ბრიტანეთის ელჩი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწყვლადია და მის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან, ამ წუთას რაიმე გარდაუვალი საფრთხის შესახებ მინიშნებები მე არ მინახავს„სადაზვერვო ინფორმაციების დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის. ამის ნათელი მაგალითია, ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება ათასობით რუსი ჯარისკაცი. ეს ჩვენთვის არის მიუღებელია. ეს არ არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის მისაღები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად მტკიცე და თანმიმდევრულია თავის პოზიციებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა კლეიტონმა.
„ცხადია, რომ რუსეთი აგრძელებს ზეწოლას და საფრთხეს უქმნის საქართველოს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კიბერშეტევების გაძლიერებას, დეზინფორმაციის მომძლავრების, მუდმივი ავტორიზაციის მცდელობებს, ადმინისტრაციულ საზღვრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს და სხვა მოქმედებებს. დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოსთან ერთად, რათა ებრძოლოს და დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენს სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად“, - დასძინა კლეიტონმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/70...-me-ar-minaxavs