Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(400)
« პირველი
...
111
112
[113]
114
115
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
> რუსეთ-უკრაინის ომი XXXIX
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gio196
Super Member
ჯგუფი: Registered
gio196
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 167547
რეგისტრ.: 20-May 13
#59163571
· 26 Apr 2022, 07:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(BaronHarkonnen @ 25 Apr 2022, 23:57 )
QUOTE
(-_- @ 25 Apr 2022, 23:49 )
QUOTE
(sandy @ 25 Apr 2022, 22:14 )
gio196
QUOTE
შენც სავარაუდო ქოცობის სიაში ჩაგწერენ აქაური ნაცები
სავარაუდო? ამას სხვა ვინ დაწერს, თუ არა მამალი ქოცი? :D
QUOTE
ხანდახან მაგრად ვბრაზდები, როგორ მიგვატოვეს 2008-წლის მერე-თქო? მაგრამ მაშინათვე მახსენდება, რომ რასაც გვეუბნებოდნენ და გვირჩევდნენ, სულ ფეხებზე იკიდებდა მაშინდელი ხელისუფლება და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება.
"ომი ჩვენ დავიწყეთ" ვარიაცია!
რუსეთმა დაიწყო ომი და მოახდინა ჩვენი ტერირორიების ოკუპირება!! ვინც ფიქრობს სხვანაირად არის მოღალატე........... ქვეყანა რომ ვიყოთ ადგილზე უნდა ვხვრეტდეთ ეგეთ ხალხს..
უბრალოდ შეკითხვები ძილის წინ გასაანალიზებლად:
1. რატომ შეწყვიტა მიშამ.... წვრთნის და აღჭურვის პროგრამა? ამერიული სარდლობა გამო...........და თქვენ შ......გ ხომ არ გაქვთო..
ოფიცილურად პროგრამა დასრულდა 2004 წელს, მაგრამ წესით ეს პროგრამა არ უნდა გაჩერებულიყო ეს პროგრამა შეწყვიტა სააკაშვილმა როდესაც მიიღო გადაწყვეტილება რომ უკვე მომზადებული ბატალიონები დაეშალა.. მიზეზი?? ეს ნაწილები შევარდნაძის ერთგულები არიანო.. ხო და ამერიკელებმა ეგრევე გააჩერეს პროგრამა.. წესით და რიგით დაგიგმილი იყო საკმაოდ დიდი და მრავალეტაპიანი პროგრმა:
ა. ქვეითი ჯარის მომზადება მოესწრო მარტო 3 ბატალიონის მომზადება (შვანაბადა, კომანდო, თელავი ) არადა ჯამში უნდა მომზადებულიყო ბევრად მეტი.
ბ. უნდა მომზადებულიყო ჯავსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო ბატალიონები, უმაღლეს დონეზე აღჭურვილი და მომზადებული.
გ. მესამე ეტაპზე უნდა მომხდარიყო ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფების მომზადება და აღჭურვა.
რათქმაუნდა 2008 წლისთვის 3 ვე ეტაპი ვერ იქნებოდა დასრულებული მაგრამ 2 ეტაპის ბოლო ფაზა იქნებოდა და 3 ეტაპის დასაწყისი...
აბა დაფიქრდით რა იქნებოდა 2008-ში ჩვენ რომ გვყოლოდა შავნაბადას და კომანდოს დონის 5-6 ქვეითი ბატალიონი? და ამ დონეზე მომზადებული მექნიზირებული/ჯავსანსაწინააღმდეგო ძალები?
( ცნობისთვის 4 ბრიგიდს მესამედი მოხსნეს კრწანისის სასწავლო ცენტრიდან საწყისი მომზადებაც არ ქონდათ დასრულებული ჯერ და მათი გმირი მეთაურის(გმირი გენერლის კალანდაძის) სარდლობით სრულიად შემთხვევით განიცადეს ყველაზე დიდი დანაკარგი.... )
2. რატომ არ დაუჯერა არავინ სახედროებს და ოპერაცია დაიწყო არასწორედ და არასწორ დროს?
