რაც ომი დაიწყო ჩემს რამოდენიმე მეგობარს ვცდილობ თავი ავარიდო, იმიტომ რომ არაფერზე არ ლაპარაკობენ გარდა დამპალი დასავლეთის ( არც ვამტკიცებ, რომ უკეთილშობილესია), დამპალი ზელენსკის და ძაან მაგრად მომუშავე დღევანდელი მთავრიბის. რამოდენიმეჯერ სერიოზულად ვიკამათეთ ( 3 ერთზე) და გამოჩნდა, რომ სხვადასხვა აზრზე ვართ, მე ვფიქრობ რომ დღეს სერიოზული შანსი გვაქვს ბევრი რაღაცის შეცვლის და იქ ყოფნის, სადაც მეტნაკლებად დაცულები ვიქნებით ( ომი რომ იყოს მაგას თავიდან ვერავინ აგვაცილებს ვერასდროს და მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის დღე და ხვალ, მაგრამ იარაღი მაინც გვექნება), ან უბრალოდ რაღაც ახალ სივრცეში ვიქნებით და არა უკვე დაცდილ, დამანგრეველ და დამღუპველ ორბიტაზე.
და რა მიპასუხეს? უნიფხვოთ ყოფნა გვირჩევნია მშვიდობით ვიდრე დასავლეთიო.
უნიფხვოზე რასაც ქვია ხელები ავწიე… თან ყველას სერიოზული ადგილი აქვთ თავიანთ საჯარო სამსახურებში. ხოდაა რა ვიცი… არგუმენტაცია ერთი და იგივე, რაც ბოლოს მიშა-ბიძინამდე დადის. ვინ როგორი იყო ადრე არავინ ვიცით, მაგრამ ისტორიას თუ დავუჯერებთ აბა ომი გვინდა არასდროს ყოფილა ქართული განწყობის სახეობა,დღეს ესენი ვართ
This post has been edited by velasquez on 10 Apr 2022, 12:17