დღეს მძიმე დღე მქონდა...
ძალიან ძვირფასი და ახლობელი ადამიანები გავიხსენე სასაფლაოზე...
სახლში მოსულმა ტაბლა გავაშლევინე...
შენდობა ვუთხარი ჩემს ახლობლებს...
სანთელი დავანთე და სიმბოლურად 3 ჭიქით შემოვიფარგლე...
შემთხვევით წამექცა ღვინის დიდი ჭურჭელი...
ითხოვს (გავიფიქრე)...
ნაკლული ჭურჭელი გადავიტანე მომცროში...
დაახლოებით ნახევარი ლიტრა მომრჩა...
დედაჩემმა - ძმარს დავამატებო...
ძალით როგორ დავაძმარო ღვინო...
დავისხი...
ჩემს პატარას დავუძახე...
ვმეცადინეობო...
არაუშავს, მე ვიტყვი, შენ მომისმინე მეთქი...
5 ჭიქა გამოვიდა კიდე,
ჯამში 8 ჭიქა...
წყნარად, დაბალ ხმაზე ველაპარაკე...
1 ჭიქა თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს მეთქი...
ლაკონურად ჩავშალე...
მისმენდა და ორივე თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა...
არ ველოდი...
არ ველოდი იმიტომ, რომ პატარაა...
გავუშვი, იმეცადენე მეთქი...
ბედნიერი ვარ!
კაცი მეზრდება!
თუმცა ეს პოსტი ბავშვს არ ეხება...
აბა რატომ ვწერ აქ?!
არ გეგონოთ ვაოფებ...
იმიტომ დავწერე რომ თავისუფლებას ეხება...
და XXXVIII თემაა თქვენც აქ თავისუფლებაზე წერთ...
ხოდა
თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს გაუმარჯოს!
და მათთან ერთად არა-უკრაინელებსაც, ვინც იბრძვის ამ ღირებულებისთვის მათთან ერთად...
ვინც იცის რა არის თავისუფლება!
შენდობა იყოს რუსის მიერ მოკლული ყველა უკრაინელის!
თავისუფლების მოყვარული ერის შვილების: ქართველისა თუ უკრაინელის...
ცოცხლებს კიდე გამარჯვება ვუსურვე!
გამარჯვება ვუსურვე თავისუფლებისკენ მიმავალ ეკლიან და სისხლიან გზაზე...
დიახ სისხლიან გზაზე...
საწუხაროდ!
რადგან სხვაგვარად არ მოდის თავისუფლება!
არ გჯერათ?
შეხედეთ ჩეხებს, პოლონელებს, ხორვატებს, ბალტიისპირელებს...
უკრაინელებს...
ან რატომ მივდივარ სხვაგან,
განა 9 აპრილს სხვანაირი სისხლი დაიღვარა?!
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
და თამუნა ჭოველიძე
15-16 წლის ბავშვები იყვნენ...
და დანარჩენი 18 გარდაცვლილიდან, 8 მოკლული 30 წლისაც არ იყო...
ბოღმა და ცრემლი ერთდროულად მახრჩობს ყველა გახსენებაზე...
გროვდება, გროვდება, გროვდება და მერე ამოხეთქავს ხოლმე ვეზუვივით...
და აი დღესაც ამოხეთქა...
და დაგროვების მიზეზი რა არის?
სოციუმი!
სად ვმუშაობთ, სად ვცხოვრობთ, რას ვხედავთ, რა გვესმის...
"ჩორნი ბუმერზე" მოცეკვავე "ქართველები"
9 აპრილზე მოქილიკე "ქართველები" (რატო იდგნენ იქ, საბჭოთა კავშირი მაინც დაშალა)
ერთმორწმუნეობაზე ჩაციკლული "ქართველები"
და ყველაზე უარესი - ზემოაღწერილი კობინაციის კომბინაცია, არც ვიცი რა ვუწოდო...
ჰომო პალეზნიეიდიოტუსი,
რომელიც გადასულია ქართველის და ქართულის ნეგატივში წარმოჩენაზე (ეწევა ე.წ. თვითდაჯმას),
...
...
...
ესეთი ხალხი ვერასდროს ვერ გაიგებთ რა არის თავისუფლება!
არც ხართ ღირსი და არც იმ ბენეფიტების ღირსნი ხართ, რაც თავისუფლებას მოაქვს!
არც ილიას ღირსნი ხართ,
არც ცისფერყანწელების,
არც რუსთველის
არც დავითის
არც თამარის
არც ცოტნესი
არც თევდორესი
არც სვიმონის
არც გიორგი ბრწყინვალის
და არც დემეტრესი
არც მაზნიაშვილის
არც ანწუხელიძის და არც ტატუნაშვილის...
არც 14 აპრილის ღირსნი ხართ და არც 26 მაისის!
თუ სადმე სამართალია, ან ლიპარიტის ბედი უნდა იყოს თქვენი ხვედრი (ესეც ყველაზე ჰუმანურ შემთხვევაში) ან ყორღანაშვილის!
https://youtu.be/mWpwkfxfZOU?t=24https://www.youtube.com/watch?v=WOCkEIACQqg This post has been edited by mtasiqiteli on 20 Apr 2022, 01:27