აქ იმდენი ყ.........ბაა გაკეთებულიიი.........................
ა. ერთი კითხვა მაქვს თუ ჩვენ დავიწყეთ ოპერაცია რუსული ჯარების შემოჭრის საწინააღმდეგოთ მაშინ რატომ მოიხსნა შეიარაღების შტატიდან მძიმე შეიარაღება? ( შეიარაღების შტატი განსაზღვრავს რა შეიარაღება უნდა წაიღოს ნაწილმა როდესაც გადის ოპერაციაზე ხო და სასწაული 2-3 აგვისტოს მანდედან მოხსნენს ჯავსანსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება ) და სრულიად შემთხვევით როდესაც რუსული ავიაცია და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა ნაწილების უმრავლესობას არ ჰქონდა არაფერი.
ბ. თუ რუსული ჯარების შემოსვლის შესახებ იცოდნენ 6 აგვისტოს რატომ არ გადმოისროლეს ერაყიდან თუნდაც ნახევრად დაშლილი შავნაბადას და კომანდოს ბატალიონები და ეს ძალები არ აქციეს ოპერაციის გამწევ ძალად? ( ცნობისთვის როდესაც დაბრუნების ბრძნება გაიცა 16 - 24 საათში ორივე ბატალიონის დაბრუნება შეძლეს ოღონდ მაგ დროისთვის ყველაფერი დასრულებული იყო )
გ. სრულიად შემთხვევით რატომ აღმოჩნდა რომ კავშირგაბულობის ძალები იყვნენ სრულიად მოუმზადებლები, ცნობისთვის ჩვენ კავშირგაბმულობას გქონდა ამერიკული რაციები რომლების ჩახშობას ვერანაირად ვერ შეძლებდნენ თუ გვეცოდინებოდა მათი ფუნქციონალის სწორი გამოყენება...
დ. როდესაც ყველა ერთხმად ამბობდა რომ ცხინვალი არ წარმოადგენს არანაირ სტრატეგიული მნიშვნელობას მთავარია აკონტროლო მისკენ მიმავალი გზა და გარშემო სიმაღლეები რატომ გაუშვეს ცხინვალის გასაწმენდან ჩვენი ძალების მნიშვნელობანი ნაწილი.
ე. რატომ დავთმეთ გორი რატომ არ დავნაღმეთ გამოსვლის დროს გზები და ა.შ
3. როდესაც პირდაპირ მოგვიწოდა 2006-2007 წელს ამერიკამ/ნატომ ჩაწერე უსაფრთხოების სტრატეგიში რუსეთი როგორც საფრთხე და დაიწყე ნორმალური ომისთვის მზადებაო რატომ დაიკიდა ეგ ხელისუფლებამ?
იქნებ ამ შეკითხვებზე სულ ცოტა დაფიქრდეთ,
მარტივია იარლიკების მიკერება..
სხვის შედომებზე რომ არ ვსწავლობთ გასაგებია მაგრამ იქნება და ჩვენს შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ.. ხოლო მაგისათვის არის სწორი ანალიზის გაკეთება საჭირო და რელური ფაქტებისთვის თვალის გასწორება...
სამწუხაროდ იქამდე სანამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იქნება მიშისტი/ბიძნისტი/ზვიადისტი და ა.შ მანამდე არ გვეშველება არაფერი
ქოცები და ნაცები ორ სხვადასხვა გემზე უნდა დასვა და გრელანდიის ჩრდილოეით დააჯახო ერთმანეთს ( მამენტ: სხვა პარტიებიც უნდა გააყოლო..)
ქოცი ხარო გეტყვიან ეხლა. არ უყვარს ხალხს შინაარსობრივი ლაპარაკი. მარტივად, ზედაპირულად ვაწვებით აგერ 30 წელია და ისევ ესე მივაწვებით.
+1111111 :yes:
ეგეთი უხერული კითხვების დასმა არ მოსულა, მიჰას შეუცდომლობის რწმენას არყევს :lol:
პ.ს - გეტყობა ერკვევი სამხედრო თემატიკაში და აქ მყოფი სტრატეგოსები განგვანათლე დროდადრო
:yes:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Votren
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Votren
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17199
წევრი No.: 66965
რეგისტრ.: 9-July 08
#59163574
· 26 Apr 2022, 07:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა ხდება, უკრაინაში ომი დამთავრდა? ბოლო გვერდები გადავათვალიერე და სულ სხვა თემაში შევედი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
StoPolice
Crazy Member
ჯგუფი: Registered
StoPolice
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1462
წევრი No.: 181891
რეგისტრ.: 18-February 14
#59163578
· 26 Apr 2022, 07:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://t.me/rf200_nooow/2890
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZD725
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ZD725
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1895
წევრი No.: 134562
რეგისტრ.: 7-August 11
#59163582
· 26 Apr 2022, 07:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
3. როდესაც პირდაპირ მოგვიწოდა 2006-2007 წელს ამერიკამ/ნატომ ჩაწერე უსაფრთხოების სტრატეგიში რუსეთი როგორც საფრთხე და დაიწყე ნორმალური ომისთვის მზადებაო რატომ დაიკიდა ეგ ხელისუფლებამ?
ქოცურად ხუმრობს ამის დამწერი ხომ???
რა რუსეთი საფრთხე. Მიშა რომ ამბიბდა რუსეთი ომისთვის ემზადებაო ნატო დასავლეთი იძახდა მიშა პარანოიკიაო და არ აპირებს რუსეთი ომსო.
Იმაზეარაფერს ვამბობ სამშვიდობოების გაუქმება რომ დააპირეს რა ზარები ატყდა დასავლეთიდან. Ეგ არ ქნაო. Ომს გამოიწვევსო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
FRIDRIX
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
FRIDRIX
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 21299
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11
#59163583
· 26 Apr 2022, 07:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Harley Davidson @ 26 Apr 2022, 04:00 )
მოწინააღმდეგის რეაქტიული არტილერია სვიჩბლეიდების უმთავრესი სამიზნე უნდა გახდეს.
მარაგები შეივსეს ღორებმა.
შეგვიძლია დარწმუნებით ავღნიშნოთ რომ ამ ეტაპზე ფედერალური ძალების ურო რეაქტიული არტილერიაა რომელოც გეთანხმებით აუცილებლად პრიორიტეტული სამიზნე უნდა იყოს
This post has been edited by
FRIDRIX
on 26 Apr 2022, 07:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
xLEGENDx
სიგიჟე პირობითი ცნებაა
ჯგუფი: Members
xLEGENDx
სიგიჟე პირობითი ცნებაა
ჯგუფი: Members
წერილები: 47348
წევრი No.: 52059
რეგისტრ.: 21-January 08
#59163584
· 26 Apr 2022, 07:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ღორეთი რომ ამბობს არამეგობრულ ქვეყნებს ხორბლის გარეშე დავტოვებთო, ტრაკში გაირჭონ ეგ ხორბალი, სხვა ქვეყნებიდან შეიტანენ.
როგორმე ევროპა გაუძლებს პურის 10% გაძვირებას :))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kactus
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kactus
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 58505
წევრი No.: 52780
რეგისტრ.: 30-January 08
#59163589
· 26 Apr 2022, 08:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
-_-
QUOTE
მიშამ კიდე გაყარა ამერიკელები და მიყიდა რუსებს რაოესს და დღემდე ეგენი ფლობენ.
მიშამ გაყარა ამერიკელები და რუსებს მიჰყიდა,არა?
მიშამ ხო? :D :boli:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Icewinds
Mjölnir
ჯგუფი: Members
Icewinds
Mjölnir
ჯგუფი: Members
წერილები: 15523
წევრი No.: 4318
რეგისტრ.: 11-February 04
#59163590
· 26 Apr 2022, 08:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(kactus @ 26 Apr 2022, 08:19 )
-_-
QUOTE
მიშამ კიდე გაყარა ამერიკელები და მიყიდა რუსებს რაოესს და დღემდე ეგენი ფლობენ.
