გადავხედე თემას და ორიოდ სიტყვას მეც ამოვღერღავ. რამდენად მართალი ვარ არ ვიცი.
მოკლედ აქ თემები გაშლილა მიტოვებული მოსახლეობა, კონცეფცია "ომი ხალხთან ერთად", არესტოვიჩი, ზელენსკი, მარიუპოლი აზოვი.
მიტოვებული მოსახლეობა ესაა ჩემი აზრით არასწორი მიდგომა, ეს უფრო საპროპაგანდო თემაა . თუ გადახედავ ისტორიას ნებისმიერი ომის დროს როდესაც ერთი მოწინააღმდეგე ახდენდა მეორეს წინააღმდეგ შეტევას და მისი ტრიტორიების დაპყრობას, მოსახლეობა ყოველთვის იყო ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მაგალითად პირველი მსოფლიო ომის დროს საბრძოლო მოქმედებები მიდიოდა საფრანგეთის ტერიტორიაზე და მილიონობით ფრანგი იყო გერმანელების მიერ იკუპირებულ ტერიტორიაზე. მეორე მსოფლიოს თუ შევხედათ 50+ მილიონი საბჭოთა მოქალაქე 3 წლის განმავლობაშო იყო ოკუპანტების ქვეშ. ეს ეხდება ყველა ომში. შეუძლებელია სრული მოსახლეობის ევაკუაცია. ხდებოდა საჭირო პერსონალის ევაკუაცია, დანარჩენი ვინც მოსახლეობიდან
მოახერხებდა, ბევრი უბრალოდ რჩებოდა თავის სახლში. სრული ევაკუაცია ლოჯისტიკურად (კიდევ არის ბევრი ნიუანსი) არის წარმოუდგენელი რამ, მითუმეტეს როდესაც მოწინაარმდეგე სწრაფად იპყრობს ტერიტორიებს.
თუ შეხედავ უკრაინის სამხრეთ რეგიონს მისი ოკუპირება რუსებმა მოახდინეს 4-5 დღეში თუ არ ვცდები. ამიტომ გავიდა ის ვინც მოასწრო. ბევრი დარჩა.ამიტომ დააბრალო ხელისუფლებას რო სპეციალურად მიატოვა ხალხი არაა სწორი და არც მართალი. მაგრამ ეს ბრალდება "მოსახლეობის მიტოვება" მუშაობს პროპაგანდისტულად ხელისუფლების წინააღმდეგ კარგად, ძნელი ასახსნელია ბევრისთვის, მითუმეტეს იმათთვის ვინც დაზარალდა ამ დროს.
ამის საწინააღმდეგოდ აქ დაწერეს რომ ეს არის უკრაინის მიერ რაღაც " ომი ხალხთან" ერთად კონცეფციის გატარება. სად კითხულობთ ამ კონცეფციაზე კაცო, ანუ ჯართან ერთად მოსახლეობა სპეციალურად უნდა ჩატოვო, მითუმეტეს თუ ეთნიკურად სხვაა და რაც მეტი დაიხოცება მოსახლეობა მით უკეთესია პროპაგანდისთვისო. ეხლა ეგ მეგობრებო იცით რას გავს, დაახლოებით კვერცხი დაცვა რო გინდა დამტვრევისგან და ამ დროს ჩაქუჩს ურტყამ. დაცვის მაგივრად ფაქტიურად მძიმე ბრალდებას უყენებთ უკრაინის
ხელისუფლებას. ომი ხალხთან ერთად კონცეფცია სულ სხვა რამეა.
ნიშნავს რომ ნებისმიერი ქვეყანა განწირულია ომში წაგებისთვის თუ ხალხს და ხელისუფლებას ერთი მიზანი არ აქვს. ამიტომ ხელისუფლებამ ხალხის დარწმუნების პოლიტიკა უნდა გაატაროს . უკრაინის შემთხვევაში ეს საჭირო არ იყო. უკრაინელ ხალხს და ხელისუფლებას აქვს ერთი საერთო მიზანი- საკუთარი სახელმწიფოს დაცვა, საკუთარი ნაციის დაცვა განადგურებისგან და მომავლის ერთი საერთო ხედვა.
