არ ჩავსვამ სპოლერში,ნახოს ყველა ღორმადიდებელმა!
ბუჩას კადრების ფეიქად მომხხესენელ ყველა გარეწარს ჩაუგდეთ ეს მოკლე სია :
- ალასანია ოლღა ანდრეს ასული - 85 წლის, წერეთლის ქ., № 150, 1994 წლის 9 ივნისს წამებით მოკლეს - ჩამოაგდეს საკუთარი სახლის მე-5 სართულიდან წერეთლის ქ., № 59/4, ბ.
-უცნობი ქალი - ქ. გაგრის ოკუპაციის დღეებში მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გააერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.
- აბრამიშვილი გიორგი ალექსის ძე - 40 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს - ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.
-ცისია ალექსანდრეს ასული - 30 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლების თვალწინ გააუპატიურების შემდეგ დახვრიტეს საკუთარ სახლში მშობლებთან ალექსანდრე და ნათელასთან და სამ სტუმართან ერთად.
-ინჯგია ციალა - წამებით მოკლეს მეუღლე გოროზია ლავრენტისთან ერთად, ორივეს თავი მოკვეთეს.
-კაჭარავა ღუღუნი - 50 წლის, წერეთლის ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში.
-კუპრეიშვილი დავით მალაქიას ძე - 75 წლის, ფოთის ქ., წამებით მოკლეს და შემდეგ დაწვეს მეუღლე ზინასთან ერთად.
-კუპრეიშვილი ზინა - 65 წლის, ფოთის ქ., წამებით მოკლეს და შემდეგ დაწვეს მეუღლე დავითთან ერთად.
-კუცია ბორის - ოქტომბრის ქ., დახვრიტეს ალექსანდრე ბარამიას სახლში მის ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად.
- ლოლუა ლუბა აქვსენტის ასული - 66 წლის, რუსთაველის ქ., წამებით მოკლეს და თამარ ლოლუასთან ერთად - დანით დაჩეხეს.
-მანაგაძე ნუგზარ - დემერჯიპას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს ბენზინი გადაასხეს და დაწვეს საკუთარი სახლის ჭიშკარან.
-მარიამიძე ავთანდილი სერგოს ძე - 43 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს მის თვალწინ, 13 მებრძოლის მიერ, ქალიშვილ ანას გაუპატიურების შემდეგ, ორივე მიაბეს ხეზე და ცოცხლად დაწვეს.
-70. მარიამიძე ანა ავთანდილის ასული - 19 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს, მამის თვალწინ, გააუპატიურა 13 მებრძოლმა, შემდეგ ორივე მიაბეს ხეზე და დაწვეს.
- არღვლიანი ჟულერი ვალერიანის ძე - ლენინის ქ., № 11, გაგრის შსს განყოფილების თანამშრომელი. მძევლად აიყვანეს გურამ ხუნწარიასთან ერთად; 1992 წლის 29 აგვისტოს წამებით მოკლეს.
-ჩოფლიანი მარიამი მურმანის ასული - 12 წლის, მეგობრობის ქუჩა ქ., № 2, 1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.
-კვარაცხელია თამარ ლავრენტის ასული - 70 წლის, სიხარული, 1993 წლის 2 მარტს დახვრიტეს მეუღლე ათანასესთან ერთად და შემდეგ ორივე დაწვეს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
https://mematiane.ge/product-details.php?id=6072&lang=ge