რა არის ფინანსური პირამიდა - ეროვნული ბანკის განმარტება ფინანსური პირამიდის თაობაზე!
მოგესალმებით ახალ თემაში... აგრეთვე იხილეთ გასული თემები - vol.8
არ გაეკაროთ Qnet-ს, ასევე
webtransfer და სხვანი - როგორ რიხიანად იწყებოდნენ და როგორ ჩამოიშალნენ...
განვიხილოთ ამჟამად აქტიურად მოქმედი StepN, რომელიც ძალზედ პოპულარულია საქართველოში, რამდენად არის იგი პირამიდა და აქვთ თუ არა ჩართულ პირებს სრულყოფილად გაანალიზებული მოსალოდნელი შედეგები...
ქვემოთ მოყვანილია თანამოქალაქის მიერ გაკეთებული განმარტება...
------------------------------------------------------------------------------
არის თუ არა STEPN პირამიდა? მოდი დავიწყოთ ფულის შოვნის მექნიზმით, საიდან მოდის ფული და რამდენ ხანს იცოცხლებს პროექტი?
STEPN არის მსოფლიოში პირველი მობილური აპლიკაცია, რომელიც დაფუძნებულია move to earn კონცეფციაზე (იმოძრავე და გამოიმუშავე) ამ კონცეფციის მიზანია აქტიური ცხოვრების დანერგვა. STEPN-ის მომხმარებლები იყენებენ NFT ბოტასებს (სარბენად ან სასეირნოდ) ამის სანაცვლოდ კი იღებენ GST და GMT ტოკენებს რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თამაშში ან სხვა კრიპტოში გადაცვლა და შემდეგ განაღდება. მოგება დამოკიდებულია: ფეხსაცმლის ტიპზე, მონაცემებზე და ა.შ ყველაზე იაფი ფეხსაცმელი ამ ეტაპზე ღირს 13.5sol რაც 1200$ დღევანდელი კურსით. ჩადებული თანხის ამოღება დაახლოებით 1 თვეში ხდება. დეველოპერებმა ასევე გაითვალისწინეს ჩეთერები და სისტემა აფიქსირებს არასტანდარტულ მოძრაობებს.
ტოკენომიკა
STEPN პირამიდული სქემაა მაგრამ გააჩნია მუდმივი ფულის შემოდინება, რაც საშუალებას აძლევს პროექტს დიდი ხანი იარსებოს. მოდი განვიხილოთ პროექტის ტოკენომიკა და საიდან შემოდის ფული.
პროექტს აქვს 2 ტოკენი GST და GMT.
GST – (Green Satoshi Token) თამაშის შიდა ტოკენი რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია სიარულის ან სირბილის დროს. GST არის ინფლაციური ტოკენი რომლის ემისიაც ულიმიტოა.
რადგან ტოკენის რაოდენობა შეუზღუდავია, მისი ფასის შესანარჩუნებლად საჭიროა წვის მექანიზმი. (>1. რა არის ტოკენის წვა? ეს არის ტოკენების გარკვეული რაოდენობის განადგურება მათი მოცულობის შესამცირებლად.
>2. რას მოიცავს დაწვის პროცედურა? სინამდვილეში, პროექტის შემქმნელები აგზავნიან ტოკენებს არასებულ ბლოქჩეინის მისამართზე. და როგორც უკვე ვიცით ამ შემთხვევაში ტოკენები უბრალოდ ქრება ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს მის აღდგენას.
>3. რატომ წვავენ ტოკენებს? ყველა აქტივს ანუ იქნება ეს ფიატი (ფული) თუ კრიპტო აქვს ინფლაცია სწორედ ამის გამო იწვება მათი გარკვეული რაოდენობა. კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის და მომხმარებლების გაზრდის შემდეგ აქტივი ნაკლებად იშვიათი ხდება. თქვენ ხომ უფრო იმ აქტივის ფლობა მოგინდებათ რომელიც მხოლოდ ელონ მასკს და თქვენ გაქვთ და არა მთელ სამეზობლოს)) აქედან გამომდინარე დაწვა პირდაპირ გავლენას ახდენს ტოკენის სავაჭრო ბალანსზე. მისი მიმოქცევიდან ამოღებით შესაძლებელია ფასის შენარჩუნება და ინფლაციის თავიდან არიდება.