ზუსტად ამაში ჭამა პუტინმა. ზელენსკის რეიტინგი თავიდან იყო 80 % , ომის წინ კი 30 % ჩამოვიდა ,ნუ ასეთი მონაცემი ვნახე ადრე, იყო შიდა დაპირისპირებაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ასე შემდეგ. აი ამ დროს ხია რუსებმა , თვლიდნენ რა რომ უკრაინის საზოგადოება გახლეჩილია , ხელისუფლებას არ აქვს საკმარისის რეიტინგი და ასე შემდეგ. მაგრამ ვერ გამოიცნეს უკრაინელების გული.! აბსოლუტურად ყველა გაერთიანდა მტრის წინააღმდეგ.
მეორე არის მაგ კონცეფციაში ვერტიკალის ერთიანობა ანუ ერთიანობა დაბალ და მაღალ ფენებს შორის. ამიტომ იქ საკითხი არ დგას ასე, მე ზეინკალი ვარ და წინა ხაზზე ვარ, ზედა ფენა კი გულაობს. ყველას ფორმა აცვია.ყველა იცავს ქვეყანას, ვის როგორ შეუძლია. ეს პროპაგანდა მიდის და მუშაობს.
არესტოვიჩთან დაკავშირებით ერთია, მომწონს პირადად მე თუ არ მომწონს არესტოვიჩი, გეია არესტოვიჩი თუ მამალი იობარი, ნარცისია არესტოვიჩი თუ არა, არანაირი მნიშბელობა არა აქვს ამ ყველაფერს იმ ფუქციასთან რაც არის მისი დანიშნულება ამ ომში. ეს ფუქცია კიდევ არის ზუსტად ის რომ მოწინააღმდეგის პროპაგანდამ ვერ მოახერხოს ზემოთ დაწერილი ორი მნიშვნელოვანი მიმართულების გახლეჩა და დეზორგანზება: ხელისუფლება-ხალხი და ვერტიკალის ქვედა -ზედა ფენებს შორის. ასევეა მოწინააღმდეგის მცდელობის განეიტრალება დათესოს პანიკა მოსახლეობაშო ან უარყოფით მუხტი შექმნას ქვეყანაშ მიმდინარე პროცესების მიმართ . ამას ეგ კაცი თავს ართმევს.
რაც შეეხება მის პასუხს მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით და ლოჯისტიკაო რო თქვა. აქ მას ქონდა არჩევანი ცუდსა და უარეს შორის. აირჩია ცუდი პასუხი.
უარესი პასუხი ისაა რომ აღმოსავლეთის ფრონტი ჩამოიშალა, არც ერთი დუბლირებულად დანაღმული ხიდი არ აფეთქდა, რაც სერიოზულა შეუშლიდა ხელს ყირიმის ძლიერ დაჯგუფებას თავისი ლოჯისტიკით ეწარმოებინა წარმატებული ოპერაცია, რის გამოც 5 დღეში მოახდინეს ამხელა ტერიტორიის და ორი საკმაოდ მსხვილი ქალაქის დაკავება. ჩემია ზრით ესაა ღალატის შედეგი და ბევრი ფაქტი გამოჩნდება კიდევ.
მაგრამ ამაზე საუბარი დღეს არც პროპაგანდისტულად არც პოლიტიკურად არის დიდი ზიანის მომყვანი. ეს თემა დღეს არ უნდა გაირჩეს.
ჩატარდება გამოძიება და ყველაფერს დაადგენენ ვინ რა და რატომ მოხდა ეს.
