ბოლო 48 საათის მიმოხილვა
რუსები ყველა აქტიურ მიმართულებაზე დიდი ადამიანური და ტექნიკური რესურსების დახარჯვით უშედეგოდ ცდილობენ წარმატების მიღწევას, უკრაინელთა თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას და დონბასის უკრაინული ნაწილების ალყაში მოქცევას. მეტიც, სანამ რუსები დონბასის ფრონტზე ერთ ადგილს ტკეპნიან, უკრაინელებს აქვთ საგრძნობი წინსვლა ქალაქ ხარკოვთან და ამით იგებენ უმნიშვნელოვანეს დროს, რათა აითვისონ და შეიარაღებაში მასიურად მიიღონ დასავლური მძიმე შეიარაღება.
ახლა კი დავიწყოთ, უშუალოდ ოპერატიულ ზონებში არსებული სიტუაციის განხილვა:
ქალაქ ხარკოვთან აღმოსავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა შეძლეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევის განხორციელება, რის შედეგადაც რუსები ქალაქიდან დაახლოებით 40 კმ-ის დაშორებით გაყარეს კონკრეტულ მიმართულებაზე, რითაც მაქსიმალურად იზღუდება რუსების მიერ ქალაქზე ეფექტური საარტილერიო ცეცხლის განხორციელების შესაძლებლობა, რაც მთავარია უკრაინელები აგრძელებენ კონტრშეტევას, ჩრდილოეთით რუსეთის საზღვრამდე გასასვლელად და სამხრეთით, იზიუმის რუსული დაჯგუფების მომარაგების მნიშვნელოვნად შესაფერხებლად, დღეს უკრაინულმა არტილერიამ იზუმის მომარაგების კოლონას ძლიერი დარტყმა მიაყენა.
რუსების მიერ, უშუალოდ იზიუმიდან დაწყებული მრავალმიმართულებიანი შეტევითი მოქმედებები, რომელიც გარკვეული წარმატებით ვითარდებოდა, ბარვინკოვეს, სლავიანსკის და ლიმანის მიმართულებით ახლა შეჩერებულია, უკრაინელთა მედგარი წინააღმდეგობის, ტაქტიკური უკან დახევის, გადაჯგუფებისა და მყარი თავდაცვითი პოზიციების შექმნის შედეგად, რასაც მოჰყვა დაზვერვისა და არტილერიის საუცხოო კომბინირებული მუშაობა, განადგურა იზიუმში რუსული ძალების ძირითადი შემტევი დაჯგუფება და საშტაბო-სამეთაურო პუნქტი, რაამაც იზიუმიდან დაწყებული შეტევა შეაჩერა.
პარალელურად, რუსები აგრძელებენ შეტევას ლუგანსკის მიმართულებით ქალაქ ლიმანის მიმდებარედ, აგრეთვე კრემინა-იამპილის გავლით სევრერსკის ასაღებად, თუმცა უკრაინელებმა გამოიყენეს ბუნებრივი წინაღობა, კერძოდ ტაქტიკური უკან დახევის შემდეგ მდ. სევერსკიზე გადასასვლელი სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი ააფეთქეს, შემდეგ კი ლულიანი და ზალპური არტილერიით წინ წაწეული რუსული ძალები უზუსტესად დაამუშავეს, რამაც აღნიშნული მიმართულებითაც რუსების წინსვლა შეაჩერა.
კვლავინდებურად, რუსული ნაწილები უშედეგოდ ცდილობენ რუბიჟნოეს, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკსის და პოპასნას დაკავებას, ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქების გარეუბნებში, თუმცა უკრაინული თავდაცვითი ძალები და პოზიციები შეუცდომლად ასრულებენ მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს, ერთის მხრივ წარმატებით იცავენ პოზიციებს, მეორეს მხრივ კი მოიერიშე რუსული ძალების შეტევითი პოტენციალის დაქვეითებაზე ზრუნავენ.
დონეცკის მიმართულებით რუსული სამხედრო ნაწილები კვლავ უშედეგოდ ცდილობენ მარინკას, ავდიივკას და პისკის მიმართულებით შეტევის განვითარებას, რუსები აქაც უშედეგოდ ტკეპნიან პოზიციებს და ასუსტებენ საკუთარ შემტევ პოტენციალს.
