ეს არის იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა სია, რომელიც პატიმრის გათავისუფლებაზე წარდგენის საფუძველია.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1846491?publication=2აქედან რომელიმე სჭირს სააკაშვილს? ტყუილა უხდიან ფულს იმ აფერისტ "ექსპერტს"?
მუხლი 1. ტუბერკულოზი
1. რესპირაციული პროგრესირებადი ტუბერკულოზი (A15, A16) თუ გართულებულია გულ-ფილტვის უკმარისობით (III სტადია) და/ ან შინაგანი ორგანოების ამილოიდოზით (ღვიძლი, თირკმელები-E85).
2. სხვა ორგანოების ტუბერკულოზი:
ა) თირკმლების ორმხრივი კავერნული ტუბერკულოზი, მათ შორის სპეციფიკური პროცესის გავრცელებით საშარდე გზებში (A18.1), თუ გართულებულია თირკმლის უკმარისობით და შინაგანი ორგანოების ამილოიდოზით (ღვიძლი, თირკმელები-E85);
ბ) ხერხემლის (A18.0), ძვლებისა და სახსრების პროგრესირებადი დესტრუქციული ტუბერკულოზი თუ გართულებულია გულ-ფილტვის უკმარისობით (III სტადია) და/ან შინაგანი ორგანოების ამილოიდოზით (ღვიძლი-, თირკმელები-E85).
3. მილიარული ტუბერკულოზი (A19), თუ გართულებულია გულ-ფილტვის უკმარისობით (III სტადია) და/ ან შინაგანი ორგანოების ამილოიდოზით (ღვიძლი,თირკმელები-E85).
მუხლი 2. ავთვისებიანი სიმსივნეები
1. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორია, დადასტურებული ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით (C00-C97, D00-D09).
2. ლიმფური და სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი დაავადებები. მიელოპროლიფერაციული სიმსივნეები დადასტურებული ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევებით, კერძოდ:
ა) ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (C92.1, C 92.2) აქსელერაციის სტადიაში;
ბ) ერითრემია (C94.0, C94.1) – გართულებული სისხლჩაქცევებით ან თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზებით;
გ) ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკიმია B-უჯრედული ტიპის (C91.1) – გართულებული ანემიით, თრომბოციტოპენიით ან მორეციდივე ინფექციებით;
დ) ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია (C93.1) – II სტადია;
ე) მრავლობითი მიელომა (C90);
ვ) ჰოჯკინის ლიმფომა(C81) – ყველა სტადია;
ზ) არაჰოჯკინის ავთვისებიანი ან არადიფერენცირებულ უჯრედოვანი ლიმფომები (C82,C83,C85).
მუხლი 3. სხივური დაავადება
1. სხივური დაავადება (T66), თუკი სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება:
ა) დაავადების III-IV ხარისხი;
ბ) კანის III-IV ხარისხის ადგილობრივი სხივური დაზიანებება;
გ) ასთენიური სინდრომი რეგულატორული სისტემების (უპირატესად ნერვული და სისხლძარღვოვანი) უკიდურესი გამოფიტვითა და ფუნქციური უკმარისობით;
დ) ნერვული და სისხლის მიმოქცევის სისტემების ორგანული დაზიანებები თავის ტვინის და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე მოშლით;
ე) პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების არასტაბილურობა, გამოხატული პანციტოპენიური სინდრომით, ძვლის ჰიპოპლაზიის ნიშნებით;
ვ) ღრმა ტროფიკული, დეგენერაციული და სკლეროზული მოგვიანებითი რადიაციული წყლულები;
ზ) სხივური კატარაქტა III სტადიის, უკეთმხედველ თვალში მხედველობის სიმახვილით 0,05;
თ) მოგვიანებითი სხივური ეფექტები (ღვიძლის, ფილტვების, ძვლოვანი და სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეები).
მუხლი 4. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
1. შაქრიანი დიაბეტი (E10-E11), როდესაც ადეკვატური მკურნალობის ფონზე გლიკემიის კორექცია ვერ ხერხდება და გამოკვეთილია დაზიანება ორგანოთა ფუნქციების (გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, შარდის გამომყოფი, მხედველობის) ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობით.
2. ჰიპერპარათირეოზი (E21) ინოპერაბელური ფორმა, თუ კი სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება:
ა) ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობები (S12, S22, S32,T02);
ბ) თირკმელების ქრონიკული, ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობა (N18.4; N18.5).
3. კუშინგის სინდრომი (E24) ინოპერაბელური მძიმე ფორმა, მკურნალობისადმი რეზისტენტული, თუკი სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება:
ა) ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობები (S12, S22, S32,T02);
ბ) კუნთების ატროფია (M62.5), კარდიომიოპათია (I42) და მკურნალობისადმი რეზისტენტული გულის უკმარისობა (I50), თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით (I60-I69), ორი ან მეტი კიდურის პლეგიით ან პარეზით.
4. ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური კახექსია (სიმონდსის დაავადება) (E23.0) მკურნალობისადმი რეზისტენტული, თუ კი სახეზეა მძიმე ფორმა ტერმინალური გართულებებით შინაგანი ორგანოების და ნერვული სისტემის მხრივ.
მუხლი 5. ფსიქიკური აშლილობები
1. თავის ტვინის ორგანული დაზიანებისას (პირველადი ან მეორადი) განვითარებული დემენცია და შიზოფრენიით გამოწვეული ღრმა და შეუქცევადი დეფიციტი, კერძოდ:
ა) დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს (F 00):
ა.ა) დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს ადრეული დასაწყისით (F 00.0);
ა.ბ) დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს მოგვიანებითი დასაწყისით (F 00.1);
ა.გ) ატიპური და შერეული ტიპის დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს (F 00.2);
ა.დ) დაუზუსტებელი დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს (F 00.9);
ბ) სისხლძარღვოვანი (ვასკულარული) დემენცია (F 01):
ბ.ა) სისხლძარღოვანი დემენცია მწვავე დასაწყისით (F 01.0);
ბ.ბ) მულტიინფარქტული დემენცია (F 01.1);
ბ.გ) სუბკორტიკარული ვასკულარული დემენცია (F 01.2 );
ბ.დ) შერეული კორტიკალური და სუბკორტიკალური სისხლძარღვოვანი დემენცია (F 01.3);
გ) დემენცია სხვა თავში მოყვანილი დაავადებების დროს (F 02):
გ.ა) პიკის დაავადების დროს განვითარებული დემენცია (F 02.0);
გ.ბ) დემენცია კრეიცფელდტ-იაკობის დაავადების დროს (F 02.1);
გ.გ) დემენცია განვითარებული ჰუნთიგტონის დაავადების დროს (F 02.2);
გ.დ) დემენცია პარკინსონის დაავადების დროს (F 02.3);
გ.ე) დემენცია შიდსით დაავადების დროს (F 02.4);
გ.ვ) სხვაგან უკვე მოყვანილი, სპეციფიკური დაავადების დროს (F 02.8);
დ) დაუზუსტებელი დემენცია (F 03);
ე) შიზოფრენია (F 20):
ე.ა)რეზიდუალური შიზოფრენია (F 20.5).
მუხლი 6. ნერვული სისტემის დაავადებები
1.ინსტრუმენტული კვლევებით დადასტურებული ნერვული სისტემის დაავადებები (G00-G99), რომლებიც, მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, განაპირობებენ ნერვული სისტემის ორგანულ დაზიანებას მისი ფუნქციონირების ღრმა და სტაბილური და/ან განუხრელად პროგრესირებადი მოშლით, როდესაც სახეზეა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:
ა) ქვედა პარაპლეგია, ჰემიპლეგია, ტეტრაპლეგია, ტრიპლეგია, ღრმა ტეტრაპარეზი, ღრმა ტრიპარეზი, ღრმა ჰემიპარეზი ჰემიანესთეზიით, ზედა პარაპლეგია, გამოხატული აკინეტიკო-რიგიდული სინდრომი ან გამოხატული ატაქსიური სინდრომი, რომლებსაც თან ახლავს:
- მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის სტაბილური მოშლა (შარდის, განავლის შეკავება ან შეუკავებლობა);
- ან ღრმა ტროფიკული მოშლილობები (ნაწოლები);
- ან მენტალური ფუნქციების ტლანქი მოშლა;
- ან ბულბური და ფსევდობულბური დამბლა (ყლაპვის ფუნქციის ტლანქი მოშლით);
ბ) განმეორებადი, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები: ხშირი მიასთენიური კრიზები, მიასთენიის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ან სერიული და სტატუსით მიმდინარე ეპილეფსიური განტვირთვები დადასტურებული მკურნალობისადმი რეზისტენტული ეპილეფსიის შემთხვევაში.
