ახლა ცოტა რომ გავაოფო ხომ შეიძლება ეს თემა.
არაა უკრაინასთან კავშირში მარა ქოცობასთან არის (ნაცობასთანაც სხვათა შორის).
ერთი დოკუმენტალისტია რომელმაც გადაიღო ფილმი ბიძინას ხეებზე (აქეთ-იქით რო დაატარებდა),
არანაირი კომენტარი ფილმში არაა, ბიძინაც არაა ნახსენები წესიერად,
სატელევიზიო დოკუმენტური არაა, მხატვრულ-დოკუმენტურია უფრო, ძლიერ პორტრეტს ხატავს ბიძინასიც და დღევანდელი საქართველოსისაც.
https://www.imdb.com/title/tt13621424/მოხიკა ამ ფილმმა ჯილდოები და წულუკიანი გაგიჟდა,
კინოცენტრის დირექტორი (სულ სამი თვე ჰქონდა დარჩენილი თანამდებობაზე) გააგდო და საქმე პროკურატურას გადაუგზავნა შესასწავლად, აქაოდა
ეს კინოცენტრი ანტიბიძინური ფილმის წარმატებებით მარიაჟობსო.
საინტერესო ისაა რომ ამ დოკუმენტალისტს მიშას დროს აქვს გადაღებული ფილმი პატრიოტთა ბანაკებზე, "ლიდერი ყოველთვის მართალია",
ოჰოჰო იქ კი მახსოვს ნაცების ქოთქოთი და გოდება.
როცა მოიცლით გირჩევთ ორივე ფილმი ნახოთ: