ომის მეორე ფაზის დაწყების  მე-10 დღე (უკანასკნელი 48 საათის შეჯამება)
ამ დროისთვის უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსები ფლობენ რაოდენობრივ და ხარისხობრივ უპირატესობას, რისი გარდაქმნაც მათ დაუყოვნებლივ ჭირდებათ პოზიციურ უპირატესობაში, რადგან დაახლოებით 1 თვის შემდეგ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მასიურად დაკომპლექტდება და აღიჭურვება დასავლური მძიმე შეიარაღებით, რუსებს თავდაცვა/თავდასხმისთვის უპირატესობები კვლავ გააჩნდეთ.
სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთის ფრონტებზე რუსები ცდილობენ მასიური ფრონტალური შეტევებით გაარღვიონ უკრაინული თავდაცვითი ზღუდეები და დაეუფლონ ან ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლირებადი ტაქტიკურად ხელსაყრელი პოზიციები. რასაც, მეტ ნაკლები წარმატებით ახორციელებენ დონბასში და ხარკოვის ოლქის სამხრეთ ტერიტორიაზე. ამავდროულად, რუსები სხვა აქტიურ მიმართულებებზე ახორციელებნ შეტევებს, მათ შორის შებოჭვისა და პერსპექტივებში პლაცდარმის მზადების ოპერაციებს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები დარჩნენ შეზღუდული მანევრების განხორციელებაში.
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებს
1. ქალაქი ხარკოვი - ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებიდან რუსული ქვედანაყოფები, ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ამყოფებენ უკრაინულ ნაწილებს, პარალელურად  ქალაქის გარშემო განთავსებული ძალები(თავდაცვით პოზიციებზე) ბოჭავენ ხარკოვის უკრაინულ ძალებს. თუმცა, უკრაინის არმია ნელი ტემპით მაინც წარმატებით ახრერხებს ქალაქის შემოგარენის გაწმენდას, დღეს უკრაინულმა არმიამ ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აიღო სოფელი კუტუზივკა, ხოლო ქალაქის ჩრდილოეთ შემოგარენში შევიდნენ რუსკა ლოზოვაში. ამ მიმართულებაზე სიტუაცის სრულად უკრაინის კონტროლ ქვეშაა და ეტაპობრივად ახერხებენ ქალაქის შემოგარენის გაწმენდას.
2. იზუმის მიმართულება - ხარკოვის ოლქის სამხრეთით, იზიუმიდან დაწყებული შეტევები ყოველდღიურად უფრო მასიურ სახეს იღებს. გვაქვს 2 მიმართულება, პირველი ეს არის იზიუმის დასავლეთით ბარვინკოვესკენ, სადაც რუსებმა პირველი რამდენიმე დღის წარუმატებლობის შემდეგ შეძლეს ბარვინკოვეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ზავოდის დასახლების აღება და შევიდნენ ველიკაია კომიშუვახას გარეუბნებში, პარალელურად ბარვინკოვეს დასავლეთით წინა დღეებში რუსების პაშკოვამდე მისვლით ჩანს, რომ რუსები ცდილობენ ბარვინკოვეს ბლოკადაში მოქცევას, სადაც გადის სლავიანსკისა და კრამატორსკის მომარაგებისთვის მთავარი მაგისტრალები. 
რუსები წარმატებით აგრძელებენ სლავიანსკის ჩრდილოეთიდანაც შეტევას (იზიუმის დასავლეთი), სადაც მათ შეძლეს რუბცის, იაცკივკას და კრიმკის აღება, შემდეგ კი შევიდნენ ოლექსანდრივკაში, საიდანაც უკრაინელებმა უკან დაიხიეს სამხრეთით სლავიანსკის მიმართულებით.