მუხლი 7. მხედველობის მოშლა და სიბრმავე
შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ორივე თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე – მხედველობის სიმახვილე უკეთმხედველ თვალში 0,05 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება 10°-მდე (H54; H54.0, H54.1, H54.4).
მუხლი 8. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
1. გულის უკმარისობა (I50) "NYHA"-ს კლასიფიკაციით IV ფუნქციური კლასი, ან III ფუნქციური კლასი რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ, რომელიც გამოწვეულია რომელიმე შემდეგი მიზეზით:
ა) გულის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები (I05, I06, I07, I08, I34, I35, I36, I37, I38, Q20-Q28);
ბ) ქრონიკული კონსტრიქციული პერიკარდიტი (I31.1), რომელიც არ ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას;
გ) გახანგრძლივებული მიმდინარეობის ბაქტერიული ენდოკარდიტი (I33.0);
დ) იდიოპათიური კარდიომიოპათიები (I42.0, I42.1);
ე) ენდომიოკარდიული ფიბროზი(I42.3);
ვ) სხვადასხვა გენეზის (მეორადი) კარდიომიოპათიები (I43);
ზ) გულის იშემიური დაავადება - იშემიური კარდიომიოპათია (I25.5), მარცხენა პარკუჭის ანევრიზმა (I25.3);
თ) გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა გულის (შეგუბებითი) უკმარისობით (I11.0) ("NYHA"-ს კლასიფიკაციით IV ფუნქციური კლასი).
2. არტერიების დაავადებანი, ორი ან მეტი კიდურის მაგისტრალურ სისხლძარღვთა დაზიანებით, განგრენოზულ-ნეკროზულ სტადიაში:
ა) მაობლიტირებელი ენდარტერიტი (I70.9, I77.1, I87.8);
ბ) მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი (I70.9, I77.1, I87.8).
მუხლი 9. სასუნთქი გზების დაავადებები
1. ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები დიფუზური პნევმოსკლეროზით, ფილტვების ემფიზემით, ქრონიკული ფილტვისმიერი გულით დეკომპენსაციის სტადიაში, სუნთქვითი უკმარისობის III ხარისხით, რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ:
ა) ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები (J44);
ბ) ასთმა (J45);
გ) ბრონქოექტაზიური ავადმყოფობა (J47);
დ) ფილტვის და შუასაყრის აბსცესი (J85);
ე) პიოთორაქსი (J86);
ვ) ფილტვის ავადმყოფობები, გამოწვეული გარეგანი ფაქტორებით (J60-J70);
ზ) ფილტვების სხვა ინტერსტიციული ავადმყოფობები ფიბროზით (J84.1);
თ) სარკოიდოზი (D86);
ი) ემფიზემა (J43).
2. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები (ფქოდ) (J44), როდესაც ბრონქოდილატატორებით ადეკვატური მკურნალობის ფონზე „GOLD“-ის კლასიფიკაციით სახეზეა:
ა) ფქოდ-ის III სტადია (მძიმე);
ბ) ფქოდ -ის IV სტადია (განსაკუთრებით მძიმე).
მუხლი 10. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
1. ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოთა დაავადებები შეწოვის ფუნქციის გამოხატული მოშლით (K90) კახექსიის სტადიაში.
2. სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზები (K70.3, K71.7, K74) “C“ სტადიაზე „Child“-ის კლასიფიკაციით, რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ, როდესაც სახეზეა: პორტული ჰიპერტენზია, ჰიპერსპლენიზმი, პროფუზული სისხლდენა საყლაპავის ვენების III ან IV ხარისხის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან, ჰეპატო-უჯრედოვანი უკმარისობა, გამოხატული ენცეფალოპათია.
