ამას შენ მე მეუბნები?
გადახედე მაინც ამავე თემაში მე რას ვწერდი და შენ რას

რაც ამ თემაში ვპოსტავ, ათეულობით ანალიზი მაქვს დადებული და ასეულობით პოსტი
ერთი ჩემი ზღაპარი ან ბოლი დადე
რაც არ ახდა ან რაშიც მოვიტყუე
ბოლო 3 დღისაზე ვიტყვი:
1. ვთქვი რუსეთი ემზადება ომის გამოცხადებისთვის თქო(ბელგოროდის ამბების ამისი ნაწილია თქო) და რამდენიმე საათში გამოეფინა რუსული პროპაგანდისტული მანქანა და დაიწყეს ღია მოწოდებები ომზე და პესკოვმაც კი თქვა, თუ ასე გაგრძელდა მოგვიწევს ომის გამოცხადებაო
2. დავწერე, პუტინმა შეიძლება ბირთვული ქობინიც კი გამოიყენოს თქო და რამდენიმე საათში პენტაგონმა და ზელენსკიმ თქვეს იგივე
აღარაფერს ვიტყვი კიევის, ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, დონბასის ყოველდღიურ ანალიზებზე
ბაირაქტარზე და სტარტრიკის შედეგიანობის ვარაუდებზე
სუ-35-ის ჩამოგდებაზე, მოსკვას ჩაძირვაზე
და ა,შ
მართლა ელემენტარული ზღვარი ხო უნდა არსებობდეს?
ერთი ამბავი დადე რაშიც მოვიტყუე ან ბოდიში მოიხადე ცილისწამებისთვის
არასწორი საქციელია რასაც შენ ეხლა აკეთებ
არ გეკადრება
და თან არაფერს არ გმატებს
ყველაფრის მიუხედავად მე ზღვარი არასოდეს არ გადამილახავს, არასოდეს უხეშად ან უზრდელურად არ მომიმართავს და განსხვავებული აზრის გამო ცილი არ დამიწამია შენთვის
არაა ეს სწორი საქციელი