უკანასკნელი 48 საათის შეჯამება
ამ დროისთვის უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ რუსების მიერ დაწყებული შეტევის მეორე ფაზაც ჩავარდნის პირას არის. რუსულ არმიას ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე(იზუმი, ზაპაროჟიე) აქვს ძალიან მძიმე დანაკარგები, ამ ფონზე კი მათ პრაქტიკულად აღარანაირი წინსვლა არ აქვს ბოლო 10 დღეა( თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა სოფლებს). რუსულ არმიას აქვს ღრმა კრიზისი ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის მხრივ, რუსული არმია ვერ ახერხებს დანაკარგების შევსებას ვერც ხალისხობრივი და ვერც რაოდენობრივი კუთხით, რუსული არმიას აქვს ძალიან დიდი დანაკარგები განსაკუთრებით ელიტურ ნაწილებში, არმია დემორალიზებულია და უკვე აშკარაა, რომ მხოლოდ დროის საკითხია მისი სრული დამარცხება. სანაცვლოდ, უკრაინის არმია უფროდაუფრო მეტ დასავლურ შეიარაღებას იღებს(ანუ იზრდება მათი ხარისხობრივი უპირატესობა), უკრაინელ სამხედროებში უკვე არის გამარჯვების სინდრომი და რაც მთავარია, მიდის ინტენსიურად ახალ-ახალი ბრიგადების ჩამოყალიბებით ახალი დამატებითი ცოცხალი ძალით შევსეა, რაც არმიას საშუალებას აძლევს, არამხოლოდ შეავსოს დანაკარგები, არამედ ახალი ძალებიც კი მოაბილიზოს(უკვე ფრონტის ხაზზე გაიგზავნა 4 სარეზერვო ბრიგადა და გრძელდება ინტენსიური გადამზადება დანარჩენი ბრიგადების). მოკლედ, დრო უკრაინის მხარეს არის და რაც დრო გადის, მით უფრო იკლებს რუსეთის გამარჯვების შანსები და პირდაპირპროპორციულად იზრდება უკრაინელების შანსები.
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებს
1. ქალაქი ხარკოვი - ქალაქის გარშემო მეორდება ის სცენარი, რაც რუსულმა არმიამ განიცადა კიევის-სუმისა და ჩერნიჰოვის ოლქებში. უკრაინული არტილერიის უზუსტესი და მასირებული ცეცხლის შედეგად რუსული არმიის ნაწილები ამ მიმართულებაზე იმ დონეზე არის გამოფიტული, რომ მათ დაკარგეს ბრძოლისუნარიანობა. პირველ ეტაპზე მათ დაკარგეს შეტევითი პტენციალი, რის მერეც მოუწიათ თავდაცვით რეჟიმში გადასვლა, თუმცა ვერც თავდაცვაში გაძლებენ დიდხანს და გარდაუვალია აქ მათი სრული მარცხი. ეს მომენტუმი იგრძნო უკრაინის გენშტაბმა და 92-ე მექანიზირებულმა ბრიგადამ დაიწყო ეტაპობრივი კონტრშეტევა ქალაქის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართუ;ებებზე. აღებულ იქნა ქალაქი სტარი სალტივი, რუსებს ჰქონდათ ქალაქის დაბრუნების მცდელობა, თუმცა შეტევის დასაწყისშივე იმხელა დარტყმა მიიღეს უმალვე შეწყვიტეს შეტევა და მოუწიათ გასვლა. შეტევის მოგერიეობის შემდეგ კი გუშინ ღამით, უკრაინულმა არმიამ განაგრძო კონტრშეტევა და დამატებით გაანთავისუფლა 5 დასახლებული პუნქტი. ამ მიმართულებაზე რუსული არმია სრულიად მოშლილია, ისინი ვეღარ ახერხებენ სათანადო წინააღმდეგობის გაწევას, ასე რომ მხოლოდ დროის საკითხია ქალაქ ხარკოვის შემოგარენის(რუსეთის საზღვრამდე) სრული გაწმენდა. ჩემი ვარაუდით, მაქსიმუმ 2 კვირაში აქ უკრაინის არმია სრულ კონტროლს აღადგენს დაკარგულ დასახლებულ პუნქტებზე. მოკლედ, კიევის შემდეგ ქვეყნის ნომერ მეორე ქალაქი და აღმოსავლეთ უკრაინის მთავარ ქალაქზე საფრთხე სრულად იხსნება(რუსული არტილერიის ძირითადი პოზიციები უკვე გაყვანილი ან განადგურებულია, რომლებიც ქალაქს ბომბავდნენ ინტენსიურ რეჟიმში).
