ამ თემაზე ბევრი იუზერი შემეკითხა და შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა, რაც სავარაუდოდ, უკრაინის არმიის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და გარდამტეხი ფაქტორი იქნება.
·ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ უკრაინისთვის ჯავშანმანქანებისა და შორსმსროლელი საარტილერიო სისტემების მიწოდებაზე.დონორთა სპეციალურ კონფერენციაზე, სადაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იყო განხილვის მთავარი საკითხი, 35-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილოებას, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.(უკრაინის იარაღის მიმწოდებელი სამი მთავარი ქვეყანა)
· ბენ უოლესის თქმით, უკრაინას სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემები, რათა მათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ შეტევებს სხვადასხვა ქალაქებზე..მინისტრის განცხადებით, უკრაინა საარტილერიო კომპლექსებთან ერთად დიდი რაოდენობით საბრძოლო ამუნიციას მიიღებს ( ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ავხსნი ქვემოთ რატომაც).
ახლა განვიხილოთ რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ დიდი ალბათობით და რას ნიშნავს მაღალი სიზუსტის შორსმშროლელი საარტილერიო სისტემები უკრაინისთვის.
რადგან ბრიტანეთი ამაზე უკვე ღიად საუბრობს, რაც შეიძლება უკრაინამ მიიღოს ეს არის არა მხოლოდ შორსმსროლელი რეაქტიული საარტილერიო სისტემები, არამედ დასავლური თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებიც გაისვრიან მაღალი სიზუსტის კორექტირებად ჭურვებს. უკრაინამ დასავლეთისგან შესაძლოა მიიღოს:
1) ბრიტანეთისგან AS-90, აშშ-სგან M109 Paladin-ები (m777 -ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცებიც შეიძლება) , გერმანიისგან Pzh-2000-ები. დიდი ალბათობით სწორედ ამერიკული თვითმავალი პალადინის სისტემები უნდა მიეწოდოთ, რადგან საკმაო რაოდენობით აქვთ ესენი ამერიკელებს მარაგში ... და რაც მთავარია ამათთან ერთად უნდა მიეწოდოთ M982 Excalibur-ის ტიპის Gps-ით მართვადი ჭურვები , რომლის ფონზეც 40კმ-მდე რადიუსში შეძლებენ უკრაინელები რუსებისთვის უზუსტესი დარტყმების მიყენებას - იდეაში ზუსტი დარტყმების პრობლემა უკრაინელებს არ ააქვთ, რადგან სადაზვერვო დრონებს ისე ოსტატურად იყენებენ, რომ უკრაინული არტილერია დღემდე იუველირული სიზუსტით ურტყამს რუსული არმიის კონცენტრაციის ადგილებს.
2) ყველაზე მთავარი, რაც ახლა უკრაინას სჭირდება არის შოსრმსროლელი რეაქტიული არტილერია- ბენ უოლესის განცხადების შესაბამისადაც უნდა შედგეს საუბარი სწორედ ამ ქვემოაღნიშნულ რაკეტებსა და სისტემებზე, რომლებიც რა თქმა უნდა მართვის სისტემად იყენებენ Gps-ს.
ამ შემთხვევაში უკრაინამ შესაძლოა, მიიღოს M270 ტიპის რეაქტიული სისტემები, რომლებიდანაც შესაძლებელია Gmlrs-ის რაკეტების გასროლა 70-80კმ-ზე; ATacms-ის ( block 1A) ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც უკვე 250-310 კმ-ზე ურტყამენ მაღალი სიზუსტით ს ( აი ამ რაკეტებით მოახერხებენ უკრაინის საზღვრებთან რუსული ბაზების, აეროდრომებისა და საკომანდო პუნქტების დაბომბვასაც)
რეალურად, როდესაც გარდაუვალი საჭიროება დადგება, რომ უკრაინა უნდა გადავიდეს მაშტაბურ კონტრშეტევაზე(თუნდაც დონბას-ყირიმის მიმართუპებაზე), აღნიშნული სისტემები იქნება სასიცოცხლო მნიშვნელობის , რომელთა მასირებული და ზუსტი დარტყმები რუსეთის არმიის პოზიციებს, ლოჯისტიკურ ცენტრებს, მომარაფების კოლონებსა და საარტილერიო სისტემებს(კონტრბატარეული ბრძოლა) მიწასთან გაასწორებს.
ამერიკული M109 Paladin

ბრიტანული AS-90

გერმანული Pzh-2000

M270-ის ტიპის რეაქტიული სისტემა/ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი