Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(56)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
დემურა გიორხელიძის ტვინნაჟურები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64091
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#59181142
· 1 May 2022, 18:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უკრაინის ომის თემაში უკვე არაერთხელ ახსენეს „ექსპერტ“ დემურ გიორხელიძის პოსტები ამ ომთან დაკავშირებით, ჰოდა დავინტერესდი თუ რა წერდა ეს კაცი ამ საკითხზე (პოსტები სხვა თემაზეც აქვს, მაგრამ იმათ არ ვეხები) და აგერ შევაგროვე მარგალიტები:
23 აპრილის პოსტი:
QUOTE
ყველაფერი იცვლება,
ყველაფერი დასასრულისკენ მიდის:
ამას უკვე წყალი აღარ გაუვა!
რაც დავწერე ბოლო 2-2,5 თვის განმავლობაში,
ყველაფერი პრაქტიკულად იქითკენ მიდის!
ჩემი არცერთი მოსაზრების ოდნავ მაინც შეცვლის საფუძველი არ არსებობს!
უკრაინამ შეასრულა ფიჩხის როლი:
შეცვალა ყველაფერი, რაც უკვე დახავსებული იყო,
მაგრამ ეს ყველაფერი უკრაინული სახელმწიფოსათვის და უკრაინელი ხალხისათვის ტრაგიკულად სრულდება!
ძალის სამი ახალი ცენტრი უკვე სახეზეა:
ჩინეთი,
რუსეთი, ინდოეთი
.
ცხადია, ძლიერ ცენტრად რჩება აშშ, მაგრამ მხოლოდ ერთ ცენტრად და არა ერთადერთად.
ევროპა კი მიდის დაღმა სვლით: ვეღარაფერი შეაჩერებს.
ხელისუფლებების ცვლილება აუცილებლად განხორციელდება! შოლცი ნიჩაბზეა:
ასეთი ნგრევა გერმანიის ეკონომიკას, ასეთი ზიანი მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ არ განუცდია!
ხედავ შენ, ინდოეთი ეს თურმე „ცენტრი“ ყოფილა
12 აპრილის პოსტი:
QUOTE
ამ ერთი თვის წინ, ერთ-ერთ
ტელეგადაცემაში ვთქვი:
"როცა ეს ყველაფერი დასრულდება,
რუსებმა მოსკოვის ცენტრში აშშ-ს
რაღაც გრანდიოზული სიმბოლური ძეგლი
უნდა აუგოს და რუსები მოკრძალებით და პატივისცემით
თავს ხრიდნენ ამ ძეგლის წინაშე."
რატომ?!
ასეთ გრანდიოზულ საქმეს რუსებს ვერავინ გაუკეთებდა:
რუსეთს დამოუკიდებლად ამ უზარმაზარი ჭაობიდან, რაშიც აღმოჩნდა, გამოსვლა არ შეეძლო:
ვერაფრით ჩახსნიდა რუსეთი საკუთარ სხეულზე იმდენ წურბელას, გამყიდველს, კორუმფირებულ ნაგავს,
ოლიგარქს - რეალურად უსასტიკესი რუსული კრიმინალიდან ამოზრდილ მძარცველ სატანებს, ნეოლიბერალ წუმპე "რეფორმატორებს", რომლებმაც დააჩოქეს რუსეთი, ათასი ჯურის გარე დაფინანსებაზე მყოფ ჯგუფებს (რომლებიც ახლა საქართველოში შემოილალნენ!) და ა.შ.
ამერიკელებმა დასავლეთისადმი ყმური დამოკიდებულებიდან გამოიყვანეს რუსები, -
მიაბრუნეს საკუთარი თავისაკენ, რაციონალური აღქმისაკენ რეალობისა და არა იდეოლოგიური შტამპებით
საკუთარი მომავლის მოლოდინისაკენ!..
უდიდესი პერსპექტივის რეგიონი ხდება რუსეთის
ორიენტირი და ინტერესის სფერო, ძველი კი დათმო,
რადგან ასეა საჭირო!