2. იზუმის მიმართულება - ომის მეორე ფაზის დაწყებისას რუსული არმიის მთავარი ამოცანა იყო მოეხდინა იზუმის მიმართულებიდან პოვლოგრადამდე გაჭრა(უკრაინის არმიის მთავარი მომარაგებოს არხის გადაჭრა დონბასზე) და ზაპოროჟიედან დაძრული ძალებისათვის შეერთება, რითიც უკრაინის არმია დონბასში სრულ ალყაში მოექცეოდა(დიდი ალყა). დაახლოებით 20 დღიანი უმძიმესი შეტალებების შედეგად, უკრაინის გენშტაბის სწორი ტაქტიკით, არტილერიის უზუსტესი მუშაობითა და სახმელეთო ნაწილების(განსაკუთრებით მინდა გამოვყო უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი 93-ე მექანიზირებული ბრიგადა) გმირული წინააღმდეგობის შედეგაც, ერთობლივი/კოომბინირებული ქმედებებით(არტილერია-ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფები-ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები) მოხერხდა რუსული არმიის დაახლოებით 25 ტაქტიკური ზომის ბატალიონის(20 000-მდე სამხედრო) დაჯგუფების შეტევითი პოტენციალის პრაქტიკულად სრულად გამოფიტვა. განადგურებულია ათეულობით ტანკი და ჯავშანტექნიკა, მხოლოდ ამ მიმართულებაზე ლიკვიდირებულია ასეულობით(ათასობით თუ არა) რუსი სამხედრო, რუსული არმიის მთავარი ამოცანა(ოპერაციის მეორე ფაზა) ჩავარდა. მათ ვერ შეძლეს გენშტაბის უმთავრესი ამოცანის გადაჭრა, რუსულმა არმიის ნაწილებმა კი იმხელა დანაკარგები მიიღეს, რომ არამხოლოდ მოუწიათ შეტევითი ოპერაციის სრული შეჩერება, არამედ თავდაცვით პოზიციებზე გადაჯგუფებასაც კი ვერ ახერხებენ და კოლოსალური დანაკარგების ფონზე, რუსეთის გენშტაბს მოუწია მათი ერთ-ერთი ყველაზე ელიტური მე-4 სატანკო დივიზიის გადარჩენილი ნაწილების უკან რუსეთში გაყვანა(დივიზიამ იმხელა დანაკარგი მიიღო ბრძოლისუუნაროა), ასევე უდიდესი ზიანი მიიღო 106-ე სადესანტო დივიზიამ და მათი გაყვანაც მოუწიათ. იზუმის მიმართულებაზე რუსული არმიის ნაწილები სრულად დემორალიზებულია, მათ დაკარგული აქვს საბრძოლო პოტენციალი, ამით ისარგებლა უკრაინის არმიამ და კიევის მიმართულებიდან ახლად გადმოსროლილი(დასვენებული) მე-14 მექანიზირებული ბრიგადისა და მე-17 სატანკო ბრიგადის ნაწილებმა დაიწყეს კონტრშეტევა. კონტრშეტევის შედეგად მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული რუსული არმიის თავდაცვითი პოზიციები ამ მიმართულებაზე და მათ რჩებათ მხოლოდ ერთი გამოსავალი. დაიწყონ ამ მიმართულებიდან ძალების გაყვანა(კიევის მსგავსად) ან გარდაუვალია მათი განადგურება. ჩემი ვარაუდით, უახლოეს პერიდოში რუსული ნაწილების სრული გაყვანა დაიწყება ამ მიმართულებიდანაც და უკრაინის არმია მალე სრულად არადგენს კონტროლს იზუმის მიმართულებაზე.
3. რუბიჟნე-სევეროდონეცკის მიმართულება - რუსებისავის იზუმის მიმართულების(დიდი ალყა) ჩავარდნის შემდეგ, მათ დაიწყეს ძალების გადაჯგუფება რუბიჟნეს მიმართულებაზე, რათა როგორმე მცირე ალყა(ალყაში მოაქციონ რუბიჟნე-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის გარნიზონი) მაინც შეკრან. აქტიურად მიდის ძალების მობილიზება და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში აქ ინტენსიური ბრძოლები იქნება. ჩემი აზრით, რუსების მთავარი დაწოლა იქნება იამპილიდან სივერსკისა და ბილოჰორივკას მიმართულებით, ხოლო სამხრეთიდან ჰირსკეს მიმართულებით და დაახლოებით ვოვჩოიარივკასთან ძალების შეერთემა, თუმცა აქ უკრაინული არმიის პოზიციები ძალიან მყარია, თითქმის ყველა მიმართულებაზეა სხვადასხვა საფორთიფიკაციო ნაგებობები და ურთულესი იქნება რუსული არმიისათვის მათი გარღვევა. მოკლედ, ამ მიმართულებაზე ველი ინტენსივობის მნიშვნელოვან ზრდას.
4. პოპასნას მიმართულება - აქ გრძელდება რუსული არმიის ნაწილების(განსაკუთრებით ვაგნერის მებრძოლები) შესკდომა, თუმცა შედეგი ვერ იდება. ქალაქის დაახლოებით 50%-ს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა აქაც შეინიშნება რუსული არმიის დამატებითი ნაწილების შეგროვება, სავარაუდოდ აქაც უახლოეს პერიოდში ბრძლების ინტენსივობა გაიზრდება. უკრაინის მხარემ დამატებითი სარეზერვო ძალები შეიყვანა ამ მიმართულებაზე, ასე რომ არც უკრაინა ხვდება ამ ბრძოლას მოუმზადებელი.