მიშამ გაყარა ამერიკელები და რუსებს მიჰყიდა,არა?
მიშამ ხო? :D :boli:
აცადეთ, ქოცრულ ნირვანაში არიან. :lol:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anti-Totleben
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Anti-Totleben
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5356
წევრი No.: 20150
რეგისტრ.: 2-June 06
#59163591
· 26 Apr 2022, 08:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
უბრალოდ შეკითხვები ძილის წინ გასაანალიზებლად:
1. რატომ შეწყვიტა მიშამ.... წვრთნის და აღჭურვის პროგრამა? ამერიული სარდლობა გამო...........და თქვენ შ......გ ხომ არ გაქვთო..
ოფიცილურად პროგრამა დასრულდა 2004 წელს, მაგრამ წესით ეს პროგრამა არ უნდა გაჩერებულიყო ეს პროგრამა შეწყვიტა სააკაშვილმა როდესაც მიიღო გადაწყვეტილება რომ უკვე მომზადებული ბატალიონები დაეშალა.. მიზეზი?? ეს ნაწილები შევარდნაძის ერთგულები არიანო.. ხო და ამერიკელებმა ეგრევე გააჩერეს პროგრამა.. წესით და რიგით დაგიგმილი იყო საკმაოდ დიდი და მრავალეტაპიანი პროგრმა
მიშამ შეწყვიტა წვრთნის და აღჭურვის პროგრამა? :D ამას სერიოზულად წერთ?! :D წვრთნის და აღჭურვის პროგრამა (GTEP) 2004 წლის აპრილში დასრულდა. ის თავიდანვე 20 თვეზე იყო გათვლილი $64 მილ. ბიუჯეტით. 2004 წლის დეკემბერში დაიწყო უფრო მასშტაბური Georgia Sustainment and Stability Operations Program (GSSOP), რომელიც 2009 წლის აგვისტომდე გაგრძელდა და შემდეგ ჩანაცვლდა Georgia Deployment Program—International Security Assistance Force (GDP—ISAF)-ით. რა ბატალიონები დაიშალა ? :D მხოლოდ GSSOP-ის ფარგლებში კრწანისში მომზადდა: 22-ე, 23-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე ქვეითი ბატალიონები; 1-ლი, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების ლოგისტიკური ბატალიონები; მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების დაზვერვის და საკომუნიკაციო ასეულები, ცალკე სამხედრო პოლიციის ასეული. ეს რაც მე ვიცი მხოლოდ...
* * *
QUOTE
3. როდესაც პირდაპირ მოგვიწოდა 2006-2007 წელს ამერიკამ/ნატომ ჩაწერე უსაფრთხოების სტრატეგიში რუსეთი როგორც საფრთხე და დაიწყე ნორმალური ომისთვის მზადებაო რატომ დაიკიდა ეგ ხელისუფლებამ?
აჰა, მორიგი ქოცმითი. თან ექსპერტული ტონით რომ ავრცელებენ. :facepalm:
ინებეთ 2005 წელს მიღებული ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/...6?publication=0
QUOTE
4. ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები
4.1. ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა: დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავარი საფრთხეა. გარედან ინსპირირებული და მხარდაჭერილი აგრესიული სეპარატისტული მოძრაობები შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაიზარდა, რამაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის საქართველოდან ფაქტობრივი გამოყოფა და ამ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა გამოიწვია.
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მთავარი წყარო ზოგიერთი პრობლემისა, რომლებიც ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას: საქართველოს სამასი ათასამდე მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა კანონიერი საცხოვრებელი ადგილები; სახელმწიფო საზღვრები დაუდგენელი რჩება; არაკონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, შექმნილია ხელსაყრელი გარემო ტერორისტული ჯგუფების საქმიანობისათვის და ნაყოფიერი ნიადაგი კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისათვის; სეპარატისტული რეჟიმები სისტემატურად არღვევენ ადამიანის უფლებებს. დარღვეულმა ტერიტორიულმა მთლიანობამ, თუკი ვერ მოხერხდა ამ პრობლემის დროული და ეფექტიანი მოგვარება, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფოს, ფუნქციონირებას.