ეს პოსტი უბრალოდ ###ობაა, აი კონკრეტულადაც კი ვერ ვიტყვი რა არის აქ ###ობა, თავიდან ბოლომდე ასეა
8 აპრილის პოსტი:
QUOTE
როგორც ჩანს, ევროკავშირი-რუსეთის სავაჭრო-
ეკონომიკური კავშირები სრულად დაიხურება.
ცხადია, ეს ერთ დღეში და ერთ წელიწადში ვერ მოხდება,
მაგრამ გარანტირებულად მოხდება!
ვის რა სარგებელი?!
მათი ეკონომიკის სტრუქტურა თუ არ იცის ადამიანმა,
ან შესაძლებლობები, - შეფასებული პროფესიონალი
ეკონომისტებისა და ფინანსისტების მიერ, არაფერი იქნება
გასაგები.
გადაჯგუფება უკვე დაიწყო!
ალტერნატივები ვის რა აქვს, - პრაქტიკულად გამოსახულია!
რუსეთის გარანტირებული ალტერნატივები,
პირველ რიგში "ბრიკს"-ია (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკაა) და აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნები.
ტიტანური აზრია
30 მარტის პოსტი:
QUOTE
დღეს, 30 მარტს (2022) რუსეთმა სრულად გადაკეტა
ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიისათვის,
გაზსადენით "ევროპა-იამალი", რომელიც გადის
ბელორუსიასა და პოლონეთზე.
ხვალიდან ბუნებრივი აირი მხოლოდ რუბლებში
გაიყიდება.
ხოო, ახდა ეს წინასწარმეტყველება?
ეს სხვისი კომენტარი იყო ამხანაგ დემურის ერთ პოსტზე:
QUOTE
ბატონო დემურ, ჩემი ინტუიცია, რომელიც ბევრი მონაცემების, მათ შორის, თქვენის მნიშვნელოვნად , ანალიზზეა დამყარებული, მეუბნება, რომ ეს ომი, რუსეთის განადგურებით კი არ დასრულდება, არამედ, მისი გაძლიერებით, ავტონომიურ რეჟიმში გადაყვანით, მის დამოუკიდებლობით დასავლეთისგან.
27 თებერვლის პოსტი:
QUOTE
რუსების სავალუტ მარაგი ძალიან მაღალია
კაი კაცო!
ეს კი იგივე პოსტზე მისივე ერთ-ერთი კომენტარია:
QUOTE
ერტი გამომრჩა, თუმცა არსებითი არა მგონია იყოს! წელს რუსებს ამერიკელებისთვის 10 რაკეტა უნდა მიეწოდებინა, კოსმოსური ხომალდის გასაყვანად, და შეუჩერეს. რამდენადაც ვიცი, ერთი დიდი პროექტი მარსთან დაკავშირებით შეუჩარდათ ამერიკელებს და სხაზეც შეიკავებენ თავს...
კიი, სულ რუსების ტექნიკაზეა ამერიკა დამოკიდებული!
იგივე პოსტიდან:
QUOTE
ევროპელების გამკვირებია. აზრზე არ არიან რუსეთზე. რა სანქციები? უფრო გაძლიერებენ ამ სანქციებით. აგერა და ხვალეო... შემახსენეთ ეს სიტყვები
შევახსენოთ?
და იქვე სხვისი გამოხმაურება:
QUOTE
ყური მოვკარი კოსმოსურ სადგურზე ამერიკელებს პრობლემები გასჩენიათ
კეეე, სულ ამერიკელების მოდულიდან ჟონავდა ამას წინათ ჟანგბადი!