ქალაქ მარიუპოლში, კვლავ მძიმე მდგომარეობაა, აზოვსტალზე დღეს შტურმი დაიწყეს, თუმცა პირველი ტალღა რუსებისთვის წარუმატებელია, მათ მხოლოდ დასავლეთ მხრიდან შეძლეს მცირედი წინსვლა, თუმცა მძიმე დანაკარგები აქვთ.
ზაპოროჟიეს ოლქში, ჰულიაპოლისთან უკვე დაახლოებით 10 დღეა გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს, რუსებს სურთ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქის დაკავება, თუმცა უკრაინული თავდაცვა აქაც მედგრად უმკლავდება ქალაქის სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთით შემტევ რუსულ ნაწილებს.
თავად ქალაქ ზაპოროჟიეს სამხრეთში რუსების აგრძელებენ მოიერიშე დაჯგუფების ჩამოყალიბებას და ძალების დაგროვებას.
ხერსონის დასავლეთით, მიკოლაევისკენ უკრაინელები კვლავ ფლობენ ინიციატივას, თუმცა ბოლო დღეებში უკრაინელთა წინსვლა და ზოგადად შეტევა შეჩერებულია, მოუხედავად ამისა გრძელდება ხერსონის შემოგარენში განთავსებული რუსული ნაწილების მძიმე არტილერიით დამუშავება.
რაც შეეხება ხერსონის ოლქის ჩრდილო-დასავლეთს, კრივოი-როგთან რუსებმა დაასრულეს მოიერიშე დაჯგუფების ჩამოყალიბება და წუხელ დაიწყეს მასირებული სახმელეთო შეტევა ქალაქის შემოგარენში განთავსებულ უკრაინულ ძალებზე, თუმცა ამ ეტაპზე რუსების წინსვლა არ ფიქსირდება.
შავი ზღვის ჩრდილოეთით, კრეისერ მასკვას განადგურების შემდეგ, რასაც მოჰყვა რუსული ფლოტის მაქსიმალური დაშორება უკრაინის სანაპიროებიდან, , უკრაინელებს საშუალება მიეცათ აქტიურად გამოიყენონ, თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის დამრტყმელი დრონები, რის შედეგადაც კუნძულ ზმეინზე განადგურდა, რუსული ახლომანძილზე მოქმედი ჰსთ პოზიციები და კუნძულის სიახლოვეს მოძრავი 2 რუსული "Raptor"-ის კლასის სწრაფმავალი სამხედრო კატარღა.
ამასობაში, რუსუსული ფრთოსანი რაკეტებით კვლავ დაარტყეს ოდესასას, ლვოვს და სარკინიგზო კვანძებს.
ფრთოსანი რაკეტების გამოყენებას, მეტ-ნაკლები წარმატებით რუსეთი აგრძელებს თითქმის მთელი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტების, ხიდების და უკრაინული სამხედრო დაგროვებების წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა უკრაინაში შეუფერხებლად მიეწოდება დასავლური და საბჭოთა წარმოების მოდერნიზებული შეიარაღება, რაც თანდათანობით გადამწყვეტ როლს შეიძენს მიმდინარე ომში უკრაინის საბოლოო გამარჯვების მისაღწევად.
თუმცა აღნიშნული უპირატესობის მოპოვებას, რაც შეიარაღების მიღება, შესწავლა, დანაყოფების აღჭურვით გამოიხატება, დროს მოითხოვს, დროს რომელიც უკრაინამ სარფიანად უნდა გამოიყენოს, როგორც კონტრშეტევისთვის საპლაცდარმე პოზიციების შენარჩუნების, ისე რუსული ძალების მაქსიმალური გამოფიტვის კუთხით.
უკრაინა კი ამ ამოცანას წარმატებით ასრულებს ამ დრომდე.
დიდება უკრაინას!
დიდება ხლოპცებს!
ამ დროისთვის არსებული ვითარება
This post has been edited by DIDGORI-GEO on 4 May 2022, 02:17