ერთი თვე არ დამიწერია აქ და მშვიდ გონებაზე დალაგებულ სათქმელს ვიტყვი ამ მოვლენებზე.
ერთი თვის წინ, ცხელ გულზე, ქოცების გინებაზე ვიყავი მაგათი ჩაჯ##ლი განცხადებების გამო, ბევრი ქართველივით მეც შერცხვენილი და აღშფოთებული ვიყავი ესეთი ჩმორი ხელისუფლების ყოლისთვის.
მაგრამ დღეს შემეცვალა ისევ განწყობა და #1 საგინებელი ძალა დაუბრუნდა თავის კუთვნილ ადგილს ))
10 წელია ქოცები მართავენ ქვეყანას, დედა უტირეს ყველაფერს, ჩამოშალეს ყველაფერი რაც სახელმწიფოებრიობასთან არის კავშირში - კორუფციაა თითქმის ყველა უწყებაში და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, პოლიცია კიდია ხალხს, ე.წ. ქურდული მენტალიტეტი ბრუნდება, რიგ შემთხვევაში ობიექტური, მაგრამ მეტწილად სუბიექტური მიზეზების გამო ეკონომიკას დედა აქვს ნატირები და არანაირი ნათელი წერტილი არ ჩანს, მაგრამ ამ 10 წლიანი ჭაობში ფლობის პროცესის მერეც მთავარი ზიზღის ობიექტი ნაციონალური მოძრაობა როა ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის, მაგით ნათქვამია ყველაფერი.
ქართველ ხალხს რო მოკლე მეხსიერება აქვს, ეგ ყველამ ვიცით. ძველი ########ული კომუნისტები, თვით ედიკა, კრიმინალები და ა.შ... რეაბილიტირებულები არიან უკვე.
თუნდაც იგივე რუსეთი ახლიდან გახდა მტერი 2008-ში, აფხაზეთი-სამაჩაბლო დავიწყებული გვქონდა.
და ეხლაც, 2022-ში ისევ ახლიდან გახდა რუსეთი მტერი და #######ული სახელმწიფო, 2008 დავიწყებული გვქონდა.
და ამ მოკლე მეხსიერების მქონე ერმა ნაცების სიძულვილი რო ვერ დავივიწყეთ, მაგის საშუალებას თვითონ ეგ #########ული მოძრაობა არ იძლევა, ყოველდღე გვახსენებენ თავიანთ ##########ლობას.
თუნდაც ეს უკრაინის ომი ავიღოთ, მარტო მაგათ რომ შეტკივათ ვითომ გული და უკრაინის მხარდაჭერის პრივატიზებას ცდილობენ.
ყველა ვაჟკაცია ვინც უკრაინაში მიდის რუსეთთან საბრძოლველად, მაგრამ ნაცების მაგინებელი და ქოცად შერაცხული ელისაშვილი რო წავიდა და იბრძვის როგორც რიგითი მეომარი, ეგ აღარ მოწონთ უკვე და ტალახს ესვრიან - მაგათი პროპაგანდით მარტო ნაციონალები უჭერენ მხარს უკრაინას და განვითარებულ სამყაროს.
ყველას ##### ###### ვისთვისაც დომენიკ მანგო, დავით ქაცარავა ან ირაკლი ოქრუაშვილი ვაჟკაცია და ელისაშვილი არა...
ისევ ხელისუფლებას დავუბრუნდეთ - მაშინ როცა მთელი მსოფლიო ხმამაღლა გმობს რუსეთს, ბევრი ადამიანი აღაშფოთა ჩვენი მთავრობის საჯარო ტრ##ის მიმცემმა „რუსეთის არგაღიზიანების“ რიტორიკამ. პრემიერი იქნებოდა თუ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, სიტყვას ვერ დააცდენინებდი რუსეთზე და პუტინზე.
და ამავე დროს დასავლეთი რასაც ითხოვს, ყველაფერს აკეთებენ, ყველა რეზოლუციას თუ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს უერთდებიან, მაგრამ თან ამავდროულად რუსეთის თუ ქვეყანაში არსებული რუსეთუმეების კეთილგანწყობაზეც ფიქრობენ და ღიად, საჯაროდ არ იჭერენ ერთ კონკრეტულ, სწორ ან არასწორ მხარეს.
რუსეთსაც კიდია შენი სანქციები და რეზოლუციები, მაგათთვის მთავარი პროპაგანდაა და პროპაგანდაში საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხარესაა.
იქით (დასავლეთთანაც) აქვთ სათქმელი, ყველაფერში გიერთდებითო და აქეთაც (ჩრდილოეთთან), ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ მითქვამს თქვენს წინააღმდეგო.
