DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი

        
ჯგუფი: Members
წერილები: 42159
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11
|
#59134247 · 16 Apr 2022, 13:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე იუზერმა დამისვა კითხვა თუ რა ხდება უშუალოდ ფრონტის ხაზზე და რატო იგვიანებს რუსული არმიის შეტევის მეორე ფაზა იგვიანებს ბევრი მიზეზის გამო, პირვლი, ეს არის ჩავარდნილი აქტიური რეზერვის არასავალდებულო ფარული მობილიზაცია, რომელთაც სთავაზობდნენ მოკლე კონტრაქტების გაფორმებას. ასეთი სულ 60 000 წვევამოხდილი, ყოფილი სამხედრო თუ ძალოვანი იყო, მაგრამ არავის სურს ნებაყოფლობით სიკვდილზე ხელის მოწერა. იგვიანებს კლიმატური პირობების გამო, დონბასში ძლიერი ნალექია და კიდევ მინიმუმ 10 დღე მსგავსი ამინდებია მოსალოდნელი, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა კვლავ ვერ გამართავს მასშტსბურ ფრონტალურ შეტევას, რადგან მათი მძიმე კავშანტექნიკა ჩარჩება დარბილებულ მიწაში და შეტევის ტემპი დაიკლებს, პარალელურად კი უკრიანული არტილერია მოფრინდება, ხოლო როგორ მოფრინავს ხოლმე ,ეგ უკვე კარგად გამოსცადეს რუსებმა. იგვიანებს მარიუპოლის გამო, რადგან გმირი ქალაქი, გმირი დამცველებით, აგრძელებენ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლს, რითაც ათასობით რუს სამხედროს ბოჭავენ და არ აძლევენ დონბასის მიმართულებით გადასვლის საშუალებას. ასეთ დროს გამოჩნდა ფანჯარა, როცა შესაძლოა უკრაინულმა ძალებმა დაიწყონ ქალაქ მარიუპოლის განთავსიუფლების ოპერაცია, დონბასისა და ზაპოროჟიეს მიმართულებიდან. თუმცა, არის უამრავი რისკი, პირველი, უკრიანულ ძალებს არ გააჩნიათ საჭირო მასშტსბის საჰაერო მხარდაჭერა. მეორე, უკრაინული სამხედრო ტექნიკის მოტორესურსები, როგორც ჯავშანტექნიკის, ისე სხვადასხვა ტიპის არტილერიის შემთხვევაში მასიურად გალელულია. შესაბამისად, ათობით კილომეტრის ბრძოლით გავლა, ახლა, ამ ეტაპზე, ძალიან სარისკო საქმეა. და ბოლოს, ეს არის შესაძლო რუსული ხაფანგი, დაელოდნონ უკრაინელთა შემოტოვევას მარიუპოლში და იქვე მოხდეს უკრიანის ძირითადი სამანევრო ძალების განადგურება, რომლებიც ათასობით უნდა იყვნენ, თუ კი გადაწყვეტენ ახლა მარიუპლოს გათავისუფლებას. ფაქტია, დრო გადის და რუსეთს 9 მაისისთვის ხელშესახები გამარჯვების აღსანიშნავად, არაფერი გააჩნია. საუბრები, 9 მასიამდე დონბასის აღების, ან დონბასის უკრაინული ძალების უკრიანული ძალების ალყაში მოქცევის შესახებ აბსურდულად მიმაჩნია, რადგან 50 000+ სამხედროს გამოკეტვა, არასრულ 20 დღეში, უბრალოდ შეუძლებელია, განადგურებაზე აღარაფერს ვამბობ. არსებობს, რისკები მცირე მუხტიანი ან ტაქტიკური ბირთვული ბომბების გამოყენების შესახებ, რაც მთავარია დონბასში, უკრაინელი სამხედრეობის წინააღმდეგ, თუმცა ეს უკვე ნიშნავს, საერთაშორისო მასშტაბის რისკზე წასვლას, პუტინი არ არის დაზღვეული, ბირთვული ბომბის გამოყენებას, რა ტიპის საპასუხო ზომები მოჰყვება დასავლეთისგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რუსული ჯარის შესაძლებლობები კონვენციური