რაც შეეხება აზოვს და მარიუპოლის დამცველებს. რაც მაქ მოხდა ესაა სუნ ძინის კონცეფციის გაცოცხლება რეალში. მაგას ქვია "სიკვდილის ადგილის " კონცეფცია. ეს რუსების სწრაფი წინსვლის გამო მოხდა თუ გენშტაბმა ხელოვნურად შექმნა მაგას ვერავინ გაიგებს.
მაგრამ ამან მისცა უკრაინელებს საშუალება მოეხდინათ სამხრეთ ფრონტის ორგანიზება, ოდესის თავდაცვის გაძ₾იერება და ასე შემდეგ.
თუ რაა " სიკვდილის ადგილის" კონცეფცია გადავიკითხოთ კლასიკოსი სუნ ძი.
რაც შეეხება იმა სრომ ზელენსკიმ უთხრა დატოვეთო თუ გინდათო და აზოვმა არაო, ამიტომ ალყაში რო არიან აზოვის ბრალიაო. მარიუპოლი უკვე ალყაში იყო ზელიამ რო ეგ თხრა, მეორეც არც ერთი მეომარი არ მიატოვებს დაჭრილებს, ტავის მკვდრებს და მოქალაქეებს რომლებისთვისაც ისინი სიცოცხლის მცველები გახდნენ. ესზელაის მხრიდან უფრო პოლიტიკური განცხადება იყო ვიდრე რეალური.
მოიგო თუ არა აზოვმა. კი აზოვმა მოიპოვა უდიდესი გამარჯვება რუსეთის არმიაზე. ეხლა ვიცი რეებს ბაზრობო, აგერ ალყაშ არიანო, დაღუპული ამდენიო და თვიტონაც უკვე განწირულებიო. რაის გამარჯვებაო.
გააჩნია რას ეძახიტ გამარჯვებას. გამარჯვება არის პირველ რიგშ სარგებლის ანუ პროფიტის მიღება შენთვის და მოწინააღმდეგისთვის კი დანაკარგი.
აზოვის დ ამარიუპოლის დაამცველების თავგანწირვამ გადაარჩინა სამხრეთის ფრონტი, გადაარჩინა ოდესა და გადაარჩინა უკრაინა ზღვიდან მოწყვეტას. დღეს რუსები იქით გახედვასაც ვერ ფიქრობენ .რაც მთავარია უკრაინას მიცა დრო , დრო რომელიც ასე აუცილებელი იყო დალაგებისთვის.შეიარაღებისთვის და ახლი პოლიტიკურ რეალობების გაჩენისთვის.
ასე რომ გამარჯვება აქვს აზოვს 100%. უდიდესი ვალია აქვს უკრაინის სახელმწიფოს ამ ხალხის მიმართ.
არ გაუმართლათ რუსებს "სიკვდილის ადგილას"" აზოვი რო მოხვდა. აზოვი რომელსაც უდიდესი მოტივაცია ქონდა ბოლომდ ევრძოლის.
აბა ამ ფიცის დამდებები სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ.
პატარა ამონარიდი ფიციდან :
Сожги огнём жизнетворным всю слабость в сердце моём. Пусть не знаю я страха, не знаю, что такое колебания. Укрепи мой дух, закали волю, в сердце поселись моём! Взрасти меня для светлых поступков. В поступках этих пусть найду смерть, сладкую смерть в муках за тебя. И растворюся в тебе, и вечно буду жить в тебе, исконная Украина, святая, могучая, соборная!
რაც შეეხება იგებს თუ აგებს უკრაინა. იყო ამაზეც პოსტები.
როგორც ჩემი დიიდ წინაპარი სუნ ძი ამბობდა, ომი შედგება თავდაცვიდან და შეტევიდან.
ძლიერი თავდაცვა ნიშნავს ომის არ წაგებას.
ძლიერი შეტევა ნიშნავს ომის მოგებას
უკრაინამ პირველი ეტაპი ჩაატარა და ომი არ წააგო.
ეხლა დაიწყებს მეორე ეტაპს და ომს მოიგებს.
This post has been edited by მაოძედუნი on 5 May 2022, 21:41