ეს პოზიცია გულისამრევია მაშინ, როცა სიმართლის მხარეს ხარ, ან არ ხარ, მაგრამ გინდა რომ იყო, მაგრამ რეალურად რო შეხედო ხელისუფლების პოლიტიკას, ზუსტად ის პოლიტიკა აქვს, რა ხალხიცაა მოსახლეობაში.
ხალხის უმრავლესობის განწყობას გამოხატავს ხელისუფლება და თუ საგინებელია ვინმე, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნახევარზე მეტი, ან ნახევარზე მეტი კი არა უმრავლესობა.
ერთი თვე გავიდა და დღესაც რო ვუყურებ უკრაინელებზე რეპორტაჟებს, უკრაინაში თუ თბილისში, ცრემლები მომდის. ოღონდ კი არ მეცოდება, მშურს რო ეგეთი მაგარი ხალხი აღმოჩნდა.
და ნათლად ჩანს რომ ქართველები არ ვართ მასეთები.
ზელენსკის გამოსვლებსაც რო ვუყურებ, მაგრად მშურს უკრაინელების იმიტომ, რომ ისეთი მეთაური ყავს მათ ქვეყანას, როგორი განწყობაც აქვს ხალხს, საკუთარი თავის გადარჩენაზე არ ზრუნავს. სადაც დგას უკრაინელი ხალხი, იქ დგას ეგეც.
ბევრი Y თუ პროპაგანდისტი ########ული თუ უბრალოდ გაუნათლებელი და პროპაგანდის მსხვერპლი აგინებს ზელენკის, ხალხი შეაკლა რუსეთსო.
ჯერ ერთი თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის არის მსხვერპლი და მეორე - თავისუფლებისთვის და საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა თვითონ მაგ ხალხის სურვილია და არა ზელენსკის და მისი პროპაგანდის შედეგი.
და ისევ საქართველო ავიღოთ, ღარიბაშვილმა და ხელისუფლებამ ჩაი##აო. სხვა რა გზა ქონდათ, რა ქვეყანაცაა, ის ხელისუფლება გვყავს.
რეალურად რო შემოვიდეს რუსის ჯარი, მოსახლეობის რამდენი პროცენტი აიღებს ხელში იარაღს და იბრძოლებს, რეალურად... რამდენი კაცი გაუშვებს ცოლ-შვილს ქვეყნის გარეთ და თვითონ საომრად დარჩება...
ერთი თვის წინ რო იყო მხარდასაჭერი აქციები რუსთაველზე, პირველ დღეს უბრალოდ უკრაინის მხარდამჭერი აქცია იყო შედარებით ცოტა ხალხით და მეორე დღეს ღარიბაშვილმა რო გააკეთა ის სამარცხვინო განცხადება, ბლომად ხალხი გამოვიდა, სხვა მუხტი იყო მანდ, უფრო შერცხვენილი ხალხის ემოციები იყო, შეურაცხყოფილი ხალხი იდგა, ჩვენი ჩა##ულობის გამო.
ამ სამარცხვინო, რუსეთის მონობაში გატარებული ბოლო ასწლეულების ფონზე ერთადერთი წარსული გვაქვს საამაყო, რომ ეხლა კი ვართ დაჩმორებული ერი, მაგრამ ასწლეულების მანძილზე თავისუფლებისთვის ვიბრძოდით უთანასწორო ბრძოლაში. ერთი გულში მჯიღის ცემა გვაქვს, ქართელობაზე, ისტორიაზე და ეგეც წაგვართვეს, სადღეგრძელოშიც ვეღარ ვიტყვით რო ვაჟკაცი ხალხი ვართ... ბრძოლას ვინ ჩივის, სიმართლის თქმასაც ვეღარ ვბედავთ...
მაგრამ რეალურად რო შეხედო, ხელისუფლებას რო ვაგინებთ ჩმორობისვის, ხელისუფლება ხალხის მსახურია და ხალხი არის მზად საბრძოლველად?
რუსები რო შემოვიდნენ, მოსახლეობა უკრაინელებივით გაუმართავს ბრძოლას?
დიდი ნაწილი ყვავილებით შეეგებება მოძმე ერთმორწმუნე ძმებს, მეორე ნაწილი შეეცდება ემიგრაციაში წავიდეს...
რა ბრძოლა, ვისთვის, რისთვის...
ღარიბაშვილის განცხადებასაც მაგიტომ მოყვა მასეთი აღშფოთება. მთლიანობაში ჩმორი ხალხი ვართ, მაგრამ ვმალავთ და მაგან რეალობა სააშკარაოზე გამოიტანა და შეგვრცხვა, გაგვიტყდა...