>4. რა გარანტია გვაქვს, რომ გუნდი ტოკენებს წვავს და არ ითვისებს?
ტოკენების დაწვისას პროექტის დეველოპერები ყოველთვის აქვეყნებენ ტრანზაქციას. ბლოქჩეინის დახმარებით ყველას შეუძლია გადაამოწმოს ტრანზაქცია.)
ასევე ტოკენომიკაში და თამასშიც არსებობს მსგავსი დაწვის მექანიზმები:
*ფეხსაცმლის მინტი
*შეკეთება
*ფეხსაცმლის დონის ამაღლება
*კრისტალების განახლება
*სოკეტის განბლოკვა
*ფეხსაცმლის ატრიბუტების ჩამოგდება
*საიდუმლო ყუთის გახსნა (mystery box)
მეორე ტოკენი - GMT (Green Metaverse Token) არის მთავარი ტოკენი აპლიკაციაში. GMT-ს რაოდენობა არის 6,000,000,000 ეს ტოკენი აპლიკაციაში გამოიყენება ფეხსაცმლის (5, 10, 20 29 და 30) ასაყვანად. GMT ტოკენის გამომუშავება ხდება მხოლოდ 30-ე დონიდან ასევე GMT გამოყენებული იქნება DAO (დეცენტრალიზებული საზოგადოება) ხმის მიცემისთვის. ამ ონცეფციაზე მოგვიანებით დავწერ...
GMT ტოკენების დაწვის მექნიზმი:
*მენეჯმენტში მონაწილეობა
*ფეხსაცმლის პერსონალიზაცია
*ფეხსაცმლის აყვანა 28-30 დონეებზე აყვანა
*ფეხსაცმლის მინტი
*კრისტალების დონეების აყვანა
*ფეხსაცმლის ატრიბუტების ჩამოგდება
GMT ტოკენების განაწილება. (შეგიძლიათ ასევე იხილოთ Screenshot)
*Binance Launchpad - ზე გაყიდვა - 7%
*გუნდი - 14.2%
*მრჩევლები - 2.5%
ეკოსისტემა/სახაზინო - 30%
იმოძრავე და გამოიმუშავე - 30%
განაწილებების მიხედვით თანხების უმეტესი ნაწილი მოხმარდება პროექტის ეკოსისტემას და მომხმარებელთა შემოსავალს.
ტოკენების განაწილების თანმიმდევრობა. (განბლოკვა არის თქვენი ტოკენის განბლოკვა, თქვენ არ შეგიძლიათ მისი გაყიდვა განბლოკვამდე, ის ინახება თქვენს ბალანსზე) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძირითადი განბლოკვები იწყება 2023 წლის თებერვლიდან. ადრეული მიმღებები, მსხვილი ინვესტორები და ფონდები ვერ შეძლებენ პროექტიდან ადრე გასვლას და შემოსავლის დაფიქსირებას, შესაბამისად, საკმაოდ რთულია ტოკენის ფასის დაგდება.
მაშასადამე, საიდან მოდის ფული, რომელბსაც მომხამრებლები შოულობენ?
1. პროექტის მიერ მოზიდული თანხები განვითარების ადრეულ ეტაპზე მათი IDO გამოყენებით. (IDO არის IPO-ს ანალოგი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, მარტივად, რომ ავხსნათ თქვენ გამოგაქვთ თქვენი იდეა ხოლო ინვესტორებს თუ მოეწონათ ტქვენი იდეა გაძლევენ ფულს)
IDO-ს მსვლელობისას პროექტმა მოიზიდა 4.5 მილიონი დოლარი, რაც, ტოკენის ფასის ზრდის გათვალისწინებით, ახლა 1,8 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციად იქცა.
2. ჰონორარი, ან საკომისიო ყველა გაყიდვებზე. StepN-ის ბიუჯეტში შედის ტრანზაქციის 6%-ს შეგიძლიათ თავად შეაფასოთ, მარკეტზე ფეხსაცმელები იყიდება როგორც ცხელი კეკსები და ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 59 მილიონი დოლარია.
3. სარეკლამო კონტრაქტები. მოგეხსენებათ აპლიკაციას დღეშ 300000 - ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. ეს უკვე დიდი აუდიტორიაა სპორტთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის და ეს მხოლოდ ბეტა ვერსიაა.
