რამდენიმე საინტერესო კითხვა დაგროვდა, თუ რატომ აფერხებს თურქეთი შვედეთის და ფინეთის NATO-ში მიღებას, ან რა არის ის მიზეზები, რითაც თურქეთი ამართლებს თავის პოზიციას.
თავიდან დავიწყოთ იმით, თუ რა პოზიცია დაიჭირა ერდოღანმა და შესაბამისად თურქეთმა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ან რა მოქმედებებს ახორციელდება ოფიციალური ანკარა ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ.
როგორც გახსოვთ რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების დაჯგუფების შეგროვება, ომის დაწყებამდე დაახლოებით 30-35 დღით ადრე დაიწყო, რასაც თან სდევდა აშშ-ის და ბრიტანეთის დაზვერვისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, რომ ომი გარდაუალი იყო, თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა ოფიციალური ანკარა და ამბობდა, რომ ომი არ იქნება, რაც ეყრდნობოდა თურქული დაზვერვასა და თურქი ოფიციალური პირების კონტაქტებს რუსეთის წარმომადგებლებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ იყო უკრაინის მიერ საჯაროდ გაცხადებული მოთხოვნა, რომ თურქეთს მოეხდინა ბოსფორის სრუტის ჩაკეტვა რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, თურქეთმა მანამ სანამ რუსეთმა არ დააგროვა ძირითადი საზღვაო საბრძოლო დაჯგუფება შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტე არ ჩაკეტა უცხო ქვეყნების სამხედრო ხომალდებისთვის.
დიახ, უცხო ქვეყნების და არა კონკრეტულად რუსეთისთვის, რადგან თურქეთმა ომის დაწყების შემდეგ დაბლოკა, როგორც რუსული სამხედრო ხომალდების შემოსვლა შავ ზღვაში, ასევე სხვა ყველა არაშავიზღვისპირა სახელმწიფოს სამხედრო ხომალდების შემოსვლა შავ ზღვაში.
თუმცა, როგორც უკვე დავწერე შეზღუდვის დაწესების დროს რუსეთს უკვე დასრულებული ქონდა საზღვაო დაჯგუფების ჩამოყალიბება შავ ზღვაში, ხოლო ის რუსული წყალზედა და წყალქვეშა ხომალდები, რომლებიც ახლა ხმელთაშუაზღვაში არიან, რუსეთმა წყნარი ოკეანის და ჩრდილოეთის ფლოტებიდან გადმოამისამართა არა შავი ზღვისთვის, არამედ ხმელთაშუაზღვაში განთასვებული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების დაქვემდებარებაში გადასული 3 ავიამზიდისგან შემდგარი, საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფების პოტენციური შეფერხებისთვის.
თურქეთის მიერ დაწესებული შეფერხების მიუხედავად, რუსეთი შეყოვნების გარეშე აგრძელებს სატვირთო ხომალდებით სირიიდან და რუსეთის სხვა მიმართულებებიდან ბოსფორის სრუტის გავლით სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადატანას.
სამოქალაქო სატვირთო ხომალდებით, რომლებსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქტიურად იყენებდა გდაზიდვებისთვის.
პარალელურად კი თურქეთმა ნება დართო რუსეთს, სირიაში ამავე სატვირთო ხომალდებით გაიტანოს უკრაინის ტერიტორიაზე მოპარული ათასობით ტონა ხორბლის მარაგები, რასაც კიევში აღშფოთება მოჰყვა და მოთხოვეს თურქეთს არ დაუშვას უკრიანული ხორბლის ბოსფორის სრუტის გამოყენებით გატანა.
მოთხოვნიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ოფიციალურად დაუშვა რუსული საბანკო გადახდების სისტემა МИР-ის საბანკო ბარათები, რაც საშუალებას მისცემს თურქეთს რუსეთთან სავაჭრო და სხვა სახის ეკონომიკური ურთიერთობები გლობალური სანქციების ფონზე უწყვეტად გააგრძელოს, თან მაშინ როდესაც თურქეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.
აქვე კიდევ ერთი ბუტაფორიული შეზღუდვა, რომელიც თურქეთმა დააწესა ეს იყო, სირიიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ხომალდებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვა, თუმცა ვინაიდან და რადგანაც რუსეთი სირია-ირანი-კასპიის ზღვა-რუსეთის მარშრუტით უპრობლემოდ ახერხებს ავიამიმოსვლას, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო ავიაციის შეზღუდვა, მხოლოდ ფორმალურ დანიშნულებას ასრულებს.
რაც შეეხება თურქეთის მხარდაჭერას უკრაინისთვის,
პირველი დავიწყებ იმით, რომ თურქეთმა ღიდ დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ამ ომში როგორც ასეთ მხარე არ აირჩია, რადგან თუ კი უკრაინიას აწვდის რუსეთ-უკრაინის ომში გარკვეული მიზეზების გამო არცთუ ისე ეფექტურ Bayraktar-TB2-ის ტიპის უპილოტო საბრძოლო დრონებს, რომლებმაც მხოლოდ ლოკალურ ტაქტიკურ დონეზე აჩვენა წარმატებული შედეგი, რუსეთს შეუფერხებელი ვაჭრობით აძლევს ფულს, ომის გასაგრძელებლად.
