სხვა სპორტსმენებიც დაიღუპნენ.
სამშობლოსათვის თავგანწირვა სპორტული კარიერის ნაცვლად – მარიუპოლში უკრაინელი კიკბოქსიორი დაიღუპა
https://www.live.ge/other/samshoblosathvis-..._TuE50gARVGsIyE
რუსეთის ფედერაციის ბარბაროსულ ქმედებებსა და უკრაინაში წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომს კიდევ ერთი სახელოვანი უკრაინელი სპორტსმენი ემსხვერპლა. კიკბოქსინგში, მსოფლიოს ჩემპიონი მაქსიმ კაგალი ქალაქ მარიუპოლისათვის ბრძოლაში დაიღუპა.
30 წლის კაგალმა პროფესიონალური სპორტული კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბრძოლა გადაწყვიტა. კიკბოქსიორი ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდა და “აზოვის” ბატალიონის რიგებში იბრძოდა. მაქსიმ კაგალი მარიუპოლში დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
უკრაინელი წყალბურთელი მარიუპოლში დაიღუპა
https://www.live.ge/other/skhva-other/ukrai...olshi-daighupa/
უკრაინის წყალბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ევგენი ობედინსკი, მარიუპოლში დაიღუპა.
უკრაინული მედიის თანახმად, ობედისნკის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა მოგვიანებით გაიგო, რადგან ალყაშემორტყმული მაროუპოლიდან ცნობები გვიან ვრცელდება. 39 წლის სპორტსმენის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მისმა მამამ, ალექსანდრ ობედისნკიმ გაავრცელა.
„ჩემს შვილს სიცოცხლე უყვარდა, არასოდეს ნებდებოდა და ნებისმიერ სირთულეზე ერთი პასუხი ჰქონდა – „ნუ ნერვიულობ მამა, ამას აუცილებლად გავაკეთებ“. ჩვენ გვქონდა ძალიან ახლო, სიყვარულით სავსე ურთიერთობა, ერთმანეთს უზომოდ ვენდობოდით. საშინელ ტკივილსა და აღუდგენელ დანაკარგს ვგრძნობ”, – დაწერა Facebook-ზე ალექსანდრ ობედინსკიმ.
მარიუპოლში დაღუპული სპორტსმენი სპორტის ოსტატი, “ილიჩივეტსის” მრავალგზის ჩემპიონი და უკრაინის ნაკრების კაპიტანი იყო. 3 შვილის მამას მებრძოლ, დაუღალავ და შეუპოვარ მოთამაშედ ახასიათებდნენ.
რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინელი მორაგბე დაიღუპა

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში სარაგბო კლუბ “რივნეს” მორაგბე – ვოლოდიმირ სტელმახი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სტელმახი კიევის ოლქში მიმდინარე შეტაკებების დროს დაიღუპა. უკრაინელი მორაგბის დაღუპვა სარაგბო კლუბმა “რივნემ” ოფიციალურად დაადასტურა.
“ჩვენი თანაგუნდელი კიევთან მიმდინარე ბრძოლის დროს დაიღუპა. სიტყვებით შეუძლებელია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელსაც მისი დაკარგვით განვიცდით. ვუსამძიმრებთ მის დედასა და ოჯახს. მშვიდობით განისვენე ვოლოდიმირ”, – აღნიშნულია “რივნეს” facebook პოსტში.
ხარკოვთან ბრძოლაში 19 წლის უკრაინელი ბიატლონისტი დაიღუპა
https://www.live.ge/other/skhva-other/khark...nisti-daighupa/
უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსულმა აგრესიამ 19 წლის ბიატლონისტის, ევგენი მალიშევის სიცოცხლე შეიწირა.
ახალგაზრდა უკრაინელი მშობლიურ ქალაქს, ხარკოვს იცავდა, რა დროსაც მტრის იერიშს ემსხვერპლა. ევგენი ორი წლის წინ ბიატლონის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, საკუთარ ქვეყანას კი კონტრაქტით იცავდა.
10 მარტს ევგენი მალიშევს 20 წელი შეუსრულდებოდა.
დონეცკის შახტარის მწვრთნელი უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა
https://www.live.ge/fexburti/donetskis-shak...-dros-daighupa/დონეცკის “შახტარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა.
“ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლეს, ის ბავშვების მწვრთნელი იყო”, – თქვა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა სერჰი პალკინმა.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ და უკვე მეცხრე დღეა ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
ამ პერიოდში, უკრაინულმა ფეხბურთმა ლვოვის “კარპატის” ორი ახალგაზრდა მოთამაშის,
ვიტალი საპილოსა და დმიტრო მატინენკოს სახით კიდევ ორი დანაკარგი განიცადა.
რუსეთი უნდა დაინგრეს.