მუხლი 11. თირკმლების დაავადებები
1. ქრონიკული გლომერულონეფრიტი, თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში (N03, N05).
2. ქრონიკული ობსტრუქციული პიელონეფრიტი, თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში (N11).
3. ჰიდრონეფროზი, თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში (N13.0-N13.3);
4. თირკმლების პოლიკისტოზი, თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში (N28.1; Q61).
5. ამილოიდოზი,თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში(E85).
მუხლი 12. ძვალ-სახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები
1. რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი და სხვა პოლიართრიტები ფსორიაზული, პოდაგრული, რეაქტიულ-უროგენიტალური და ენტეროკოლიტური ეტიოლოგიის, დაავადების ქრონიკული მიმდინარეობით და რეზისტენტული ადეკვატური მკურნალობის მიმართ, თუ სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება (M05-M07):
ა) რენტგენოლოგიური სტადია IV;
ბ) მდგრადი, მაღალი პროცესის ანთებითი აქტივობა (III ხარისხი);
გ) სახსრების და ხერხემლის სვეტის გამოხატული ფუნქციური უკმარისობა – III ხარისხის (დაკარგულია თვითმომსახურების უნარი).
2. სისტემური ვასკულიტები და სხვა ვასკულოპათიები რეზისტენტული ადეკვატური მკურნალობის მიმართ; კვანძოვანი პერიარტერიიტი (M30-M31;M05.2), ვეგენერის (M31.3), ვინივარტერ-ბიურგერის (I73.1), შონლაინ-ჰენოხის (D69,–M36.4), ტაკაიასუს (M31.4), ბეჰჩეთის (M35.2) დაავადებები, თუ სახეზეა შინაგანი ორგანოების ფუნქციის შეუქცევადი მოშლა (ტერმინალური სტადია).
3. შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებანი (სისტემური წითელი მგლურა(M32), სისტემური სკლეროდერმია(M34), დერმატომიოზიტი(M33)) რეზისტენტული ადეკვატური მკურნალობის მიმართ თუ სახეზეა შინაგანი ორგანოების ფუნქციის შეუქცევადი მოშლა (ტერმინალური სტადია).
მუხლი 13. ანატომიური დეფექტები
უკანასკნელი სასჯელის მოხდის პერიოდში დაავადების ან ტრავმის შედეგად გამოწვეული ზედა ან ქვედა ორივე კიდურის მაღალი ამპუტაცია, აგრეთვე ერთი ზედა და ერთი ქვედა კიდურის მაღალი ამპუტაცია, რომელიც არ ექვემდებარება პროთეზირებას ან ეგზარტიკულაციას (S48, S78, T05.2, T05.5, T05.6, Z89.2, Z89.3, Z89.5- Z89.8).
მუხლი 14. აივ/შიდსი
აივ/შიდსის შედეგად განვითარებული ავადმყოფობები (ICD-10 კლასიფიკაციით B20, B21, B22), რომელსაც თან ახლავს შინაგანი ორგანოების/ორგანოთა სისტემების მძიმე ხარისხის დაზიანება/უკმარისობა, როდესაც სახეზეა ტერმინალური/შეუქცევადი მდგომარეობა.
მუხლი 15. ჰემატოლოგიური დაავადებები
1. ჰიპოპლაზიური და აპლაზიური ანემიები (D60-D61), აგრანულოციტოზი (D70) – მძიმე ფორმა.
2. თანდაყოლილი და შეძენილი ჰემოლიზური ანემიები (D55-D59), თალასემია (D56) - მძიმე ფორმა.
3. შეძენილი და თანდაყოლილი კოაგულაციის დეფექტები (D65– D68) – მძიმე ფორმა.
4. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა (D69.3) – მძიმე ფორმა.
* * *
ესეც "ემპათიის" დასკვნა
https://www.interpressnews.ge/ka/article/73...kvnas-akveqnebs"
ცენტრი „ემპათია“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს.
როგორც „ემპათიაში“ აღნიშნავენ, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.
