ხშირად მიფიქრია მაგაზე მეც
და სწორს ამბობს არესტოვიჩი
აი მოდი დავშალოთ ნაწილებად დღევანდელი სიტუაცია
რუსეთში უკვე 23 წელია არის პუტინი
მისი მოსვლის პირველივე დღიდან კაცმა ძალიან ღიად განაცხადა, რომ კიდია ყველა ის ფასეულობა რაზეც თანამედროვე ცივილიზაცია დგას
თავისი იმიჯის გასაძლიერებლად კაცი წავიდა აბსოლუტურად ყველაფერზე
კორპუსების აფეთქება, კურსკის ტრაგედია, ნორდ ოსტი, ბესლანი
ანუ შიდა პოლიტიკურ ამბებში კაცს კიდია ყველა და ყველაფერი, კიდია რამდენი ხალხი დზარალდება და დაიხოცება, მთავარია რუსულ ბიდლოში გამოჩნდეს მაგარ ყვერებიან ტიპად
იგივე საგარეო პოლიტიკაში: საქართველო, სირია, უკრაინა, უცხოეთში მისთვის არასასურველი ხალხის ლიკვიდაცია (ცინიკურად და ყველანაირი დამალვის გარეშე), ყველაფერში უხეში ჩარევა, ღია მუქარა რომ სსრკ-ს და მის გავლენის სფეროს აღადგენს და ასე შემდეგ, რომელ ერთი ჩამოვთვალოთ
ხოდა აი ასეთ საერთაშორისო ტერორისტს (სხვა რა შეიძლება დაერქვას მე არ ვიცი), მთელი მსოფლიო მაინც ენის მოჩლექვით ელაპარაკება.
ანუ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, მტელი მსოფლიოს თვალწინ ხდებოდა და ხდება ის რაც ზევით დავწერე და მიუხედავად ამისა, 24 თებერვლამდე მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის პუტინის რუსეთი იყო ცოტა მაზალო, მაგრამ მაინც ასატანი პარტნიორი, მსოფლიო ამგვარ რუსეთს იტანდა.
24 თებერვლის შემდეგ მსოფლიოს დამოკიდებულება პუტინის რუსეთისადმი შეიცვალა. ოღონდ პუტინის რუსეთისადმი. ჯერ კიდევ ძალიან იშვიათად გვესმის რომ რუსმა ხალხმა უნდა ზღოს იმის გამო რაც მათმა ქვეყანამ ჩაიდინა.
ხოდა ახლა წარმოიდგინე, რომ რაღაცა საოცრებით, ხვალე დილას მოხდა ისე, რომ პუტინის ადგილზე გაჩნდა... ნავალნი, რომელმაც თქვა რომ ვაიმე ვაიმე, ეს დამპალი პუტინი, რა საშინელება ჩაიდინა უკრაინაში, მორჩა ძმებო, მე ომს ვასრულებ და უკრაინიდან ჯარები გამყავს.
რა ხდება ამ დროს?
მსოფლიო ზეიმობს რომ გაქრა სისხლიანი ტირანი და დიქტატორი
და მყისიერად იწყებს რუსეთთან დამოკიდებულების შერბილებას
უფრო მეტიც, მსოფლიოდან ეგრევე წავა უზარმაზარი რესურსები რუსეთში
ნავალნი ღია ტექსტით უხდის მადლობას დასავლეთს და ამბობს რომ მისთვის დემოკრატიული ფასეულობები უუუმთავრესია!
ამისი წყალობით მსოფლიო დიდის ალბათობით გარკვეულ გავლენის სფეროებს დაუთმობს რუსეთს
მათ შორის ჩვენს თავსაც, დემოკრატია ძმაო ეს ნავალნი და რა პრობლემაა
პრობლემა კი არის დღევანდელი რუსული საზოგადოება, რომელიც რომ შოვინისტ ღორ ნავალნის კი არა, მართლა ყველაზე უფრო დემოკრატ და ლიბერალ ადამიანს აქცევს ბველიკოდერჟავნიკად (ნავალნის ეს არ ემუქრება, იმიტომ რომ ასეთია)
გადის რამდენიმე წელი
რუსეთი ძლიერდება, მისი პოტენციალი და გავლენები იზრდება
და 10-15 წელიწადში ისევ იწყებს კბილების ღრჭიალს და იმაზე ბუძღუნს რომ ის როდისღაც დაუმსახურებლად დასაჯეს
და ყველაფერი იწყება ისევ თავიდან
და სანამ დანარჩენი მსოფლიო ისევ დაიწყებს აზრზე მოსვლას, უკვე შეიძლება ძალიან გვიანი იყოს.
ასე რომ ეს სურათი მე პირადად მაინცდამაინც დიდად არ მხიბლავს
ამიტომ, რაც უფრო დიდხანს დარჩება პუტინი რუსეთის სათავეში და რაც მეტ დანაშაულს ჩაიდენს - მით უკეთესია (ვიცი რომ ცინიზმია და ვიცი რომ ამას უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირება, მაგრამ ასეა), მით უფრო აღარ ექნება დანარჩენ მსოფლიოს ამ ყველაფერზე თვალების დახუჭვისა და უკან დახევის შესაძლებლობა.
საბოლოოდ, მსოფლიო უნდა მოექცეს რუსეთს ისე, როგორც 1945 წელს გერმანიას
მიწასთან გაასწოროს და რამდენიმე ნაწილად გაყოს. ანუ ისეთი რეალობა დააყენოს რომ შემდეგი 100 წელი რუსეთმა ვერც კი იფიქროს რამე სახის აგრესიაზე ვინმეს წინააღმდეგ
1945 წელს, მკავშირეების დეკლარირებული მიზანი სწორედ ამდაგვარი იყო
გერმანიას გაუნადგურეს მოსახლეობის 10%, მთელი წარმოება, მიწასთან გაასწორეს, მოსახლეობა სასტიკად დასაჯეს (დრეზდენის და სხვა ქალაქების მთლიანად განადგურება სწორედ რომ სადამსჯელო ღონისძიება იყო და არა რაიმე სახის სამხედრო აქცია ), მერე გერმანიის როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ლიკვიდაციაც მოახერხეს. მის მაგივრად რამდენიმე წელი მოკავშირეთა საოკუპაციო ზონები იყო.
გერმანიამ, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ შეძლო აღმდგარიყო ამ ამბებიდან მხოლოდ 45 წლის მერე.
აგრესიული ომის წარმოების ხალისი კი საუკუნოდ დაკარგა
ამიტომ, საჭიროა პუტინი დარჩეს რუსულ ხელისუფლებაში, რათა ბოლო ბოლო იძულებული გახადოს მთელი მსოფლიო რომ ასე მოიქცეს მაგ დამპალი ქვეყნის მიმართ.
ბლიად, რამდენი ვწერე