საქართველოში პირადობის მოწმობისა და პასპორტის ფასი იზრდებამიმდინარე წლის პირველი მაისიდან, საქართველოში პირადობის მოწმობის აღება 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტი კი 100-ის ნაცვლად - 150.
მთავრობის დადგენილებით, იზრდება დოკუმენტების დაჩქარებული წესით აღების საფასურიც.
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:
• მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური − 150 ლარი იქნება;
• მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;
• მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;
• მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;
• იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან:
• მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი იქნება;
• მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;
• მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;
• მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი;
• იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31827215.html?nocache=1* * *
თან ეკონომიკაც დუღს
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa