განახლებული ინფორმაცია
ამ დროისათვის არსებული ვითარება(ბოლო 1 კვირის შეჯამება)
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მარიუპოლის გარდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებაზე ბოლო 1 კვირაა უკრაინის არმიას აქვს ინიციატივა.
დაახლოებით 3 კვირიანი ინტესნიური საარტილერიო დარტყმებმა, ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფების ჩასაფრებებით და ნაღმებზე აფეთქებებით რუსული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიფიტა, რასაც შესაბამისად მოყვა უკრაინული არმიის წარმატებული კონტრშეტევა. აღსანიშნავი და ხაზგასასმელია უკრაინული გენშტაბის ძალიან სწორი ტაქტიკა, პირველ ეტაპზე მანევრული თავდაცვა, რომელიც ორიენტირებული იყო რუსების გამოფიტვაზე(ძირითადად მომარაგების სრული მოშლა) და ბოლოს ლოკალური კონტრშეტევები, რამაც რუსების არმია სრულად ჩამოშალა, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად, რამაც საბოლოო ჯამში რუსული გენშტაბი აიძულა სამხედრო გეგმის "კორექტირება" მოეხდინა და საბოლოოდ უარი ეთქვა დედაქალაქ კიევზე, მთავარი ყურადღება კი დონბასზე გადაიტანონ და ეს ყველაფერი არ არის დასასრული, რეალურად ეხლა იწყება ომის ყველაზე აქტიური ფაზა, მიუხედავად იმისა, რომ რუსები აპირებენ სერიოზული ძალების მობილიზება/გადაჯგუფებას უკვე აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებებზე, რათა მაქსიმალურად დაავიწროვონ ფრონტი და გამართონ მომარაგების ლოჯისტიკა, უკრაინის მხარესაც ძალიან სერიოზული ძალები უნთავისუფლდება კიევზე საფრთხის მოხსნით, ასე, რომ უახლოეს პერიოდში ვიხილავთ ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლებს, სადაც დიდი იმედი მაქვს ბოლომდე დაიცლება სისხლისგან რუსული არმია და ბოლოს დონბასზე უარის თქმაც მოუწევს პუტინს.ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს:
1. სუმისა და ჩერნიჰივის მიმართულება - სუმსა და ჩერნიჰივში უკრაინელებმა რუსული ძალების ხანგძლივი გამოფიტვის შემდეგ დაიწყეს მძლავრი კონტრშეტევა. უკრაინის არმიის 93-ე მექანიზირებულმა ბრიგადამ, როგორც კი ქალაქ ხარკოვზე საფრთხე საბოლოოდ მოიხსნა, მაშინვე გადაჯგუფთა და ტერიტორიულ თავდაცვის ძალებთან ერთად დაიწყო მძლავრი კონტრშეტევა. განთავისუფლბულია 15-მდე დასახლებული პუნქტი, ასევე პირველად ომის დაწყების შემდეგ მოხერხდა ქალაქ სუმზე რუსების ოპერატიული ალყის მოხსნა და გაიხსნა პოლტავისაკენ მთავარი მომარაგების არხის გახსნა. გაწმენდილია რუსეთთან საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილი და წესით უახლოეს პერიოდში უკრაინული არმია შეძლებს სუმის ოლქში რუსული დაჯგუფების სრულ ალაგვმას და რუსეთის საზღვრამდე გასვლას. პრაქტიკულად იგივე ვითარებაა ჩერნიჰივის მიმართულებაზეც, უკრაინული არმიის 72-ე მექანიზირებული ბრიგადა და მე-10 სამთო მოიერიშე ბრიგადა წარმატებით ახერხებს დომინოს პრინციპით დასახლებულ პუნქტებზე კონტროლის დამყარებას, ქალაქ ჩერნიჰივზე მოხსნილია რუსების ოპერატიული ალყა და გახსნილია კიევის მიმართულებით მომარაგების გზა(ჯერ ბოლომდე უსაფრთხო არაა თუმცა ძირითადად მაინც მოხდა მისი გახსნა). ჩერნიჰვის მიმართულებაზეც, რუსული არმია იძულებულია უკან დაიხიოს და აქაც 2-3 კვირაში წესით ბოლომდე უნდა ალაგდეს რუსული ძალები.
