კიდევ ერთი ნათელი მაგალითი რომ სისულელეა საუბარი იარაღის ლეგალიზაციაზე.
ჩემი არჩეული იაგო-მეგრელიშვილის გირჩი ან მილიტარისტა ტიპები რომ ითხოვენ.
იმ ამერიკაში როა ლეგალიზებული, ის ამერიკელი იარაღს მარტო თავის დასაცავად გამოიყენებს.
ქართველები კი პირველ რიგში ღირსების დასაცავად ვიყენებთ იარაღს

იარაღი თავისთავად და დანაც კი არ მიტარებია არასდროს, შარია.
რამე რომ იყოს, მირჩევნია მე დამჭრან, ვიდრე მე დავჭრა ვინმე და სროკზე წავიდე...
თან ქართველები ძალიან ადვილად ვვარდებით აფექტში, სხვადასხვა სახის "ჩესტზე შეხებაზე"

- დედის შეგინებაზე, ხელის დარტყმაზე, ბიძაშვილი ან მეგობარი გოგოსთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე...
შეიძლება სამედიცინო აფექტში არა, მაგრამ მორალურად ხარ ვალდებული აფექტში ჩავარდე რიგ შეურაცხყოფებზე...
ამ კონკრეტულ ფაქტზე რაც წავიკითხე, ეს ხანშიშესული ტიპი ვიღაც არასრულწლოვანს მიეჯახა შემთხვევითო და ბოდიში მოუხადაო... იქვე ახალგაზრდა ტიპი იჯდა და ამ ხანშიშესულს შენიშვნა მისცა, ცოტა ფრთხილადო... ამან არ მინდოდაო, ბოდიში მოვიხადეო, ის ტიპი კიდე არ გაჩერდაო... ამან ნასროკალი ვარ ახალი გამოსულიო, ვიღაც არ გეგონოო, იმ ახალგაზრდამ მკიდიაო და კიდე შეურაცხყოფა მიაყენაო და ამანაც დაჭრა, ფეხში...
ფეხში სროლა რა არის, მოკვლა არ უნდოდა, უბრალოდ სხვა გზა არ ქონდა, ღირსება უნდა დაეცვა...
ჩვენთან აუცილებელია იცოდე როგორ დაჭრა კაცი ისე, რო არაფერი დაუშავდეს

ანუ ხშირ შემთხვევაში ვალდებული ხარ იმოქმედო და დაჭრა ტიპი, საზოგადოება გავალდებულებს, თორე არ გინდა...
არც სროკზე წასვლა გინდა, არც იმ დაჭრილისგან სავარაუდო "აბაროტის" არიდებაზე ჩალიჩი...
მაგრამ არ იმოქმედებ და Y-ეს დაგიძახებენ, ჩმორს, ლაჩარს, ჩა##ულს...
საზიზღარი საზოგადოება გვაქვს
This post has been edited by Frankens†ein on 22 Apr 2022, 12:39
Mens sana in corpore sano...