„ცენტრი „ემპათიას“ სასამართლო საექსპერტო კომისიამ 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ექსპერტიზა მიმდინარეობდა 2022 წლის 1 ივნისიდან, პრაქტიკულად 28/11/2022 - წლამდე. 29/11/2022 - ში ადვოკატებს გადაეცათ დასკვნა დანართებით. დასკვნა არის 194 გვ. და თან ახლავს 22 დანართი, სულ 2980 გვ. გამოსაკვლევ პირს აღენიშნება 20 ზე - მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო - კომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. აღნიშნული ძირითადი დიაგნოზები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
ცენტრი „ემპათიას“ და საერთაშორისო ექსპერტების საექსპერტო კომისია კლინიკური და პარა - კლინიკური კვლევების, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ:
1) ამგვარად, დაპატიმრების წინ (01/10/2021) პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, სიტუაციურად იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს; ასევე შფოთვით - დეპრესიული მდგომარეობის გამო, რაც განუვითარდა პოსტ - კოვიდურ პერიოდში (2020 – 2021) იღებდა გარკვეულ პრეპარატებს მცირე დოზებით, პერიოდული წყვეტით; აღნიშნული მკურნალობის ფონზე თავს გრძნობდა კარგად, სოციალური ფუნქციონირების დარღვევას ადგილი აქ ჰქონდა. იკვებებოდა სრულფასოვნად. რაიმე სახის ნევროლოგიურ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.
2) ამჟამად გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზების (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.
3) ამრიგად, მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიგვაჩნია ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება; აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.
4) გამოსაკვლევი პირი საქართველოს ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შესაძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, 2021 წლის 8 ნოემბერს N12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 - ში გადაყვანისას, ძალით შეყვანისას N18 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პატიმრების მხრიდან ხმაურს - ყვირილს, ძალის გამოყენებით პატიმრის გადმოთრევას რეანიმობილიდან. N18 დაწესებულებაში მას არ ჰქონდა 11 დღის განმავლობაში ძილის შესაძლებლობა, შუქის ჩაქრობისა და ტელევიზორის გამორთვის შემთხვევაში იწყებოდა საშინელი - ლანძღვა გინება პატიმრების მხრიდან - ადგილი ჰქონდა ძილის დეპრივაციას; შიმშილობის ფონზე, ასევე შიმშილობის შედეგად განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიის ფონზე, მოწყვლად მდგომარეობაში, სახელდახელოდ მოწყობილ ინტენსიურ პალატაში იგი იმყოფებოდა მარტო, დაძახილზე არ რეაგირებდნენ, კვლავ ისმოდა მისი მისამართით პატიმრების ყვირილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ამ მდგომარეობაში გამოსაკვლევ პირი იმყოფებოდა სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ (19/11/2021).
5) აღნიშნული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად (ფიზიკური ტრავმატიზაციის შედეგად) დიდი ალბათობით, მან მიიღო ხერხემლის ტრავმული დაზიანება, ასევე განუვითარდა მძიმე ფორმის ტრავმული სტრესული აშლილობა, შიმშილობისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანებისა და დისფუნქციის ფონზე. აღნიშნული დაზიანება საქართველოში მოქმედი, სამწუხაროდ, სსრკ - ს დროინდელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის სასამართლო - სამედიცინო განსაზღვრის მოქმედი წესის თანახმად, ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის დაზიანება, თუმცა, ერთობლიობაში აღებული ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმებისა და შედეგების გათვალისწინებით - ფასდება, როგორც მძიმე ხარისხის დაზიანება.
6) ამგვარად, მთელი ტრავმული სტრესული გამოცდილება ციხეთა სისტემაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომპონენტებით, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ფასდება, როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევი და შესაბამისად, როგორც წამება. Z 65.4. - წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.
7) წარმოდგენილი დიაგნოზების თანახმად (ფსიქო - ნევროლოგიური მიმართულებით) მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი; ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01 – 6/ნ (2013 წლის 15 თებერვალი), ცვლილებების შესახებ ბრძანება N01 – 55/ნ (2017 წლის 30 აგვისტოს) - ის მიხედვით არის გათავისუფლების საფუძველი, ხოლო გასტრო - ენტეროლოგიური და ნუტრიციული მიმართულებით, ფასდება როგორც მძიმე კახექსიის რისკის შემცველი.