ეს კი ამ „ექსპერტს“ დაუწერეს:
QUOTE
ბატონო დემურ, როგორც ჩანს ინტელექტის სერიოზულ დეფიციტს განიცდით და გირჩევთ შეეშვათ "ანალიზების" კეთებას, და ვიღაც-ვიღაცეების ციტირებას. თქვენ ისე მყარად გაქვთ გამჯდარი რუსული უძლეველობის სტერეოტიპი, იმდენად დეფორმირებული გაქვთ გონებრივი აღქმის მატრიცა, რომ თქვენი ქვეცნობიერი ყველა ობიექტურ ინფორმაციას ბლოკავს ან ტრანსფორმირებას უკეთებს ძალიან ასიმეტრიულად, ანუ მოკლედ რომ გითხრად რა მონაცემებიც არ უნდა დაიდოს მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთი გაიმარჯვებს. თქვენი სიტყვებია: "რა სანქციები? უფრო გაძლიერებენ ამ სანქციებით. აგერა და ხვალეო... შემახსენეთ ეს სიტყვები" . ბრმა უნდა იყო ადამიანი ამას რომ დაწერ. ვის უკითხავთ ლექციებს, სირცხვილია, ოღონდ მართლა.
26 თებერვლის პოსტი:
QUOTE
"აშშ-ს შეუძლიაუპასუხოს რუსეთის წინადადებაზე უსაფრთხოების შესახებ, ბალტიისპირეთის ნატოდან გარიცხვით: ესტონეთს, ლიტვასა და ლატვიას შეუძლიათ გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებსაც ჩამოერთმევათ წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში" -
განაცხადა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დევიდ
პაინმა.
დავამატე სტატიიდან:
"ვაშინგტონს შეუძლია წავიდეს ასეთ უპრეცენდენტო ნაბიჯზე მოსკოვთაან უსაფროების შეთანხმების ფარგლებში. ასეთი ნაბიჯი, პაინის აზრით, სრულად შეესაბამება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, რადგან ქმნის მტკიცე საფუძველს რუსეთთან გრძელვადიანი მშვიდობისათვის."
პაინმა შეახსენა მკითხველს, რომ 2021 წლი ბოლოს მოსკოვმა ვაშინგტონს გაუგზავნა პროექტი შეთანხმებისა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. რუსეთის მხარის დამუშავებები გულისხმობს გაუვრცელებლობას საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტებისა, და ასევე ნატოს აღმოსავლეთით გაუვრცელებლობას. გარდა ამისა, რუსეთმა მოუწოდა ალიანსს უარი თქვას ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკებისთვის წევრობის მინიჭებაზე.
"რუსეთის მოთხოვნები არცთუ ისე დაუსაბუთებელია..." -წერს პაინი.
ბალტიის ქვეყნებში აშშ-ს არა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. თუ ამერიკელები ჩაებმებიან რუსეთთან ომში ამ რეგიონში, აშშ-ს ელის გარდაუვალი მარცხი. სწორედ ამიტომ არის შანსი, რომ ვაშინგტონმა უპასუხოს მოსკოვის წინადადებაზე ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ნატოდან გარიცხვით" - დასძინა პაინმა.
p.s.
ეს უსერიოზულესი ამერიკული გამოცემაა,
პაინი კი ძალზე ცნობილი და ავტორიტეტული სპეციალისტი.
როცა ასეთ სიტუაციაში ეს გამოცემა ასეთ რამეს ბეჭდავს,
საფიქრალია, რომ ეს შემთხვევით არ ხდება.
ვინაა ეს პაინი ვინმეს გაგიგიათ რომელსაც ამხანაგი დემური რომ ციტირებს?
25 თებერვლის პოსტი:
QUOTE
უკრაინის საკითხი მალე დასრულდება,
მაგრამ ეს არა უკრაინის, არამედ მისი პარაზიტი ხელისუფლების დასასრული იქნება.
რა საყვარლიობაა
24 თებერვლის პოსტი:
QUOTE
ომი დიდხანს ვერ გასტანს...
მალე (როგორც ამბობენ 2-3 დღეში) უკრაინაში მთლიანად გამოირთვება შუქი. როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები განეიტრალდება, რუსები გავლენ.
