#59090306 · 4 Apr 2022, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | განცხადებიდან თქვენ გაიგეთ ვინაა აგრესორი?
ვერაფერიც ვერგავიგეთ.. დაველოდოთ, სანამ გაიგებენ |
ვერც ავტოგოლამ ვერ გაიგო....ქოცრეჟიმმა ჯერ ვერ დაადგინა- ვინაა აგრესორი და ოკუპანტი:
როგორც კახა კალაძე "ტვიტერზე" წერს, არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ.
„ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა. არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში!“- წერს კალაძე. * * * ვერც ეს ქოცკლე ვერ ადგენს ვინაა აგრესორი და ოკუპანტი უკვე მეორე პაპიტკა გააკეთა მარა ვერ დაადგინა ეგ უხილავი უსახელო აგრესორ-ოკუპანტი:
„მინდა გამოვთქვა ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ამ დღეებში ვხედავთ ბუჩაში, ირპენში, უკრაინის სხვა ქალაქებში. ალბათ, რთულია მოიძებნოს სიტყვა, რომელიც აღწერს იმ ემოციას, რომელი ადამიანს ეუფლება, როდესაც ამ მძიმე სურათებს ვხედავთ. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას ბოლო არ უჩანს, სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს იმ სისასტიკეს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში. საქართველოს ხელისუფლება თანაავტორია მიმართვის და მოწოდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომ სასამართლომ გამოიძიოს ომის ყველა დანაშაული, გამოავლინოს ყველა დამნაშავე და დასაჯოს. ამ სურათებს ჩვენ ბოლო ერთ თვეზე მეტია ვხედავთ. ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. კიდევ ერთხელ მეც პირადად მივმართავ პარლამენტის სახელით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ჩავიდნენ ადგილზე, თავად გამოიკვლიონ, გამოიძიონ, შეისწავლონ და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დააყენონ, ვინც ასეთი სისასტიკის ავტორია. ჩვენ ამ პარლამენტში ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოგვიწია უკრაინაში დაღუპულების ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით ფეხზე ადგომა და ახლაც მინდა შემოგთავაზოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
This post has been edited by kardinali100 on 4 Apr 2022, 16:04
|