის აღმოსავლეთ ფლანგი, რათა უკრაინის არმიის შესაძლო კონტრშეტევა აღკვეთონ, თუმცა უკრაინის არმია ახდენს ძალების არამხოლოდ იზუმთან მობილიზებას(95-ე სადესანტო და მე-17 სატანკო ბრიგადები), არამედ ქალაქ ჩუგიევთან გადაისროლეს 92-ე მექანიზირებული ბრიგადის დანაყოფები და სავარაუდოდ ქალაქ კუპიანსკე გაიწევენ, რადგან რუსულ დაჯგუფებაზე ქალაქ იზუმში წნეხი გააძლიერონ ჩრდილოეთიდან და დასავლეთის მხრიდან. მოკლედ, იზუმთან გველის ალბათ ყველაზე მძიმე ბრძოლები და აქ გამძლეობას ვუსურვებ უკრაინელებს. ერთ-ერთი გადამწყვეტი მიმართულება სწორედ იზუმი იქნება. 4. დონეცკი - ლუგანსკის მიმართულება - აქ რუსები და სეპარატისტები კვლავ ვერ ახერხებენ უკრაინული თავდაცვის გარღვევას ვერც ქალაქ სევეროდონეცკის, ვერც ქალაქ პოპასნას, ვერც ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე. ყველგან ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ სეპარატისტებს, მათი მოიერიშე ძალებს უკვე სერიოზულად აქვთ შეტევითი პოტენციალი დაქვეითებული, რის გამოდაც რუსეთი იძულებულია უფროდაუფრო მეტი ახალი ძალები გადაისროლოს(საზარბაზნე ხორცი) და სწორედ აქ გამოჩნდნენ ცხინვალიდან გადასროლილი მე-4 ბაზის სამხედროები, მათ უკვე პირველი შეტევის მცდელობა ჰქონდათ ვოლნოვახა-მარინკას მიმართულებაზე, თუმცა უკრაინის არმიის 53-ე მექანიზირებულმა ბრიგადამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა მათ და მოუწიათ შეტევის შეჩერება(დღეს ამისი ფაქტობრივი მტკიცებულებებიც დაიდო). შემდეგ დღეებში თანდათან გაიზრდება დაწოლა დონბასზე, თუმცა აქ ისე მაგრად დგანან უკრაინული თავდაცვა, რომ თუკი სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან (ზაპაროჟიე და იზუმი) ვერ შეძლეს რუსებმა გარღვევა და დონბასის გარნიზონის ალყაში მოქცევა, პრაქტიკულად გამორიცხულია მათ შეძლონ ფართო მაშტაბში თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა. მოკლედ. ამ მიმართულებაზე ჯერ სიტუაცია სტაბილურია, თუმცა უახლოეს პერიოდში ველით სიტუაციის უკიდურეს გამწვავებას. 5. სამხრეთის მიმართულება - აქ გამოსაყოფია ხერსონი-ოდესის, მარიუპოლის და ზაპოროჟიეს მიმართულებები. ხერსონი-ოდესის მიმართულებზე დღეს სიტუაცია მშვიდი იყო, მხარეები ახდენენ ძალების მაშტაბურ გადაჯგუფებებს . მარიუპოლში სიტუაცია უცვლელია, ქალაქის დაახლოებით 30-35%-ს კვლავ უკრაინული ნაწილები აკონტრილებენ, ეს ბიჭები სასწაულ გმირობის მაგალითებს გვანახებენ ყოველდღიურად, რუსული ნაწილები მძიმე დანაკარგების მიუხედავად კვლავ ვერ ახერხებენ არათუ ქალაქზე სრული კონტროლის მოპოვებას, არამედ თავდაცვის მეორე ზღუდის გარღვევას(განსაკუთრებული ბარიერი აღმოჩნდა აზოვსტალი, რომელიც აუღებელ ბარიერად ექცათ). დღეს მძიმე შეტაკებები იყო ზაპოროჟიეს მიმართულებაზე(გულაიპოლესთან), თუმცა რუსებს მძიმე დანაკარგები აქვთ და ვერ ახერხებენ წინსვლას, აქაც სავარაუდოდ უახლოეს 1 კვირაში საბრძოლო მოქმედებების აქტივობა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
დიდება და გაძლება უკრაინას ღორების ურდოს წინააღმდეგ !!!
This post has been edited by DIDGORI-GEO on 3 Apr 2022, 02:43
--------------------
Слава Україні, Героям слава!!! Слава нації. Смерть ворогам!!!
|