#59098371 · 6 Apr 2022, 14:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყოველ ჯერზე ვფიქრობ, მეტად რამ უნდა აღმაშფოთოსთქო და მაინც ახერხებენ ჩემს გაცოფებას კრემლი და მასთან უნისონში მყოფი საქპრემიერატი!!! შეგნებულად არ ვამბობ მთავრობას და მითუმეტეს ხელისუფლებას, რადგან ჯერ კიდევ მინდა მქონდეს რაღაცის იმედი(((( 2008 წლიდან საქართველოს არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად. „ამ კაცმა“ პრემიერობის ნაცვლად, რუსეთ-ივანიშვილს შორის ელჩობის პოსტი მოირგო და არც კი ცდილობს, თავი მოგვაჩვენოს, თითქოს ქვეყანას ემსახურება. პარტიულ-პიროვნული ინტერესების გარდა, მას არაფერი ამოძრავებს და ალაპარაკებს თავისნაირ წარჩინებულ მაამებლებთან ერთად. თუ ვინმე კრემლის ინტერესებს ატარებს საქართველოში- „ესენი“; თუ ვინმე ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუციებს-„ესენი“; თუ ვინმე აცდენილია საზოგადოებრივ ინტერესებს-„ესენი“; თუ ვინმე უზრდის ნაცმოძრაობას ელექტორატს-„ესენი“; თუ ვინმე ჩემი ქვეყნის ღირსებას ფეხქვეშ თელავს-„ესენი“; მათთვის ერთადერდი მტერი, რომელსაც ებრძვიან, პროფესია-ჟურნალისტია და არავინ და არაფერი სხვა. საკუთარი უმოქმედობა მკლავს, რამდენს ვაბედინებ!!!
|