5. დონეცკის მიმართულება - ცეცხლის და მანევრების ინტენსივობა არ იკლებს არც დონეცკის ფრონტის ხაზზე, რუსები უტევენ მარინკას, ავდიივკას, პისკის და ტავრიას დასახლებებს, თუმცა დონეცკში მათ არ აქვთ არანაირი წინსვლა.
6. მარიუპოლი - ქალაქში კვლავ უმძიმესი ვითარებაა, აზოვსტალის ბუნკერებში რჩება ასობით მოქალაქე და სამხედრო, რუსულ არმიას როგორც იცით ჰქონდა შტუმის მცდელობა, მაგრამ ის მძიმე მარცხით დასრულდა მათთვის. მძიმე დანაკარგების შემდეგ კი მათ "ჰუმანიტარული" მოტივით, მოუწიათ შტურმის შეჩერება და ეხლა მიდის ძალების გადაჯგუფება. ბოლო 12 საათია ბრძოლების ინტენსივობა მნიშვნელოვნად დაკლებულია. რუსული არმიამ ვერ ახერხებს პუტინის მორიგი დავალების, აზოვსტალის 9 მაისამდე აღებას მძიმე დანაკარგების მიუხედავად.
7. ზაპოროჟიეს მიმართულება - ქ. ზაპოროჟიესთან ძალების დაგროვებით რუსები აგრძელებენ შებოჭვის ოპერაციას, პარალელურად კი, ზაპოროჟიეს ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გულიაპოლოსთან ინტესიური შეტაკებები გრძელდება. უკრაინული თავდაცვა აქ ძალიან მაგრად დგას, რუსებს აქვთ კოლოსალური დანაკარგები, წინსვლა კი პრაქტიკულად საერთოდ არ აქვთ. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ეხლა არის დაახლოებით 2-3 კვირაში რუსულ არმიას აქაც დაახლოებით ის შედეგი დაუდგბათ რაც დაუდგათ კიევში და ეხლა უდგათ ხარკოვ-იზუმის მიმართულებებზე. რუსული არმია ამ მიმართულებაზე დიდი ინტენსივობით იფიტება.
8. ხერსონი- ხერსონი ის ოპერატიული მიმართულებაა, სადაც უკრაინელები ფლობენ ინიციატივას. თუმცა რუსები კრივოი როგთან ცრუ მანევრებია და შეტევის მცდელობებით, ცდილობენ უკრაინული ძალები შებოჭონ და არ მისცენ მათ საშუალება სრული კონცეტრირებით დაიწყოს ქალაქ ხერსონის შტურმი. ამ მიმართულებაზე სიტიაცია უცვლელია, არის შეტაკებები, მაგრამ არა მნიშვნელობა.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვა, რომ ომის სცენარი მიდის უკრაინის არმიის კარნახით. უკრაინამ იგდო ხელთ უპირატესობა. რუსული არმიის შეტევის მეპრე ფაზაც დიდი ფიასკოს წინაშე დგას. 9 მაისს ველით უკრაინელების დიდ სიურპრიზს ხუილოსათვის, იმედია ძალიან დიდი სიურპრიზი გამოვა(ქალაქ ხერსონზე შტურმი, ყირიმის ხიდის აფეთქება, სევასტოპოლის საზღვაო ბაზის დაბომბვა ან რაიმე მსგავსი). ასევე, სიმბოლურად 9 მაისს აშშ-ს პრეზიდენტი ხელს აწერს ლენდ ლიზის კანონს, რაც საბოლოო ლურსმანი უნდა იყოს რუსული არმიის კუბოზე, იმედია ამის მერე ყველა საჭირო შეიარაღებას(განსაკუთრებით პალადინები და M-270) შეუფერხებლად მიიღებს უკრაინა და დაჩქარდება რუსული არმიის სრული განადგურების ტემპები. 9 მაისს შესაძლოა პუტინმა ომი და სრული მობილიზაცია გამოაცხადოს, მარა ეს მას ვერ უშველის. რუსული არმია უკვე ისეა დასუსტებული(განადგურებული ათასობით სამხედრო ტექნიკა და ლიკვიდირებული 20 000-მდე სამხედრო(თან მნიშვნელოვანი ნაწილი ელიტური ბრიგადებიდან)), რომ მას ვერანაირი მობილიზაცია(საზარბაზნე ხორცი) ვერ უშველის, ის რაც უფრო იფართხალებს, მით მეტად ჩაიძირება ჭაობში. ამ ომის დასასრული იქნება ან რუსული არმიის განადგურება ან რუსეთის მიერ კაპიტულაციაზე ხელის მოწერა. ეს დრო ახლოვდება.
დიდება ხლოპცებს, დიდება უკრაინას !!!
ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა

ხარკოვის მიმართულება

იზუმის მიმართულება

დონბასი-ზაპაროჟიე მიმართულება
This post has been edited by DIDGORI-GEO on 6 May 2022, 23:57