ესეც 24 თებერვლის პოსტია, ამ დებილს როგორც ჩანს სავსებით გულწრფელად სჯეროდა რუსეთის ნაბოდვარის:
QUOTE
წარსულში როცა გარჩება ხალხი, მისი კრახი გარდაუვალია!
რეალობის აღქმას როცა ხალხი კარგავს, მისი კრახი გარდაუვალია:
დროს ასცდე, ე.ი. გასწირო თავი მარცხისათვის:
"დაზიანების მაღალის სიზუსტის საშუალებებით მწყობრიდან გამოყვანილია უკრაინის არმიის ინფრასტრუქტურა, ჰაერსაწინააღმდეგო დავდაცვის ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და ავიაცია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სამხედრო სასაზღვრო ძალები "არანაირ წინააღმდეგობას რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს არ უწევენ."
სამინისტრო აღნიშნავს, რომ არანაირ სარაკეტო, საავიაციო ან არტილერიულ დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე რუსეთი არმია არ ახორციელებს".
მოკლედ რომ ვთქვა,
უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზების მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა გამოყვანილია მწყობრიდან."
23 თებერვლის პოსტი:
QUOTE
კითხვა მაქვს, -
პასუხი თითოეულმა თავად გასცეს საკუთარ თავს:
აშშ-ს ერთ-ერთმა უსერიოზულესმა გამოცემამ
The National Interest (აშშ) რატომ დაწერა შემდეგი რამ:
"შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსულ სარაკეტო ჯარებს შეუძლიათ აშშ-ს არმიის განადგურება ბირთვული რაკეტების გარეშე. აშშ-მ იცის, რომ უმჯობესია რუსები არ გააბრაზო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცირე არ მოგეჩვენება.
რაკეტა "ტორის" (რუსულად: "Тор") გაშვება ისეთივეა, როგორც "მეომარი ხალხის" სიფიცხე. საზენიტო რაკეტულ კომპლექსს შეუძლია ჩამოაგდოს მტრის ყველა სახის თვითმფრინავი რამდენიმე წამში, მათ შორის უპილოტო სადაზვერვო აპარატები. შეტევის სიზუსტე ასევე უკიდურესად ზუსტია რადიოსალოკაციო ძებნის მოწინავე სისტემის არსებობის გამო და უნარისა უსწრაფესად დაამუშაოს ინფორმაცია."
"მოსკვას" ჩაძირვის და ბელგოროდის დაბომბვის მერეც ამ აზრისაა?
21 თებერვლის პოსტი:
QUOTE
მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმ მომენტს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ელის ევროპას და არა უკრაინას:
თუ 46 მლნ ქვეყანა უკრაინა კოლექტიური შიზოფრენიის
გავლენის ქვეშ ჩაიდენს პროვოკაციას (დღეს გაანადგურეს 6 დივერსანტი, აქედან 2 პოლონელია და ერთი ლიტველი),
მაშინ უკრაინა უბრალოდ დაკარგავს სახელმწიფოებრიობას, - სულ ესაა!
ვინ პოლონელ და ლიტველ დივერსანტებზეა საუბარი?
20 თებერვლის პოსტი:
QUOTE
ხმელთაშუაზღვიდან ამერიკელებს გაჰყავთ სამხედრო გემები, რისი მიზეზიც არის სირიაში ჰიპერბგერითი იარაღის გამოჩენა! ე.წ. "ავიამზიდების მკვლელი" იარაღით "კინჟალი" და სხვა, აღჭურვილი თვითმფრინავები + "ცირკონის" გამოცდამ, როცა თეთრ ზღვაში გემიდან მიზანი ბარენცის ზღვაში იქნა განადგურებული, შანს პრაქტიკულად არაფერს არავის უტოვებს!
კაი კაცო!
17 თებერვლის პოსტი:
QUOTE
რუსებმა წერილობითი პასუხი მისცეს აშშ-ს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-მ არაფერზე გასცა პასუხი -
ყველა მთავარი მოთხოვნა პასუხგაუცემელია!
