#59181513 · 1 May 2022, 20:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DORO კი ძველია, ნამდვილად არ მომიძიებია თარიღი. ისიც გასაგებია, რომ პოლიტიკაში "მეგობრები" არ არსებობენ. თუნდაც ქართული პოლიტიკა ავიღოთ, მოსისხლე პოლიტიკური მტრები "მეგობრები" ხდებიან თუ საქმეს დასჭირდა და პირიქით... რეალობა ეს არის. შეიძლება არესტოვიჩი და გორდონი ძმაკაცები არიან დღეს, ვერ გეტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თემა არის იმაზე, რომ პირადად ჩემთვის, რაც მეტს ვუსმენ არესტოვიჩს, მით უფრო ეჭვის თვალით ვუყურებ... იმედია ვცდები ამ ადამიანის შეფასებაში, მაგრამ არ მგონია... ამოვწიოთ ეს თემა 2-3 წლის შემდეგ... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ კაცის ირგვლივ, ისევ ზელენსკის გუნდთან იქნება თუ გაიყრება მათი გზები...
--------------------
Nissan - это японский Москвич :)
|