4.2. მეზობელ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების გადმოდინება: მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადმოდინება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი სერიოზული საფრთხეა და მას შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოჰყვეს. ამ კონფლიქტებმა შეიძლება გამოიწვიოს პროვოკაციები სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან, რაც არაერთხელ მომხდარა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით. მეზობელ ქვეყნებში არსებულმა კონფლიქტებმა შესაძლებელია განაპირობოს საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილთა მასობრივი შემოდინება და შექმნას ხელსაყრელი პირობები ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისა და კონტრაბანდისათვის.
რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მონაკვეთებზე კონტროლის არარსებობა აძლიერებს ზემოაღნიშნულ საფრთხეს და ქმნის დამატებით ხელშემშლელ ფაქტორებს აღნიშნულ პრობლემასთან ეფექტიანად გამკლავებისათვის. მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტების მოუგვარებლობამ და გახანგრძლივებამ და რუსეთში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, სტაბილურობის დარღვევამ, შესაძლოა საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა გამოიწვიოს. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფორმირებების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეულ შემთხვევებში ქვეყნის სტაბილურობისათვის რისკის შემცველი ფაქტორია.
4.3. სამხედრო ინტერვენცია: საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მცირეა, თუმცა საზღვრის შეიარაღებული დარღვევა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან რეალურია და კვლავ ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას. არაერთხელ მომხდარა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, რაც გამოიხატა საქართველოს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სივრცის სისტემატური დარღვევით და ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებით.
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და ქვეყნის საზღვრების ახლოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების განახლებისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭება პოტენციური საფრთხეა, რადგან გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გასამართლებლად.
4.4. საერთაშორისო ტერორიზმი: საერთაშორისო ტერორიზმი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეა, განსაკუთრებით – მეზობელ რეგიონებში განლაგებული ტერორისტული კერების გათვალისწინებით.
საქართველო, როგორც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური მონაწილე, შე-საძლოა იქცეს საერთაშორისო ტერორისტული აქტების სამიზნედ. ტერორისტული აქტები შეიძლება განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაზე ან/და ობიექტებზე, განსაკუთრებით – საერთაშორისო ნავთობ და გაზსადენებზე და საქართველოში მდებარე სხვა სახელმწიფოების კუთვნილ ობიექტებზე.
4.5. კონტრაბანდა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებანი: მეზობელ ქვეყნებში მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობა, აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში გავრცელებული უკანონობა და სახელმწიფო საზღვრების სუსტი კონტროლი ხელსაყრელ პირობებს ქმნის კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისათვის, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას; ეს საკითხები ძირს უთხრის საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობას, ხელს უშლის სახელმწიფოში წესრიგისა და კანონიერების დამყარებას. საქართველოსათვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მისი ბუნებრივი სატრანზიტო მდებარეობის აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულებების ჩადენის მიზნით გამოყენების შესაძლებლობა.
4.6. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები: საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები აღარ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა მათ სრულ გაყვანამდე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფორმირებების არსებობა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი ფაქტორია და მასზე ჯერ კიდევ უარყოფით გავლენას ახდენს. საქართველო მიესალმება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის რეჟიმში გადასვლას და მიაჩნია, რომ 2005 წლის 30 მაისის „საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადების“ განუხრელი შესრულება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას და ურთიერთნდობის გაძლიერებას.