რუსები წერენ პასუხში:
"Россия будет вынуждена реагировать, в том числе путем реализации мер военно-технического характера".
p.s.
ყველაფერი სწორად განვსაზღვრე:
რა იქნება სამხედრო-ტექნიკური საშუალებები, ამას
სამხედროების უმაღლესი ეშელონის წარდგენით რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს!..
თუ ასეთ სისულელეებს გააგრძელებს ე.წ. "დასავლეთი", -
ნატოს ყველა ბაზა აღმოსავლეთ ევროპაში (რუმინეთი, პოლონეთი) და ბალტიისპირეთში, აგრეთვე, ნატოს ბაზა გერმანიაში მიწასთან იქნება გასწორებული და ხმასაც ვერავინ ამოიღებს[/B!]
16 თებერვლის პოსტი:
QUOTE
ყოველდღე ვნახულობ ყველა მნიშვნელოვან დასავლურ გამოცემას, -
ყოველ შემთხვევაში, 10-მდე გამოცემას მაინც!
უკვე სასაცილოც აღარ არის, რასაც იქ ვკითხულობ!
თავად შექმნეს სისულელე, რომ რუსები უკრაინაში
შეიჭრებიან
არადა, ყველა პროგნოზი წყალში ჩაეყარათ, არ ეშვებიან
სისულელეს... ცდილობენ სისულელის კულტივირებით
თავიდან აიცილონ მარცხი, მაგრამ იმის შეგრძნებაც აღარ
დარჩათ, რომ საკუთარი თავის საღად და კრიტიკულად
შეფასება შეძლონ!
მალე დასრულდება ეს სისულელე!
უკანდახეული ე.წ. "კოლექტიური დასავლეთი" საკუთარ პრობლემებს ჩაუღრმავდეს, - ეს იქნება საუკეთესო, თორემ
მგონი, საერთოდ ანადგურებენ საკუთარ უმძლავრეს კულტურას, თუ საერთოდ უკვე არ გაანადგურეს იგი ბოლომდე!
როგორც 24 თებერვალმა აჩვენა - ფაქტი ყოფილა და არა „სისულელე“
14 თებერვლის პოსტი:
QUOTE
The American Conservative (აშშ):
"ღმერთო, და აი, იგი მოვიდა - ახალი მსოფლიო წესრიგი"
"მრავალპოლარულობა - ჩვენი დროის რეალობაა, მოსწონს ეს ამერიკას თუ არა".
''აშშ-თვის ძნელია იმ აზრზე შეგუება, რომ მათი "ძველი მტერი" ცივი ომიდან მასზე (ანუ აშშ-ზე - დ.გ.-ს შენიშვნა) გამარჯვებას აღწევს... დროა ამერიკამ აღიაროს, რომ იგი უკვე ჰეგემონი აღარ არის. [B]რუსეთი უფრო ძლიერია, და ამერიკელებმა ეს დაუშვეს საკუთარი სიბრიყვით".
p.s.
ჭეშმარიტად - საკუთარი სიბრიყვით!
ლეიბა ბრონშტეინის იდეოლოგიამ დააკნინა უდიდესი და საოცრად ძლიერი სახელმწიფო!
იდეოლოგია ათაყვანებს და აკნინებს!
დაკნინებული ე.წ. "კოლექტიური დასავლეთი" დღეს თავდავიწყებით ცდილობს უკრაინაში ომის გაჩაღებას და იმას ვერ ხვდება, სულ მოკლე ხანში რომ მოუწევს სამარცხვინო უკანდახევა!
ხოხ
12 თებერვლის პოსტი:
QUOTE
ხაზგასმით ვამბობ!
სულ რაღაც 16-20 დღე დარჩა უდიდესი სამხედრო მანევრებიდან. რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი სტრატეგიული ბირთვული პოტენციალი მისი ყველა მდგენელით: საჰაერო-წყალქვეშა,წყალზედა და სახმელეთო პოტენციალები! 140 გემი ერთდროულად იქნება ყველა მნიშვნელოვან ადგილზე და მისი აღმოჩენა (უდიდესი ნაწილის) შეუძლებელი იქნება.