2. კიევის მიმართულება - კიევის მიმართულებაზე კატასტროფული დანაკარგების გამო, რუსულმა არმიას სრული ფიასკო განიცადა. რუსეთის სამხედრო და პოლირიკური ელიტა უმძიმესი დანაკარგების შემდეგ იძულებული გახდნენ დაეწყოთ ძალების მოხსნა და უკან ბელარუსიისაკენ გასვლა. პუქინს მოუწია ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რაც კიევზე უარის თქმაა, მისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია. მიუხედავად მძიმე ვიტარებისა, ის ამ გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებდა დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში, თუმცა როგორც კი საბოლოოდ დარწმუნდა რომ კიევის აღება უტოპიაა და ტყუილად ხდებოდა ყოველდღიურად დიდი ძალების დაკარგვა, იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა. ბოლო 4 დღეა რუსეთი აქტიურად ახდენს ამ მიმართულებებიდან ძალების გაყვანა, თუმცა უკრაინის არმია აქაც ყოჩაღობს და ისინი უზუსტესი დარტყმებით მძიმე დარტყმებს აყენებს გაქცეულ რუსულ ძალებს. უკრაინის არმიის მე-14 მექანიზირებულმა და 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადებმა პარალელურად დაიწყეს რუსების მიერ მიტოვებული ტერიტორიების გაწმენდა როგორც ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ მიმართულებაზე. გაწმენდილია 30-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის რუსებისათვის "საამაყო ოპერაციის შედეგად აღებული" ჰოსტომელის აეროდრომი, ბუჩა, ირპინი, ივანკივი, ჩერნობილი, ბროვარი და ა,შ ჩემი ვარაუდოთ უახლოეს 10 დღეში უკრაინული არმია სრულად შეძლებს ამ ტერიტორიის გაწმენდას, ასევე პარალელურ რეჟიმში დაიწყება ძალების გადასროლა დონბასისა და სამხრეთის მიმართულებებზე.
3. ხარკოვის მიმართულება - ქალაქ ხარკოვზე საფრთხის სრულად მოხსნის შემდეგ, უკრაინის არმიის 93-ე და 92-ე მექანიზირებულმა ბრიგადებმა შეძლეს ქალაქის გარშემო ყველა მიმართულებაზე კონტრშეტევით უსაფრთხოების დაახლოებით 10 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა, ასევე მათ აიღეს ქალაქი ჩუგიევი აღმოსავლეთ მიმართულებაზე და ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით დაიძვრნენ, სადაც რუსებმა ხიდი ააფეთქეს, რომ უკრაინელების წინსვლა რამით შეეჩერებინათ, ქალაქ კუპიანსკ აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა, რადგან თუ მისი აღება შეძლეს უკრაინელებმა რუსების დაჯგუფება ქალაქ იზუმთან ქვაბში ექცევა. ხარკოვის მიმართულებაზე ყველაზე რთული ვითარება ქალაქ იზუმთაბ არის, რუსული არმიის 47-ე სატანკო დივიზიამ შეძლო ქალაქის აღება დაახლოებით 5 დღის წინ, ასევე მათ ორ ადგილას გადაკვეთეს მდინარე სამხედრო ხიდებით, თუმცა უკრაინულმა არტილერიამ ზუსტი დარტყმებით გაანადგურა ხიდი, ასევე უკრაინულმა არმიამ დამხმარე ძალები გაგზავნა და ერთობრლივად შეძლეს იზუმის სამხრეთით რუსული არმიის შეჩერება ორივე მიმართულებაზე(ქალაქი პავლოგრადი და ქალაქი სლავიანსკი). ამ მიმართულებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან თუ რუსებმა შეძლეს აქ თავდაცვის გარღვევა, დონბასში უკრაინული გარნიზონი შესაძლოა ალყაში მოექცეს, ამიტომ ამ მიმართულებაზე შემდეგ დღეებში განსაკუთრებული დაწოლა იქნება რუსებისაგან, თუმცა არც უკრაინა აპირებს უმოქმედოდ ჯდომას, კიევიდან უახლოეს დღეებში სავარაუდოდ კიდვ დაემატება ძალები ამ მიმართულებას და კიდევ უფრო გამყარდება თავდაცვა.
