- გიორგი, ღვინო მიირთვი, იმ შენი დედ-მამის მზესა!
გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
თუ ეგრე ღვინო მინდოდეს, ჯიბეში ფული ბევრია.
ეს რომ არსენამ შეიტყო, მუხლზე დაიკრა ხელია:
- კაცად როდიღა ჩამაგდო, რაღა ბიჭობა ჩემია,
ბიჭი არსენა მოგიკვდეს, ვერ შეგიცვალო ფერია! -
გაჯავრებული არსენა პირიდანა ყრიდა ცეცხლსა.
წამოვიდა ის არსენა, იმ გიორგის დაუხვდესა.
- გიორგი, საით მიდიხარ, არსენა ვერ გაგიშვებსა?
ან უნდა მამცე ფულები, ან შენი ცხენი დამრჩესა!
გიორგიც ეუბნებოდა:
- ნუ გგონივარ ზოგ-ზოგები, შენ რომ მოჰკიდებდი ხელსა;
ლეკის პირდაპირ ვიყავი, ოცი ტყვია მომარტყესა,
ორმოცი ტყვია მომარტყეს, ვერაფერი დამაკლესა!
- მაშინ გაჯავრდა არსენა, ხმალზე მოისვამდა ხელსა.
პირით რომ ვერ გაიმეტა, ყუით გადაუკრა ცხენსა,
ხმალი ვადაში გადუტყდა, ის ცარიელი დარჩესა.
მაშინა თქვა არსენამა, - დღეს დღე დაბნელდა ჩემია!
ვაი, რა დროს მიღალატე, გაგიწყრეს გამჭედელია!
შემოუქნია გიორგიმ, მოსჭრა მარჯვენა ხელია.
დაღონებული არსენა ცხენიდან გადმოვარდესა.
ცაცია ხელით ხანჯალსა არსენა მოისვამს ხელსა.
ცოტას კიდევ მიაწვდენდა ბარძაყზედაც ხანჯლის წვერსა,
ცალი ყური ჩამოთალა, ლოყაზედაც მიჰყოფს ხელსა:
- ეგეც გეყოფა, გიორგი, აქიმი ვერ მოგარჩენსა.
ვერ გაგიმეტე, გიორგი, ვაი დედაჩემის ღმერთსა!
ერთი ლეკის ბიჭი ჰყავდა იმ გიორგი კუჭანტელსა.
ბეჭებში დამბაჩა დასცა, პირში ბოლი გავარდესა.
დაღონებული არსენა აიწევს და ვერ ადგესა.
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/