მერამდენედ ვწერ:
უკრაინის როლი ამ დაპირისპირებაში ნულოვანია:
უკრაინა არავის აინტერესებს, თუ თავად არ ჩაიდენს
რაიმე საშიშ პროვოკაციას! მაშინ მოჰყვება ცუდ მდგომარეობაში!
ამ პერიოდისთვის გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკება და აზრი აქვს თუ არა ამ მოლაპარაკებებს!
მერე რაც მოხდება თავად ნახავთ:
ნატო და აშშ გავლენ საწყის პოზიციებზე, რაც იყო 1997 წლამდე, თუ მეტი არა!
გონიერი ხალხი ისედაც ადევნებს ჩემ ნაწერებს თვალს, -
მათ იციან რას ვწერ წლებია და რაიმე ოდესმე არასწორი თუ ყოფილა.
მაგრამ არის მეორე კატეგორია გამოთაყვანებული ქართველებისა, იდეოლოგიამ რომ დააჩლუნდა და "ორიენტაციამ" გონება დაუხშო! ეს ნაგავი თუ წაიკითხავს ამ ყველაფერს და 1-2 თვეში შემახსენებს, - დიდად მადლობელი დავურჩები!
იდეოლოგია ათაყვანებს!
იდეოლოგია გონებას აკარგვინებს და აშტერებს!
რას იტყვით, შევახსენოთ?
11 თებერვლის პოსტი (პოსტის ნაწილი):
QUOTE
უკრაინა შეასრულებს და ასრულებს მოჩვენებითი
დეტონატორის როლს... უკრაინაში აფეთქება კი მოხდება, მაგრამ ეს შიდა აფეთქება იქნება! მისი ახლანდელი ფსევდო-ხელისუფლება სააშინლად წააგებს!
დასჯადია ის, რაც მათ გააკეთეს!
თითქმის 3 თვე გავიდა და რაღაც ვერ ვხედავ „შიდა აფეთქებას“
9 თებერვლის პოსტი:
QUOTE
”რუსული არმია, რომელიც ოდესღაც ჭრიალებდა, გახდა თანამედროვე და მომაკვდინებელი,” - The New York Times.
(2 თებ., 2022 წ.)
ამერიკული გამოცემა პრაქტიკულად უმღერის ოდას რუსეთის არმიას, და პრაქტიკულად დაკავებულია მისი მიღწევების პროპაგანდით ამერიკული საზოგადოების წინაშე.
უმაღლესი რანგის სამხედრო პროფესიონალები:
გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, - ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილი მეთაური,
გენერალი ფილიპ მ. ბრიდლავი, რომელიც იყო ნატოს მეთაური
უდიდესი პატივისცემით საუბრობენ რუსეთის არმიაზე, აფასებენ ყველა იმ უდიდეს ძვრას, რომელიც რუსებმა განახორციელეს.
გენერალი ბრიდლავი:
"კომპლიმენტი, რომელიც ჩვენ უნდა გავუკეთოთ რუსეთს, ისაა, რომ იგი წარმოადგენს სწავლებად და ადაპყურ ძალას. თითოეულ ჯერზე, როცა ჩვენ ვხედავთ რუსეთის არმიას კონფლიქტში,იგი ხდება სულ უკეთესი და უკეთესი."
გენერალი ჰოჯესი:
"ახლა ჩვენ დაწევობანას ვთამაშობთ. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ კონცენტრირებული ვიყავით აიფონებზე ან მობილურ ტელეფონებზე და ტერორისტულ ქსელებზე, მაშინ როცა რუსები განაგრძობდნენ უმნიშვნელოვანესი, მძლავრი სისტემების განვითარებას ჩახშობისა და ჩაჭრისათვის."
p.s.