გამოსაკვლევი პირი საჭიროებს ინვაზიურ/აგრესიული ხასიათის დიაგნოსტიკურ - სამკურნალო - რეაბილიტაციურ პროცედურებს:
პროფესორ კობის განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა - ძვალ-კუნთოვანი სისტემის თვალსაზრისით, „მას ესაჭიროება ზუსტი დიაგნოზი, ასევე შესაძლოა მარცხენა მხრის სახსრისა და მენჯ - ბარძაყის სახსრის სრული შეცვლა. ამ პროცედურების შემდეგ მას დასჭირდება C 5 – C6 - მალების შერწყმა. შემდგომში L4-5 სპინალური სტენოზის დეკომპრესია. მისი მარცხენა მკლავისა და ფეხის ძლიერი სისუსტე შეიძლება იყოს ხერხემლისგან განპირობებული და ტკივილის გამომწვევი უმოძრაობით განპირობებული ატროფიით“.
9) დოქტორი ს.ი. ფინკელის განმარტებით, მას დასჭირდება აგრესიული დიაგნოსტიკური პროცედურები, ანუ რეგულარული მეთვალყურეობა EGD და მრავალჯერადი კუჭის ბიოფსიები. ეს პროცედურები ფართოდ არის ხელმისაწვდომი დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. სადაც ისინი კეთდება კომპეტენტური GI ენდოსკოპისტების მიერ;
ფსიქიატრების, ნევროლოგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტების კონსულტაციებით:
10) ფსიქიატრიული და ნევროლოგიური დიაგნოზი/დიაგნოზები, საჭიროებს ნეირო - კოგნიტიური აშლილობის მიმართულებით დამატებით აგრესიულ/ინვაზიური მეთოდებით (მაგ. თავ - ზურგტვინის სითხის შესწავლა, განმეორებადი CT, MRI, EEG – 24 საათიანი და სხვა) კვლევასა და სწორი მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფი პროგრესირებით დამთავრდება მარაზმით, კახექსიითა და ადამიანის გარდაცვალებით
11) გამოსაკვლევი პირი/პაციენტი საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კვლევებს ინფექციურ - ინტოქსიკაციური გენეზის ან/და ნეირო - დეგენერაციული პროცესის/დაავადების, დისმეტაბოლური პროცესის, დაზუსტების ან გამორიცხვის მიზნით - Z13.8: Special screening examination for other specified diseases and disorders (სპეციალური სკრინინგი/გამოკვლევა სხვა სპეციფიკურ დაავადებებზე და აშლილობებზე (მათ შორის, მომწამლავ აგენტებზე კვლევა).
12) შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს პატიმრობიდან გათავისუფლებას და გადაუდებლად დიაგნოსტიკა - მკურნალობის მიზნით გადაყვანას აშშ -ს ან/და ევროკავშირის მულტი - პროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.
13) ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - PTSD – F 43.1., რაც უკავშირდება საქართველოს ციხეთა სისტემაში გადატანილ არასათანადო მოპყრობას, სიცოცხლის მოსპობის შიშს მნიშვნელოვნად ამძიმებს ნეირო - ფსიქიკურ და ზოგად მდგომარეობას და შეუძლებელს ხდის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევასაც კი.
14) ნებისმიერი დამატებითი სტრეს - ფაქტორი, მათ შორის, მხოლოდ პატიმრობაც კი იწვევს აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას.
15) ამგვარი ფსიქიკური და ნევროლოგიური სტატუსითა და მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დაუშვებელია და შეუთავსებელია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებთან. მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნევროლოგიურ, ფსიქიკურ თუ სხვა საყრდენმამოძრავებელი სისტემის თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ არსებულ დარღვევებთან ერთად და მარტოც შეუთავსებელია პატიმრობასთან“,- აღნიშნულია „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"
This post has been edited by შავლეგა on 2 Dec 2022, 14:52