მასშტსბური ომისას. შესაბამისად, რუსეთის მიერ დონბასში, ბირთვული ბომბების გამოყენების გადაწყვეტილება, შესაძლოა პროდუქტიულზე მეტად არაპროდუქტიული აღმოჩნდეს, ასე რომ ამ გადაწყვეტილების ახლა მიღება, ცოტა არ იყოს წარმოუდგებელია. თან, დავინახეთ რომ პუტინი აზროვნებს, აზრობნებს, რადგან უკრაინის ჩრდილოეთში გაწყვეტისათვის განწირული, დაახლოებით 30 000-იანი რუსული დანაყოფი უკან გამოიყვანა და კიევთან არ გააფორმა რუსეთის სრული დამარცხება. შესაბამისად, ჯერ კიდევ აზროვნების პირობებში, მაქსიმალურ რისკზე წასვლას ვერ გაბედავს, მალე ჰააგის სასამართლოსთვის ან სიკვდილისთვის განწირული ვლაძიმერ ვლაძიმეროვნა პუტინი. რუსეთს სიტუაციის დასატრიალებლად, ამ ეტაპზე რჩება ერთი შანსი, რომელიც 2 პუნქტიანია. პირველი, 9 მაისამდე როგორმე სრულად აიღოს ქალაქი მარიუპოლი, რათა "გამარჯვების" აღლუმზე მოხდეს ამ წარმატების გამარჯვებად გასაღება. და მეორე, გამოუცხადოს უკრაინას ომი, რაც პუტინის საშუალებას მისცემს, რუსეთში გამაოცხადოს საყოველთაო მობილიზაცია, ანუ შექმნას მეტი საზარბაზნე ხორცი, რაც შეამცირებს დანაკარგებს ჯერ კიდევ შემორჩენილ პროფესიონალურ არმიაში. პარალელურად, მოახდინოს საომარი მდგომარეობის დროს შესაძლებელი, რუსეთის ეკონომიკის ნაციონალზიაცია და ჯერ კიდევ არსებული რუსული ეკონომიკის სრული ნაწილი ომის საწარმოებლად მიმართოს. რასაც ვუყურებ, ყველაფერი ამ ორპუნქტიანი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, დონბასში ზემოთ ნახსენები დაგვიანებული შეტევის გამო, მთელი ყურადღება და რესურსები გადართულია მარიუპოლისკენ, რუსები ყველა ტიპის საბრძოლო საშუალებით, გარდა ბირთვული ბომბებისა, უტევენ ქალაქს და ცდილობენ ბოლომდე გაწმინდონ მარიუპოლი. პარალელურად, კი რუსული სამთავრობო პროპაგანდა აქტიურად ცდილობს მოსახლეობაში პატრიოტული გრძნობების გაღვივებას, რაც საჭიროა შედეგიანი საყოველთაო მობილიზაციის გამოსაცხადებლად. ამისათვის, კი რუსები არ ერიდებიან საკუთარი ტერიტორიების დაბომბვებს და საჯარო განცხადებებს, რაც მომავალში კიდევ უფრო მასიური და ლეტალურო პროვოკაციების პერსპექტივებს სახავს. დიახ, ალბათ მოსკოვში ან პეტერბურგში აფეთქდება საცხოვრებელი კორპუსები, შესაძლოა ბელგოროდში, როსტოვში ან ბრიანსკში დაიბობმობს სკოლები, ბაღები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რასაც მოჰყვება უკვე ბელგოროდში დაწყებული მასობრივი სახალხო პროტესტი, ომის გამოცხადების შესახებ და მივიღებთ საყოველთაო მობილიზაციას, ბევრი რუსი, სიკვდილისთვის განწირული 18-დან 55/60+წლამდე სამოქალაქო პირით. რაც, რათა თქმა უნდა გარკვეულ უპირატესობას მისცემს ცოცხალი ძალის კუთხით რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ტექნიკა აქვთ, ახალიც და ძველი კიდევ უფრო ბევრი, საბჭოთა ტექნიკის და საბრძოლო მასალის უდიდესი მარაგებით. მააგრამ საქმე რაშია, ამ განვითარებით, რუსეთი იღებს ძალიან დიდ ცოცხალი ძალის მასას, რომელსაც კვლავ ჭირდება გამართული და ორგანიზებული ლოჯისტიკა, თავისი ყველა ასპექტით, ეს როგორ გამოსდით რუსებს უკვე დავინახეთ, ანუ არ გამოსდით. პარალელურად, ამ ყველაფერს ჭირდება დრო, დრო რომელიც არის მინიმუმ 1-2 თვე. დრო, რომელიც სრულად საკმარისია, რათა დონბასში განთავსებულმა უკრაინულმა ძალებმა აითვისონ და შეიარაღებაში მიიღონ დასავლური მძიმე შეიარაღება, მათ შორის ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები, დრონები, სარაკეტო სისტემები და თანამედროვე დაზვერვის საშუალებები. რაც მთავარია, დასავლეთმა დაიწყო შეიარაღების მიწოდება, და ეს ტემპები არათუ შემცირდება, არამედ მკვეთრად გაიზრდება, მარტივ მაგალითს გეტყვით, 800 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტით ამერიკა უკრაინას აწვდის 18 155 მმ-იან M-109A6 ტიპის უზუსტეს თვითმვაალ საარტილერიო დანადგარს და 155მმ-იან 40 000 საარტილერიო ჭურვს, რაც არათუ 18-ის, არამედ 3-4-ჯერ მეტი საარტილერიო სიტმების საბრძოლო მარაგის რესურსია. ანუ, ხვდებით ხომ? ხვდებით და მართლებიც ხართ, უკრაინის ჯარი, ძალიან მალე, არათუ ჩამოუვარდებოდეს იქნება საცეცხლე შესაძლებლობებით რუსულ ჯარს, არამედ სიზუსტითა და სიშორით აჯობებბს კიდეც. პარალელურად, უკრაინას ცოცხალი ძალის რესურსი იმდენი აქვს რამდენიც ჭირდება, შევსებაც იმდენი ექნება რამდენიც დაჭირდება, რადგან დიდი ქვეყანაა, 40 მილიონიანი! საბოლოოდ კი ვიღებთ მოცემულობას, რომ 1 ან 2 თვეში რუსები შეუტევენ, მათზე არანაკლები ცოცხალი ძალითა და საცეცხლე რესურსებით დაკომპლექტებულ უკრაინულ ჯარს, უტევენ 150-160 კმ-იან ფრონტზე, უტევენ იმ ტიპის შეიარაღებით, რაც უკვე გამოიყენეს და კიდევ უფრო დაბალი საბრძოლო შესაძლებლობების მქონე ჯარისკაცებით, აღარაფერს ვამბობ მათ განადგურებულ მორალზე და საბრძოლო სულზე. ხოლო, ამ შეტევისას, იქ რაც მოხდება, მარტივი განსაჭვრეტია, რუსები მოდიან, ეტაკებიან კედელეს და წყდებიან, წყდებიან მანამ, სანამ პუტინი არ მიხვდება, რომ დამრცხდა! ოღონდ, პუტინი რომ მიხვდება დამარცხდა, სამხედრეობს გენშტაბში და თავდაცვის სამინისტროში, მინიმუმ 1-2 კვირის გააზრებული ექნებათ დამარცხება, შესაბამისად კვლავ გამოირიცხა ბირთვული ბომბის გამოყენება, რადგან გასროლის ბრძანება ისევეა დამოკიდებული პუტინზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე და გენშტაბის მეთაურზე. შესაბამისად, მანიაკი პოლიტიკოსისგან გამსხვავებით, სამხედროებს მეტი რაციონალზმი გააჩნიათ და საკუთარ და საკუთარი ოჯახების გარდაუალ, დამარცხებისთვის განწირულ სიკვდილს ხელს არ მოაწერენ. სასოწარკვეთილი, ნახვერად განადგურებული, მორალურად მოშლილი, ტექნიკურად დაბალ დონეზე მყოფი რუსული ჯარი, უკრაინული არმიის პირველივე მასიურ კონტრშეტევაზე კუდამოძუებული გაიქცევა, ტყვედ ჩავარდება ან მოკვდება. ასე, რომ ჩემი პროგნოზი ასეთია, რუსეთი მარცხდება, მარცხდება ომში, თანაც სასტიკად და რაც მთავარია ბირთვული ბომბის გამოუყენებლად.
დიდება უკრაინას! დიდება ხლოპცებს!
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ !!!
This post has been edited by DIDGORI-GEO on 16 Apr 2022, 13:18
--------------------
Слава Україні, Героям слава!!! Слава нації. Смерть ворогам!!!
|