ამას წერს აშშ-ს უპირველესი ლიბერალური გამოცემა და
აქვეყნებს დიდი პროფესიონალების აზრს! რატომ?
რთული სიტუაციაა და შეცდომის უფლება არავის აქვს.
საქართველოში მსგავსი პროფესიული შეფასებები გონებადამთხვეულ აგრესიას იწვევს არაფრისმანისი და უვარგისი ადამიანების მხრიდან! იდეოლოგიით განადგურებული ნაგავი უაზრობებზე კონცენტრირებული და "ორიენტირებული" ექსპერტები" და "კვლევარები" აგებენ სტრატეგიებს როგორ გაანადგურებენ რუსეთს მათსავით ჭკუანაკლულ პოლონელებთან და უკრაინელებთან ერთად "დიდი" სტრატეგოსის ჯონსონის ხელმძღვანელობით!
საქართველო დგას უდიდესი საფრთხის წინაშე და
თუ ნაგავი დროზე არ იქნა გატანილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ავანსცენიდან, მაშინ ეს ნაგავი წარმატებით გაიტანს საქართველოს საქართველოდან!
მე არ ვიცი იმ ამერიკელებმა მართლა დაწერეს ეს თუ არა, მაგრამ ამ დებილს ამის როგორც ჩანს მართლა სჯეროდა
წყარო:
https://www.facebook.com/demur.giorkhelidze
ხომ დიდი ინტელექტის პატრონია?
მაგას მგონი აგერ ვებტურა სჯობდა
--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ
ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)
კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Raven
INSIEME
ჯგუფი: Members
Raven
INSIEME
ჯგუფი: Members
წერილები: 46412
წევრი No.: 8588
რეგისტრ.: 4-February 05
#59181147
· 1 May 2022, 18:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
და ვის აინტერსებს დემურ გიორხელიძის აზრები აქ საინტერესოა.
--------------------
[b] [/b]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64091
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#59181150
· 1 May 2022, 18:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Raven @ 1 May 2022, 17:33 )
და ვის აინტერსებს დემურ გიორხელიძის აზრები აქ საინტერესოა.
"ინტერესის" რა მოგახსენო და ეს კაცი თითქოს "ექსპერტად" ითვლება და დღემდე ვერ დავადგინე რისი ექსპერტია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
utilizatori
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
utilizatori
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11363
წევრი No.: 13792
რეგისტრ.: 21-October 05
#59181158
· 1 May 2022, 18:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პირველი სამი პოსტი გავქაჩე და წავიკითხე და მეტი ვეღარ...
წავედი ისევ "სვარკას" ვუყურებ
ისადა უკაცრავად რატომ კითხულობ ამ "ექსპეტის" პოსტებს?
--------------------
https://youtu.be/I9XTox7zlSw
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HCl
Witch-king of Angmar
ჯგუფი: Members
HCl
Witch-king of Angmar
ჯგუფი: Members
წერილები: 7495
წევრი No.: 126360
რეგისტრ.: 23-January 11
#59181159
· 1 May 2022, 18:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
"ინტერესის" რა მოგახსენო და ეს კაცი თითქოს "ექსპერტად" ითვლება და დღემდე ვერ დავადგინე რისი ექსპერტია wink.gif
ვინ თვლის ექსპერტად?
--------------------
Deus Vult!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SPLIYVI
СЭР - Свобода Это Рай
ჯგუფი: Members
SPLIYVI
СЭР - Свобода Это Рай
ჯგუფი: Members
წერილები: 57757
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01
#59181166
· 1 May 2022, 18:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ ###ს(ეს ზემოთ არ წამიკითხავს) ყველა დაარბენინებს ტელევიზიებში.
ეს ###ლევიზიები ქმნიან "ექსპერტებს"
ჩვენი ფორუმელია და აქტიურად პოსტავს ომის თემაში
--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!
დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!
ციალა ვარ ბუღალტერი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64091
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#59181179
· 1 May 2022, 18:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
utilizatori
QUOTE
ისადა უკაცრავად რატომ კითხულობ ამ "ექსპეტის" პოსტებს?