STEPN-მა უკვე გააფორმა გაურკვეველი კონტრაქტი Asic-თან რომლის თანხებზე ინფორმაცია არ არის, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს Adidas-თან.
პროექტის გუნდი
პროექტი შექმნილია გამოცდილი მენეჯერების და სპეციალისტების მიერ, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ მსგავს სფეროში.
*Jerry Huang თანადამფუძნებელი, რომლის უკან მრავალი თამაშის დაფუძნება დგას.
*Yawn Rong თანადამფუძნებელი, ინვესტორი
*Jessica Duan უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი 10 წლიანი გამოცდილებით
*Ryan Turner წამყვანი დიზაინერი, STEPN სტუდიის Malicious Delicious დამფუძნებელი, რომელიც ავსტრალიის ქალაქებს ლამაზი ფრესკებით ამშვენებს.
*Scott Dunlap მრჩეველი, Adidas-ის ვიცე პრეზიდენტი.
*ასევე მრჩევლების სიაში არიან William Robinson, ალიანსის ხელმძღვანელი, Jason Kam, Folius Ventures-ის საწარმოს ფონდის დამფუძნებელი და Santiago R. Santos web 3.0 ცნობილი ინვესტორი.
ვის სჯერა და ინვესტიციას ანხორციელებს STEPN-ში?
პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე, STEPN-მა მოიზიდა ინვესტიციები ისეთი ფონდებიდან, როგორიცაა SEQUOIA Capital (მათ მხარი დაუჭირეს კომპანიებს, როგორიცაა Apple და Google ადრეულ ეტაპზე), Binance Labs (უმსხვილესი კრიპტო ბირჟა მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით), Solana Ventures (ვენჩურული კაპიტალის ბლოკჩეინის ეკოსისტემის ფონდი Solana), Alameda Research, DeFi Alliance და მრავალი სხვა.
რისკები
რისკები არსებობს როგორც სხვა კრიპტოპროექტებში
1. ფეხსაცმლის ფასი შეიძლება ჩამოუვარდეს შესყიდვის ფასს. (ეს მოხდება, თუ StepN-ის გარშემო აჟიოტაჟი და ჰაიპი შემცირდება)
2. GST და GMT ტოკენებმა შესაძლოა ფასი დაკარგონ და თქვენი შემოსავალი შემცირდება.
3. დეველოპერებს შეუძლიათ უბრალოდ გადააგდონ ყველა ერთ მომენტში. ეს რისკი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შეგვიძლია ავღნიშნოთ, რადგან პროექტი არ იძლევა რაიმე იურიდიულ გარანტიას.
როგორც ავღნიშნე STEPN მართლაც პირამიდული სქემაა მაგრამ სრულიად ახალი დონის! ცნობილი ფაქტია, რომ პირამიდა ცოცხლობს მანამ, სანამ მას ახალი მომხმარებლების შემოდინება უფრო მეტია ვიდნე გადინება. STEPN უმკლავდება ამას! მათ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შეზღდუდვაც კი მოუწიათ სპეციალური აქტივაციის კოდების შემოღებით, რომელთა გარეშეც აპლიკაციაში ვერ მოხვდებით.
დასკვნა
პროექტის გუნდმა მართლაც კარგი სამუშაო შეასრულა. ძლიერი ტოკენომიკის შესაქმნელად ძლიერი მათემატიკის გარდა, პროექტის იდეა ფართომასშტაბიანი მარკეტინგის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე კითხვაზე; ტრენდია ეს თუ პირამიდა? მე ვპასუხობ: დიახ ეს პირამიდაა და ამავდროულად ტრენდი რომელიც ნელნელა გადადის (იმოძრავე და გამოიმუშავე) რომელშიც დროულად უნდა შეხვიდეთ და გამოხვიდეთ.
რაც შეეხება STEPN-ში ინვესტირებას, ეს თქვენზეა დამოკიდებული აქ მოგაწოდეთ ინფორმაცია რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში და როგორც უკვე დავწერე მიუდექით მაქსიმალურად ფრთხილად money management-ის გათვალისწინებით.
-----------------------------------------------------
განვაგრძოთ განხილვა...
This post has been edited by FoolOnTheHill on 10 May 2022, 18:05
როგორც ვიცი, კანონმდებლობით, ნებაყოფლობითია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდები თუ არა © Qnet-ელი Woman777