1. ალექსანდრე გრიგოლაშვილი 18.12.14 ლუჰანსკი
2. თამაზ სუხიაშვილი 17.01.15 დონეცკის აეროპორტი
3. გიორგი ჯანელიძე 18.04.15 მარიუპოლი
4. კონსტანტინე ლაშხია 01.07.15 მარიუპოლი
5. გიორგი ბარათელი 08.08.15 დონეცკი
6. ირაკლი ქუთელია 09.12.15 დონეცკი
7. რეზო წიკლაური 29.04.16 დონეცკი
8. დავით გამსახურდია 08.10.16 დონეცკი
9. დავით სიხარულიძე 11.05.17 დონეცკი
10. გიორგი სარალიძე 31.10.17 დონეცკის აეროპორტი
11. დავით შარტავა 18.04.21 მარიუპოლი
12. დავით რატიანი 17.03.22 ირპინი
13. გია ბერიაშვილი 17.03.22 ირპინი
14. ბახვა ჩიქობავა 19.03.22 მარიუპოლი
15. დავით გობეჯიშვილი 27.03.22 ირპინი
16. დავით მენაბდიშვილი 09.04.22 ხარკივი
17. ნიკა შანავა 10.04.22 იზიუმი
18. ვალერი ჯიჩოშვილი 28.02.22 ხარკივი
19. არკადი კასრაძე 15.04 რუბეჟნი.
20. ზაზა ბიწაძე 15.04.22 რუბეჟნი
21. ალიკა ცაავა 15.04.22 რუბეჟნი
22. თემურ მაჭარაშვილი 03.05.22
23. ტატო ბიგვავა 08.05.22 აზოვსტალი (უკრაინის მოქალაქე)
24. რატი შურღაია 14.05.22 იზიუმთან
25. გიორგი გრიგოლია 6.06.22 ბახმუტი
26. კირილ შანავა 8.06.22 (უკრაინის მოქალაქე)
27. დანიელ გერლიანი 9.06.22 (უკრაინის მოქალაქე)
28. ოლეგ გეგეჭკორი 08.03.22 (უკრაინის მოქალაქე)
29. ალუდა ზვიადაური 18.06.22
30. კახა გოგოლი 10.07.22
31. ბერდია ჯოხაძე 12.08.22 ხერსონის ოლქი
32. ედიშერ კვარაცხელია 10.10.22 დონეცკი
33. მიხეილ ყაფლანიშვილი 21.10.22
34. ალეკო მართიაშვილი 21.10.22
35. გუგა გაგნიძე 30.10.22 ბახმუტი
36. ლევან სახელაშვილი 02.11.22
37. კონსტანტინე ქურსუა 23.11.22
38. ჯამბულატ (ჯაბა) ხოფერია 01.12.22
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბახვა ჩიქობავა
რეზო წიკლაური
ალექსანდრე გრიგოლაშვილი
კოტე ლაშხია
გიორგი ბარათელი
გიორგი სარალიძე
ირაკლი ქუთელია
დავით სიხარულიძე
გია ბერიაშვილი
გიორგი ჯანელიძე
დავით გობეჯიშვილი
დავით რატიანი
ვალერი ჯიჩოშვილი
ნიკა შანავა
არკადი კასრაძე
ზაზა ბიწაძე
ალიკა ცაავა
ტატო ბიგვავა
რატი შურღაია
გიორგი გრიგოლია
კირილ შანავა
დანიელ გერლიანი
ალუდა ზვიადაური
კახა გოგოლი
ბერდია ჯოხაძე
ედიშერ კვარაცხელია
მიხეილ ყაფლანიშვილი
ალეკო მართიაშვილი
გუგა გაგნიძე
კონსტანტინე ქურსუა
ლევან სახელაშვილი
ჯამბულატ (ჯაბა) ხოფერია» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
„ჩემს მეგობარზე მინდა მოგიყვეთ.
ასეთი იყო, როცა გავიცანი. თითქმის 20 წლის წინ.
კლასში რომ შემოდიოდა, მერხები ზანზარებდნენ. ასეთი იყო თავიდანვე, დიდი. ჩვენ მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა. და ასეც იყო სულ. მის უკან ამოფარებულმა გავატარე სკოლის პერიოდი. მერე უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ჩავთვალე, კლასს კი არა, მთელ საქართველოს გადაეფარა. მეხუთე კლასში ვიყავით, რაგბის თამაში რომ დაიწყო და ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე, ვინმეს რომ დაეჯახოს, ის ადამიანი ვეღარ ადგება-მეთქი. უკრაინაში რომ წავიდა, გავაფრთხილე მაგრად დაეჯახე, იცოდე, ყველას და მჯეროდა, რომ ერთი დაჯახებითაც გამუსრავდა რუსებს. და მპირდებოდა, არ დავაკლებო და მეც ვიცოდი, რომ მისთვის უკან ნაბიჯი არ არსებობდა. 27 თებერვალს უკვე კიევში იყო. გაგანია ომში. ჩვენი ხელისუფლება რომ ვერ მიფრინავდა, ამან ომის დაწყებიდან მეორე დღესვე აისხა თავისი აღჭურვილობა და ყველაზე სასტიკ წერტილში წავიდა. ვფიქრობდი ხოლმე, ნეტა არ ეშინია? რანაირად არ ეშინია? რა გული აქვს ასეთი? და ეგ უზარმაზარი გული გაჩერდა დღეს.
ჯაბას თავისი ბიძის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას სახელი ერქვა. დაგვისვამდა ხოლმე ბავშვებს და გვიყვებოდა ბიძის და მამის გმირობების შესახებ და ვუყურებდი და სულ ვფიქრობდი, როგორ შეეძლო არნახულის ასეთი ემოციით გადმოცემა. მეხუთე კლასელს ძარღვები ასკდებოდა საფეთქელზე, როცა რუსეთის ბოროტებას გვიყვებოდა და თვალები ენთებოდა საქართველოს და გმირი ქართველების სიყვარულზე ლაპარაკისას.
თავის გვერდზე ეწერა : "როგორ აღესრულა ის? სჯობს გიამბო თუ როგორ იცხოვრა მან". არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ მე ვიცი, როგორ იცხოვრა მან. გმირულად და სამშობლოს სიყვარულით. და მინდა, რომ ყველამ იცოდეს ეს.
საუკუნოდ მის დიდებაში გავატარებ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას. მშვიდობით, მეგობარო!“ — წერს ქეთა ბაღაშვილი