HCl
QUOTE
ვინ თვლის ექსპერტად?
პასუხი თქვენს შეკითხვაზე:
SPLIYVI
QUOTE
ამ ###ს(ეს ზემოთ არ წამიკითხავს) ყველა დაარბენინებს ტელევიზიებში.
ეს ###ლევიზიები ქმნიან "ექსპერტებს"
ჩვენი ტელევიზიები ქმნიან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3669
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19
#59181183
· 1 May 2022, 18:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჟურნალისტების ბრალია ესეთი ###ტვინა ნაწყლები რო ტივტივებენ მუდმივად
ინგა გრიგოლიების
მაია ასათიანების და სხვების
ჰო კიდე იმის, აქუბარდიასი
იი მე ჟურნალისტი ვარ და ყველა მხარე უნდა გავაშუქო
ისიც მომიკითხეთ, ბადრი შუბლაძეს და სტალინის ტრაკის ჭიას რო აჯახებს ხოლმე სულ ერთმანეთს ის ###ქალა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
sandy
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 30939
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
#59181185
· 1 May 2022, 18:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Raven
QUOTE
და ვის აინტერსებს დემურ გიორხელიძის აზრები აქ საინტერესოა.
ერთი გიორხელიძე რომ იყოს, მის ნაბჟუტურალს მართლა ვინ დაეძებდა...
პრობლემა ისაა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გიორხელიძეა, ზუსტად იგივე აზრებით.
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ,
ქვიშანი დარჩებიანო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
robin
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
robin
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14175
წევრი No.: 167034
რეგისტრ.: 11-May 13
#59181187
· 1 May 2022, 18:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კარგი ნერვები გქონია თუ რაღაც " სპორტული" ინტერესი არ გამოძრავებს ამ ბოდვების წაკითხვისას
ქვეყანაში სადაც ყველაფერჩიკების ცვენა ექსპერტის პროფესიამ რა დააშავა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TOTALMAN
არამწვრთნელი
ჯგუფი: Members
TOTALMAN
არამწვრთნელი
ჯგუფი: Members
წერილები: 34834
წევრი No.: 63996
რეგისტრ.: 9-June 08
#59181190
· 1 May 2022, 18:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგის რუსეთუმე დედას შევთხარეთ მე და იქს ლეგენდამ
--------------------
25.05.2013.
--
13.07.2014.
--
23.08.2020.
--
“I'm so happy, believe me. I'm so happy. Happy new year.”
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
witcher
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
witcher
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5974
წევრი No.: 47175
რეგისტრ.: 18-November 07
#59181198
· 1 May 2022, 18:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არწივი9
რას გვერჩი და შენს თავსაც რას ერჩი
ვიღაც რუსეთუმე სირია ეს გიორხელიძე და ამდენი მისი ნაბოდვარი რამ წაგაკითხა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64091
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#59181219
· 1 May 2022, 18:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(witcher @ 1 May 2022, 17:51 )
არწივი9
რას გვერჩი და შენს თავსაც რას ერჩი
ვიღაც რუსეთუმე სირია ეს გიორხელიძე და ამდენი მისი ნაბოდვარი რამ წაგაკითხა.
სხვათაშორის მე ვერთობოდი მაგის ბოდვების წაკითხვით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vili
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vili
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9792
წევრი No.: 36167
რეგისტრ.: 8-June 07
#59181233
· 1 May 2022, 19:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტიპიური შევარდნაძისტ, პუტინისტი, ქოცია
რეალურად სამივე ერთიდაიგივეს გულისხმობს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ThatGuy
Crazy Member
ჯგუფი: Members
ThatGuy
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2228
წევრი No.: 172816
რეგისტრ.: 5-September 13
#59181245
· 1 May 2022, 19:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ობიექტივში ჯდომის ბრალია თუ უბრალოდ დაბერდა და გამოყლევდა ?
--------------------
Don't be that guy , just don't ....
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(56)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0447 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.