4.7. კორუფცია და სახელმწიფო მართვის არაეფექტიანი სისტემა: მმართველობის დემოკრატიული სისტემის და ურთიერთშეკავებისა და წონასწორობის მექანიზმის არსებობის სუსტმა ტრადიციამ ხელი შეუწყო კორუფციის ზრდას. ბოლო წლებში კორუფციამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია და ისეთი სისტემური და დრამატული ხასიათი მიიღო, რომ საფრთხე შეუქმნა ეროვნულ უსაფრთხოებას რესურსების ფლანგვით, მოსახლეობაში დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტებისადმი რწმენის შერყევით და ეკონომიკური წინსვლის შეფერხებით, რამაც უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების ერთიანობასა და სოციალურ ჰარმონიაზე. საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილება აჩვენებს, რომ კორუფციამ და სახელმწიფო მართვის არაეფექტიანმა სისტემამ, თუ მათი მოგვარება არ იქცევა მუდმივი ზრუნვის საგნად, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
4.8. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები: სუსტად განვითარებული ეკონომიკა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, ვინაიდან მდგრადი განვითარების გარეშე საქართველოს ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა დაბალი რჩება.
ეკონომიკურმა ჩამორჩენილობამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებას, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემების დეგრადაციას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებას, უმუშევრობის მაღალ დონეს და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვის ზრდას, რამაც გამოიწვია მოქალაქეთა უკანონო საქმიანობაში ჩაბმა.
არათანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარება და ძლიერი საშუალო ფენის არარსებობა იწვევს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის ცხოვრების პირობების დისპროპორციას. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა ცენტრსა და რეგიონებს შორის ამწვავებს სიტუაციას და შესაძლოა ხელი შეუწყოს სოციალური და პოლიტიკური ექსტრემიზმის გაღვივებას. სოციალურმა დაძაბულობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მდგრად განვითარებას, სტაბილურობას და ეროვნულ უსაფრთხოებას.
4.9. ენერგეტიკული გამოწვევები: საქართველოს დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს ენერგორესურსებზე, სადაც თავისუფალი ბაზარი და საკუთრების უფლება გარანტირებული არ არის, ასევე ადგილობრივი ენერგიის წყაროების არასაკმარისი განვითარება, ენერგიის არასტაბილური მოწოდება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მძიმე ტექნიკური მდგომარეობა ასუსტებს საქართველოს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს საგარეო ზეწოლისათვის. ენერგეტიკულმა გამოწვევებმა, თუკი არ მოხდა მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, შეიძლება საფრთხე შეუქმნას არა მარტო ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებასაც.
4.10. ინფორმაციული გამოწვევები: ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის და მისი განმახორციელებელი ინფრასტრუქტურის სისუსტემ, ასევე სახელმწიფო მართვის არასაკმარის და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, სახელმწიფოს კუთვნილი, შესაბამისი გრიფის მქონე ინფორმაციის დაცვის არასრულყოფილი სისტემა, სახელმწიფო საინფორმაციო სისტემებში უკანონო შეჭრა ინფორმაციის მოპოვების ან დაზიანების მიზნით და გარე ძალების მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საინფორმაციო შეტევების განხორციელება სერიოზული გამოწვევაა ეროვნული უსაფრთხოებისათვის.
4.11. ეკოლოგიური გამოწვევები: ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გაუარესებას, ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ უბედურებებს შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს ბუნებრივ გარემოს, მისი მოქალაქეების კეთილდღეობას და ბიომრავალფეროვნებას. საქართველოს მდებარეობა სეისმურად აქტიურ ზონაში ზრდის მისი დაუცველობის ხარისხს ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულმა ტერორისტულმა აქტებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბუნებრივი გარემო. მეზობელ ქვეყნებში მსხვილი სამრეწველო ობიექტების დაზიანებას შესაძლოა ასევე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ზიანი და სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.
This post has been edited by
Anti-Totleben
on 26 Apr 2022, 08:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GURIEL
Crazy Member
ჯგუფი: Members
GURIEL
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2134
წევრი No.: 155847
რეგისტრ.: 7-November 12
#59163596
· 26 Apr 2022, 08:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(xLEGENDx @ 26 Apr 2022, 07:55 )
ღორეთი რომ ამბობს არამეგობრულ ქვეყნებს ხორბლის გარეშე დავტოვებთო, ტრაკში გაირჭონ ეგ ხორბალი, სხვა ქვეყნებიდან შეიტანენ.