4. დონეცკი - ლუგანსკის მიმართულება - რუსებსა და სეპარატისტებს პირველი 2 კვირიანი წინსვლის მერე პრაქტიკულად სრული სტაგნაცია აქვთ. ისინი ვერ ახერხებენ უკრაინული თავდაცვის გარღვევას ვერც ქალაქ სევეროდონეცკის, ვერც ქალაქ პოპასნას, ვერც ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე. ყველგან ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ სეპარატისტებს, მათი მოიერიშე ძალებს უკვე სერიოზულად აქვთ შეტევითი პოტენციალი დაქვეითებული, რის გამოდაც რუსეთი იძულებულია ახალი ძალები გადაისროლოს და სწორედ აქ გამოჩნდნენ აფხაზეთიდან გადასროლილი მე-7 ბაზის სამხედროები, მათ უკვე პირველი შეტევის მცდელობა ჰქონდათ ვოლნოვახა-მარინკას მიმართულებაზე, თუმცა უკრაინის არმიის 53-ე მექანიზირებულმა ბრიგადამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა მათ და მოუწიათ შეტევის შეჩერება. შემდეგ დღეებში თანდათან გაიზრდება დაწოლა დონბასზე, თუმცა აქ ისე მაგრად დგანან უკრაინული თავდაცვა, რომ თუკი სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან (ზაპაროჟიე და იზუმი) ვერ შეძლეს რუსებმა გარღვევა და დონბასის გარნიზონის ალყაში მოქცევა, პრაქტიკულად გამორიცხულია მათ შეძლონ ფართო მაშტაბში თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა. მოკლედ. ამ მიმარტულებაზე ჯერ სიტტუაცია სტაბილურია, თუმცა უახლოეს პერიოდში ველით სიტუაციის უკიდურეს გამწვავებას.
5. სამხრეთის მიმართულება - აქ გამოსაყოფია ხერსონი-ოდესის, მარიუპოლის და ზაპოროჟიეს მიმართულებები. ხერსონი-ოდესის მიმართულებზე უკრაინულმა ნაწილებმა ამ დროისთვის შეძლეს აართუ რუსების წინსვლის შეკავება არამედ კონტრშეტევით პრაქტიკულად ქალაქ ხერსონის შემოგარენამდე მისვლა, ასევე ქალაქ კრივოი როგზეც სრულად მოიხსნა საფრთხე და შეძლეს რუსების განდევნა დაახლოებით 50 კმ-თი. ხერსონის მიმართულებაზე რუსული ძალები მნიშვნელოვნად გამოფიტულია და ამ ეტაპზე გადასულები არიან ყრუ თავდაცვაში, ცხიბვალიდან გაგზავნილი მე-4 ბაზის მებრძოლები სწორედ აქ გადაისოლეს და კვლავ აგრძელებენ ძალების მობილიზებას, სავარაუდოდ რუსებს კვლავ ექნებათ მცდელობა მიკოლაევისაკენ, თუმცა ოდესის აღებაზე ოცნებას პრაქტიკულად ემშვიდობებიან. მარიუპოლში სიტუაცია უცვლელია, ქალაქის დაახლოებით 40-45%-ს კვლავ უკრაინული ნაწილები აკონტრილებენ, ეს ბიჭები სასწაულ გმირობის მაგალითებს გვანახებენ ყოველდღიურად, რუსული ნაწილები მძიმე დანაკარგების მიუხედავად კვლავ ვერ ახერხებენ არათუ ქალაქზე სრული კონტროლის მოპოვებას, არამედ თავდაცვის მეორე ზღუდის გარღვევას. უკრაინულმა არმია გააქტიურდა ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, რაც იმედს იძლევა, რომ მარიუპოლის მიმართულებითაც დაიწყება ოპერაცია, კიევიდან გადასროლილი დამატებითი ძალების მეშვეობით. მოკლედ, აუცილებელია ქალაქის დამცველებმა კიდევ მინიმუმ 2-3 კვირა რამენაირად გაძლონ და იმედია ამასობაში უკრაინული ძალებიც შეძლებენ გადაჯგუფებას და თუ ქალაქზე დებლოკირების ოპერაიის არ დაწყებას, მასზე წნეხის შემცირებას მაინც, მელიტოპოლისაკენ და ბერდიანსკისაკენ დაძვრით.
დიდება და გაძლება უკრაინას ღორების ურდოს წინააღმდეგ !!!
ეს კი ამ დროისთვის არსებული ვითარება
ყვითლად არის მონიშნული თუ რა ტერიტორიები დაიბრუნეს უკრაინელებმა კონტრშეტევით