თეორიულად მეც იმ სასტავში ვარ რომ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ და „თურქ-სელჩუკებსაც რო დავწოლოდით რა იქნებოდა“ და კაი, დავუშვათ რაღაც ნაწილმა აიღო ხელში იარაღი (დავუშვათ რომ გამოყენება ვიცით), ორადაა გახლეჩილი საქართველო ძირითადად, ნაცებად და ქოცებად, რომელთაც ერთმანეთი მთავარ მტერზე, რუსეთზე მეტად სძულთ და როგორ უნდა იბრძოლო წინიდან მომავალ მტერთან მაშინ, როცა ზურგსუკან ან გვერდით უარესი მტერი გყავს და ცალი თვალი იმისკენ გიჭირავს ზურგში არ მოგაყოლოს ტყვია.
რაც ჩვენს გარშემო ხდება, იქიდან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება რომ ამ ქვეყანას დედა აქვს მო##ული, ეკონომიკურადაც და მენტალურადაც და არანაირი სინათლე ან სინათლის იმედიც არ ჩანს გვირაბის ბოლოს.
ხელისუფლებაა და ურჩევნია ჭაობში იძირებოდეს ქვეყანა, ოღონდ თვითონ იყონ ამ ჭაობში თბილად და ისქელებდნენ გვერდებს.
ოპოზიციაა და ერთადერთი მიზანი ის აქვთ, თვითონ მოექცნენ სათავეში და მოიხვეჭონ ქონება და ქონდეთ ძალაუფლება.
ხალხია და ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს, ქვეყანაზე თუ ფიქრობს რამეს, სხვისი ტრაკით უნდა იმ საქმის გაკეთება, თვითონ არაა მსხვერპლზე წამსვლელი.
ან დასავლეთიო, განვითარებაო... რაში სჭირდება ხალხს ეგ განვითარებული სამყარო, რა უნდა გააკეთოს. განათლება არ აქვთ, პროფესია არ აქვთ, რა უნდა აკეთონ... ისევ ეს საბჭოთა მენტალიტეტი არ ჯობია? ახლობლობა-ნეპოტიზმი, ჩალიჩი, 1-2 კაპიკის შოვნა...
საუბედუროდ, ხელისუფლებაც და ხალხიც მენტალურად რუსეთთან უფრო ახლოსაა ვიდრე დასავლურ ცივილიზაციასთან.
საბოლოოდ რუსეთს დედა მოე###ება, მაგრამ დღეს და ხვალ არა, დროში გაწელილი პროცესია რუსეთის დედის##ვნა და საუბედუროდ დიდი შანსია ჩვენც ჩაგვიყოლოს.
დასავლეთს ვინც აგინებს ან #########ულია ან Y-ე და პროპაგანდის მსხვერპლი.
უკრაინელი ხალხის და ზელენსკის დამსახურებით სერიოზულ დახმარებას იღებს უკრაინა, ფინანსური დახმარება იქნება თუ იარაღი. სანქციებმაც თავისი ქნა და რუსეთი უკან იხევს უკვე, ვეღარაა ისეთი თავდაჯერებული, თავიდან რომ იყო.
პირდაპირ ომში ჩართვას ვინც თხოვს დასავლეთს, ძირითადად ის ხალხია, ღარიბაშვილის რიტორიკას რო ტაშს უკრავს და ბუჩქებში გაყურსვას ემხრობა, ჩვენ არ მოგვიტრიალდნენო.
შე ########ულო, შენ სიმართლის ხმამაღლა თქმაც არ გინდა და იმ ამერიკელ ან ინგლისელ ჯარისკაცს რატო თხოვ რო წავიდეს და უკრაინაში იბრძოლოს.
40 მილიონიანი ქვეყანაა და ხალხის რაოდენობა არ აქვთ პრობლემა, მაგათ იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისთვის და იარაღს და ჰუმანიტარულ დახმარებას არ მოაკლებენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ომში.
და ღია ომში კიდე ვერ ჩაერთვება დასავლეთი, ბირთვული ომი რომ დაიწყოს, სიმულაციების მიხედვით ორმხრივი ბირთვული ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში რამდენიმე ათეულ მილიონამდე იქნება ადამიანური მსხვერპლი.
ბევრი იტყვის, იყოს მაგის დედაც #######ო, შევაკლათ თავი ბოროტებასთან ბრძოლასო, მაგრამ ეგ მსხვერპლიც სხვისი უნდა, თვითონ უსაფრთხოდ უნდა იჯდეს ბუჩქებში.
ან ის რატომ გონიათ, რომ უკრაინა დასავლეთისთვის იბრძვის. „გაუჩალიჩა დასავლეთმა და გადააგდო“...
უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის და მომავლისთვის, არ უნდა ჩაჯ##ლ რუსულ ქვეყანაში მონურად ყოფნა და უნდა დასავლურ, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრება.
მაგისთვის იბრძვის და სწირავს თავს უკრაინელი ხალხი, ვინმეს თუ გონია ზელენსკიმ დააბოლა ან ბორის ჯონსონმა ან ბაიდენმა და მაგიტომ, ეგეც Y-ეა და/ან პროპაგანდის მსხვერპლი.
უკრაინას დაუფასდება მსოფლიო ბოროტებასთან ბრძოლა და ცოტა ხანში სუპერქვეყანა აშენდება მანდ, როგორც დასავლეთ გერმანია ააშენეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ზესახელმწიფოა, მაგაზე უკეთესი, ბევრად მეტი დახმარება წავა უკრაინისკენ.
ჩვენ დავრჩებით Y-ეებად...
და ისევ შიდაპოლიტიკაზე, იმ ორ ძალაზე, რომელიც მოსახლეობის 90%-ს შეადგენს, არჩევნების შედეგებს თუ დავყრდნობით:
ნაცების ყველაფერი ####### ჯერ იმ შანსის ხელიდან გაშვებისთის რომ ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოდ შევმდგარიყავით, ყველა რესურსი ქონდათ მაგისთვის, მერე პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებისთვის და მავნებლობისთვის და კიდევ ბევრი სხვა რამისთვის და ეს ########### ქოცები საშვილიშვილოდ რო მოასხდნენ ქვეყანას და ბოლომდე ძირავენ.
ქოცების ყველაფერი ####### მარტო საკუთარ გამდიდრებაზე ზრუნვისთვის და ქვეყნის ჭაობში ჩაფლისთვის.
განსაკუთრებით ყველა იმ ქოცის ყველაფერი #######, რუსეთ-უკრაინის ომში ნაცების ჯინაზე რუსეთს ვინც ქომაგობს.
ცალკე საქართველოს მიმართ უკრაინის საგარეო პოლიტიკის წარმმართავების ##### ######, თუნდაც გუშინდელი დეზინფორმაცია ავიღოთ, ვითომ იარაღით რომ ვამარაგებთ რუსებს...
დერეფანიო...
ნატოს წევრი თურქეთიდან შეგვაქვს იარაღი თუ ჩა##ული სომხეთი ეხმარება და მაგათგან...
მაგრამ ნაბ###### სასტავმა აიტაცა ეგრევე, უტყუარ მტკიცებულებად მიიღო უკრაინელების ეგ განცხადება და დაადანაშაულა საკუთარი ქვეყანა იმაში, რასაც ქვეყნის ბოლომდე განადგურება შეუძლია...
ამერიკამ თუ ზურგი შეგვაქცია, გავხდებით ბელარუსზე Y-ე ქვეყანა, ბელარუსს თავისი რესურსები მაინც აქვს და მშიერი რო არ მოკვდეს, მაგდენი მაინც შეუძლია...
მაგრამ დიდი სანერვიულოც არაა უკრაინელი პოლიტიკოსების ეგ განცხადება, მთავარია დასავლეთის პოზიცია, კერძოდ აშშ-სი...
და ვიღაც კონკრეტული #######ული უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების გამო ამ ომში ვინც რუსეთისკენ იქნება, იმათი ყველაფერი ####### კიდევ ერთხელ...
აქვე ჩვენს საპატრიარქოსაც რო არ გადავწვდე, არ შეიძლება.
######## ქრისტიანობა და სუყველაფერი, ვინც ამ სატანისტურ რუსეთზე გადაბრუნებულ სიტყვას რო ვერ ამბობთ (ერთი ორმა კი დაუჭირასავით მორცხვად მხარი უკრაინას).
კონტანტინოპოლის მართლმადიდებლურმა (!) ეკლესიამ და მართლმადიდებელმა მსოფლიო პატრიარქმა აღიარეს უკრაინის ავტოკეფალია და ესენი ########ულ კაგებეშნიკ კირილს აძლევენ უკანალს.
მოკლედ, დანძრეული აქვს ერს და ბერს, საქართველო გაბრწყინდება არა Y…
ბოლოს, კიდევ ერთხელ, პატივისცემა და შური უკრაინელ ხალხს, უკან, საბჭოთა ჭაობში დაბრუნება რო არ უნდათ და საკუთარი უკეთესი მომავლისთვის ესე გმირულად იბრძვიან.
ჩვენ კიდე ვიყოთ ესე.
######### მომარაგებული შაქარი და ზეთი...
პ.ს. ის ვინც უსაფრთხოებისთვის სწირავს თავისუფლებას, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების
©
Mens sana in corpore sano...