#59128724 · 14 Apr 2022, 20:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში ზეთი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. ამის მიზეზი კი მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში - რუსეთში საექსპორტო გადასახადის ზრდა გახდეს. კერძოდ, 1-ლი მაისიდან რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 313 დოლარიდან ტონაზე 372,2 დოლარამდე გაიზრდება. ასევე, 1-ლი მაისიდან მზესუმზირის შროტზე საექსპორტო გადასახადი დაწესდება და ტონაზე 96,3 დოლარი იქნება. ცნობისათვის, საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ სულ 1 914 ტონა (2,968 მლნ დოლარის ღირებულების) ზეთი შეიძინა. იმპორტირებული პროდუქციის 76,7% - 1 469 ტონა (2,193 მლნ დოლარი) სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.
პ.ს. შეგვსვეს რუსულ იგოლკაზე და აი შედეგიც. შროტი მეწველი ძროხებისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი საკვები ინგრედიენტია, სავარაუდოდ რძის პროდუქტებიც გაძვირდება.
|