ვისაც გაინტერესებთ როგორ გამიყურება რუსული 643 ტანკი რომელიც დადასტურებულად აქვთ დაკარგული დღეს
რუსებმა ამ მომენტისთვის დადასტურებულად დაკარგეს 643 ტანკი.
ძალიან უხეშად ეს ნიშნავს იმას რომ რუსებმა დაკარგეს 18-20 სატანკო ბატალიონი. რაოდენობა მოვიძიე ღია წყაროებში, მუდმივად მიმდინარეობდა რუსულ არმიაში გადაწყობა და ფურცელზე სად როგორ რა იყო, ოფიციალურად გაჟღერებული და რეალობა როგორია ეგეც საკითხავია. ამიტომ მათთვის ძალიან ოპტიმისტურად ვანგარიშობ თუ ყველაფერი რიგზე ექნებოდათ.
18-20 სატანკო ბატალიონი ანუ 6-10 სატანკო პოლკი.
ბრიგადებზე ძალიან რთულია რომ გადათვალო იმდენად განსხვავებული სტრუქტურებია, რომელშიც შედიან სატანკო, მოტომსროლელი პოლკები და ბატალიონები. თუმცა მხოლოდ ტანკებით თუ ვიმსჯელებთ ეს შენი საშუალო სტატისტიკური 3-4 სატანკო ბრიგადა მაინც გამოდის.
რუსები რასაც ტრადიციულად დივიზიებს უწოდებენ რეალურად ბრიგადებია, საშუალოდ 3-4 ათასი კაცისგან შემდგარი.
რუსული სატანკო ბრიგადა 180 ტანკამდე შეიძლება ითვლიდეს, თუმცა ეს თუ ძალიან გავბერეთ და რუსებისთვის იდეალური სურათი დავხატეთ.
მასშტაბებს რომ მიხვდეთ 18-20 მოტომსტროლელი რუსული ბრიგადა უტანკოდ დარჩა. ოღონდ კლასიკურ ბრიგადაზეა საუბარი რომლის შემადგენლობაშიც სატანკო ბატალიონი შედის და არა ასეული. ზოგ მოტომსროლელ ბრიგადას ეგეც არ ყავს.
კიდევ უფრო უკეთესად რომ მიხვდეთ 643 ტანკი არის 18-20 რუსული სამხედრო ბაზა ცხინვალში ან გუდაუთაში.
ხვდებით რა მასშტაბებზეა საუაბრი?? 18-20 გუდაურის ან ცხინვალის ბაზის ეკვივალენტი რაოდენობაა ტანკების აღარაა
უკრაინელებმა კი დაკარგეს იმდენი ტანკი რამდენიც ჩვენ გვყავდა 2008 წელს. თუმცა ორი ამდენი უსასყიდლოდ მიიღეს რუსებისგან
This post has been edited by hidden; on 10 May 2022, 02:33