რუსები წინსვლას აგრძელებენ სლავიანსკის დასავლეთითაც, კერძოდ კრემინას აღების შემდეგ განვითარებული შეტევებით, რუსებმა  სრულად დაამაყარეს კონტროლი ზარიჩნოეზე და შევიდნენ იამპილის გარეუბნებში, რაც საშუალებას აძლევს რუსულ არტილერის ქალაქ ლიმანის ზურგში მოექცეს, ამავდროულად შეტევა განავითარონ იამპილიდან სლავიანსკისკენ, მდინარე სევერსკიზე გადასვლით, სადაც უკრაინელებმა მდ. სევერსკიზე გადასასვლელი მთავარი ხიდი და ესტაკადა ააფეთქეს. ეს მიმართულება არის რუსული არმიის მთავარი შეტევის მიმართულება ომის მეორე ფაზაში, ამჟამად არის ძალიან რთული ვითარება, თუმცა კვლავ კონტროლირებადია უკრაინული მხარის მიერ მეტნაკლებად. მიდის უმძიმესი შეტაკებები, რუსულ არმიას ყოველი მეტრით წინ წაწევა ძალიან დიდ დანაკარგების ფასად უჯდებათ, რუსული არმია კიდევ მინიმუმ 2-3 კვირა იქნება ინერციით შეტევახე და ურთულესი გამოცდა ელის ამ პერიოდში უკრაინულ თავდაცვას ამ მიმართულებაზე, დიდი იმედი მაქვს საერთო ჯამში გაძლებენ და რუსულ არმიას არ მისცემენ დასახული ამოცანების გადაჭრის საშუალებას. დღეს უკრაინის არმიამ წარმატებით შეძლო ყველა მიმართულებაზე შეტევის მოგერიება და რუსებმა ვერ წაიწიეს წინ, რაც პირველი კარგი სიგნალია, რუსებმა მძიმე დანაკარგების მიუხედავად ვერ შეძლეს სოფლების:  ბრაზივკა და დონჰენკეს აღება, ამ წუთებშიც მიდის უმძიმესი ბრძოლები. 
3. რუბიჟნე-სევეროდონეცკის მიმართულება - რუსული ქვედანაყოფები, სეპარატისტულ ძალებთან ერთად ინტენსიურ შეტევებს აგრძელებენ რუბიჟნოეს, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის  მიმართულებით, სადაც ბოლო 24 საათში არანაირი წინსვლა არ აქვთ, რუსები აქაც მიხვდნენ, რომ პირდაპირი შესკდომით დიდი დანაკარგების მიუხედავად, ვერ ახერხებენ ამ ქალაქების აღებას(მიუხედავად იმისა, რომ რუბიჟნეს ყოველდღე იღებენ რომ კითხო 

), აქაც შეცვალეს ტაქტიკა და ფლანგები გააქტიურეს, ცდილობენ პირველ ეტაპზე ქალაქის მომარაგების არხების ბლოკირებას და შემდეგ უკვე ლოკალური ალყის შეკვრას ამ ქალაქებზე. აქაც უმძიმესი ბრძოლებია და ბოლო 24 საათში აქაც არანაირი წინსვლა არ აქვთ რუსებს.
4. პოპასნას მიმართულება - მასირებული იერიშები გრძელდება, სადაც მცირე წარმატებეებით რუსები აგრძელეებენ ქალაქის გარეუბნებში ან მიმდებარე მცირე დასახლებებში შეტევებს და ურბანული ზონების განადგურებას, ძალიან მცირედი წინსვლა აქვთ რუსებს. 
5. დონეცკის მიმართულება - ცეცხლის და მანევრების ინტენსივობა არ იკლებს არც დონეცკის ფრონტის ხაზზე, რუსები უტევენ მარინკას, ავდიივკას, პისკის და ტავრიას დასახლებებს, თუმცა დონეცკში მათ არ აქვთ წინსვლები.
6. მარიუპოლი - ქალაქში კვლავ უმძიმესი ვითარებაა, აზოვსტალის ბუნკერებში რჩება ასობით მოქალაქე და სამხედრო, მათი გამოყვანა კვლავ ვერ ხერხდება, პარალელურად კი გრძელდება აზოვსტალის ტერიტორიაზე დარტყმები და შეტაკებები. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ქალაქი აღებულად 5 დღის წინ გამოაცხადეს, ქალაქის ქუჩებში(აზოვსტალის გარშემო) გრძელდება შეტაკებები. 
7. ზაპოროჟიეს მიმართულება - ქ. ზაპოროჟიესთან ძალების დაგროვებით რუსები აგრძელებენ  შებოჭვის ოპერაციას, პარალელურად კი, ზაპოროჟიეს ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გულიაპოლოსთან ინტესიური შეტაკებები გრძელდება. უკრაინული თავდაცვა აქ ძალიან მაგრად დგას, რუსებს აქვთ კოლოსალური დანაკარგები, წინსვლა კი პრაქტიკულად საერთოდ არ აქვთ.
8. ხერსონი- ხერსონი ის ოპერატიული მიმართულებაა, სადაც უკრაინელები ფლობენ ინიციატივას. უკრაინის შეიარაღებული ძალები, 10-15 კმ-ის მანძილზე მიუახლოვდნენ ქალაქ ხერსონს და სხვა მიმართულებებიდან განსხვავებით, ხერსონში უკვე თავად უკრაინელები ბოჭავენ რუსულ ძალებს.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვა, რომ რომ თუკი ნაკლები დანაკარგებით და სწორი ტაქტიკური მანევრებით(რასაც ეხლა ეწევა უკრაინული გენშტაბი), თუნდაც ზოგიერთ ოპერატიულ მიმართულებაზე დროულ  უკან დახევას განახორციელებს უკრაინული ძალები, ისე რომ ნაკლები იყოს პირდაპირი კონტაქტი და არ შეჩერდეს არაპირდაპირი ცეცხლი, რაც უკრაინას მისცემს გადაჯგუფების შანს, ხოლო რუსებს მეტ მსხვერპლს, უკრაინა დასავლური შეიარაღების მიღებისა და აღჭურვის პერიოდს მყარი შემტევი პლაცდარმით შეხვდება, რაც საწინდარია მასიური კონტრშეტევის დაწყებისათვის.
ვიზუალურად დადასტურებულად ბოლო 48 საათში უკრაინულმა არმიამ გაანადგურა რუსებისა და სეპარატისტების ასეულობით მებრძოლი
საერთო ჯამში უკრაინელმა მებრძოლებმა რუსების 20-მდე შეტევა მოიგერიეს
განადგურებულია: მინიმუმ 25 ერთეული ტანკი, მინიმუმ 60 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო მანქანა, ჩამოგდებულია  6 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი
პირველი 10 დღე უდაოდ უკრაინული არმიის აქტივში ჩაიწერება, რუსულმა არმია ყოველდღიურად ძალიან მძიმე დარტყმას იღებს, რათ მათ შეტევით პოტენციალს კიდევ უფრო აგდებს(რაც დრო გადის), რუსებს რჩებათ კიდევ დაახლოებით ორი კვირა
მთავარია რუსებმა ვერ შეძლონ სამხრეთის და ჩრდილოეთის ფლანგების გარღვევა (იზუმი და ზაპაროჟიე), დანარჩენი კი ფრონტის უშუალო ხაზზე უკრებში დარწმუნებული ვარ რომ შეძლებენ წარმატებულად შეტევების მოგერიებას(შემდეგი 2-3 კვირა იქნება კრიტიკული და მთავარია გაძლონ უკრებმა განსაკუთრებით ფლანგებზე).
დიდება ხლოპცებს, დიდება უკრაინას !!!
ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა
ზოგადი უკრაინა

იზუმის მიმართულება

რუბიჟნეს მიმართულება

ზაპოროჟიეს მიმართულება
 This post has been edited by DIDGORI-GEO on 29 Apr 2022, 00:37
 This post has been edited by DIDGORI-GEO on 29 Apr 2022, 00:37