როგორმე ევროპა გაუძლებს პურის 10% გაძვირებას :))
გადავალთ ჭადზე რა პრობლემა
თან პურზე სასარგებლოა.
აჯამეთის ჯიშის სიმიბდის თესლი მოვიძიე და დავთესე ერთი ჰექტარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9963
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14
#59163599
· 26 Apr 2022, 08:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anti-Totleben
QUOTE
მიშამ შეწყვიტა წვრთნის და აღჭურვის პროგრამა?
შეეშვი, აზრი არა აქვს.
ამერიკელები გაყარა ენერგოსექტორიდანო.
და ის ორიც რო ეთანხმება ჭმუნვით, ეხლა ქოცს დაგიძახებენო.
არააა, ექსპერტს და ანალიტიკოსს დაუძახებენ.
თან ავატარის დაყენება არცერთმა რომ არ იცის :gigi:
This post has been edited by
WP-Rex
on 26 Apr 2022, 08:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
iverski
კნიაზ
ჯგუფი: Members
წერილები: 24730
წევრი No.: 28793
რეგისტრ.: 23-January 07
#59163604
· 26 Apr 2022, 08:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(WP-Rex @ 26 Apr 2022, 08:39 )
Anti-Totleben
QUOTE
მიშამ შეწყვიტა წვრთნის და აღჭურვის პროგრამა?
შეეშვი, აზრი არა აქვს.
ამერიკელები გაყარა ენერგოსექტორიდანო.
და ის ორიც რო ეთანხმება ჭმუნვით, ეხლა ქოცს დაგიძახებენო.
არააა, ექსპერტს და ანალიტიკოსს დაუძახებენ.
თან ავატარის დაყენება არცერთმა რომ არ იცის :gigi:
შენ შეიძლება გამოგრჩა, მაგრამ უკვე უწოდეს ექსპერტი
30 მლნ იანი თავდაცვის ბიუჯეტით თურმე რა გრანდიოზული საქმეები კეთდებოდა, მოვიდა მიშა და აურია. ქოც ქოც
იმდროინდელი ხვლიკის ყაურმა და გველის მწვადები უნდა გაჭამოთ აქაურ ქოცექსპერტებს, იქნებ გეშველოთ
This post has been edited by
iverski
on 26 Apr 2022, 08:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Georgian92
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Georgian92
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7121
წევრი No.: 209761
რეგისტრ.: 4-November 15
#59163608
· 26 Apr 2022, 08:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეჰჰ მსოფლიო უკანალისკენ მიექანება ჩვენ კიდე ქოცნაცების გამო ერთმანეთს ვეჭიდავებით .. ბრძენი ერი ვართ მართლა .. ხტფუი..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9963
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14
#59163609
· 26 Apr 2022, 08:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
iverski
QUOTE
შენ შეიძლება გამოგრჩა, მაგრამ უკვე დაუძახეს ექსპერტი
კი, დაუძახებდნენ.
მაგაზე ერთი პასაჟი გამახსენდა ნოდარ დუმბაძის "გზა მშვიდობისა ჯაყო"-დან - თქვენ ეს დაკუნთული მეგობარი ყველგან თან დაგყავთ, სადაც ლექსების წასაკითხად დადიხართო?)))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ignorant
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ignorant
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19297
წევრი No.: 88697
რეგისტრ.: 12-April 09
#59163610
· 26 Apr 2022, 08:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
-_-
QUOTE
2000 წელს თელასმა ჩემს კორპუსში დააყენა მრიცველები და მას შემდეგ თითქმის 24/7-ზე იყო დენი.
მიშამ კიდე გაყარა ამერიკელები და მიყიდა რუსებს რაოესს და დღემდე ეგენი ფლობენ.
თელასის 75% რუსებმა იყიდეს 2003 წლის აგვისტოში, შევარდნაძის დროს.
დარჩენილი 25% კიდევ ორი წლის წინ (2020) მიაყიდეს ქოცებმა.
This post has been edited by
ignorant
on 26 Apr 2022, 08:59
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(400)
« პირველი
...
111
112
[113]
114
115
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0745 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.