რაც მთავარია, თურქეთის ორივე მოქმედება გამომდინარეობს თურქეთის ინტერესებიდან, შესაბამისად საბრძოლო დრონების გადაცემა უკრაინისთვის ხდება მიყიდვის სახით, უკრაინა ფულს იხდის მათში,
ხოლო, რუსეთთანაც ეკონომიკური აქტივობა ორმხრივი სახისაა, შესაბამისად როგორც გასცემს ფულს თურქეთი, ასევე იღებს ეკონომიკურ სარგებელს რუსეთისგან.
ცნობისთვის, თურქეთსაც გააჩნია შორსმსროლელი და ზუსტი, როგორც ლულიანი ისე ზალპური დასავლური სტანდარტების არტილერია, რასაც შეუძლია მიმდინარე ომში, რეალურად აჩვენეს ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე სერიოზული შედეგები, ისევე როგორც სხვა დასავლურ საარტილერიო და სარაკეტო სისტემებს, რომელთა მასიური და ხშირ შემთხვევაში ზოგადად გადაცემა უკრაინისთვის გარკვეული მიზეზების გამო იგვიანებს, თუმცა თურქეთს უკრაინისთვის მსგავსი ტიპის შეიარაღების მიწოდების შესახებ სიტყვა არ დაუძრავს.
ეს უშუალოდ უკრაინა რუსეთს რაც ეხებოდა, თუმცა ბოლოდროინდელმა NATO-ს გაფართოების შესაძლებლობამ კიდევ უფრო ნათელი გახადა თურქეთის გეგმები და მიზნები, როგორც ამ ომში, ისე მიმდინარე ომიდან გამომდინარე.
მარტივად რომ ავხსნა, თურქეთი საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების მისაღწევად, დამდგარი პოლიტიკური და სამხედრო რეალობის გამოყენებით ცდილობს ივაჭროს.
კერძოდ, რადგანაც რუსეთის უკრაინაში ღია და დაუფარავი სამხედრო აგრესიის ფონზე შვედეთმა და ფინეთმა გადაწყვიტა NATO-ში გაწევრიანება და ამ პროცესის წარმატებით დასრულებას ჭირდება ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, თურქეთმა გადაწყვიტა ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება და თურქეთის უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, რომლის მოგვარების პერსპექტივები, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ჩანდა.
შესაბამისად, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით სხვადასხვა კალიბრისაა.
დავიწყოთ ყველა ნაკლებად მნიშვნელოვანიდან ყველაზე მნიშვნელოვანამდე:
პირველი, ეს არის შვედეთის და ფინეთის მიერ კომპლექსური მხარდაჭერა ქურთებზე, რაც გამოიხატება როგორც ფინანსურ-პოლიტიკურ ისე სამხედრო მხარდაჭერით, კერძოდ სირიელი და ერაყელი ქურთები აქტიურად იყენებენ თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ შვედური წარმოების ჯავშანსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს და სხვა ტიპის მსუბუქ შეიარაღებას.
ამავდროულად, შვედეთს და ფინეთს თურქეთისათვის აქვს სამხედრო-სავაჭრო დონეზე სანქციები დაწესებული და შვედეთი და ფინეთი იფარებს 30-ზე მეტ ქურთების მუშათა პარტიის წარმომადგენელს, რომლებიც ოფიციალურ ანკარას ტერორისტებათ ყავთ გამოცხადებული.
შესაბამისად, სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში წევრობის არ დაბლოკვის სანაცვლოდ, თურქეთი ითხოვს, შეწყდეს მათ მიერ სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა ქურთების მიმართ, აღიარონ ქურთების მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად და შეფარებული პირები გადასცენ თურქეთს, ამავდროულად მოხსნან სამხედრო-სავაჭრო სანქციები თურქეთს.
რანგით მეორე თურქეთის უსაფრთხოების საკითხი და პრობლემა, რომლის მოგვარებას ცდილობს თურქეთი დამდგარი რეალობით, ეს არის ზოგადად დასავლეთის და მათ შორის უპირველესად აშშ-ის მიერ თურქეთის სამხედრო მრეწველობის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების მოხსნა და F-35-ების პროგრამაში დაბრუნება, რომლიდანაც თურქეთი გაძევებულ იქნა რუსული ჰსთ S-400-ების შეძენის შემდეგ. ხოლო თუ კი არ მოხდება F-35-ების პროგრამაში დაბრუნება და F-35-ების მიღება, თურქეთი სანაცვლოდ ითხოვს მიიღოს უახლესი F-16 Block 70/72-ები და აშშ-მ უზრუნველყოს თურქეთის საჰაერო ძალებში არსებული ძველი და ნაკლებად ეფექტური F-16 Block 30/52-ების Block 70/72-ებამდე მოდიფიკაცია.
თურქეთი ამ პრობლემის მოგვარებას დამდგარი რეალობიდან გამომდინარე უფრო მეტად კულვარული მოლაპარაკებებით ცდილობს და მხოლოდ ირიბი მინიშნებითი განცხადებებით შემოიფარგლება.
ხოლო, მე-3 და უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების საკითხი, რომლის მოგვარებასაც თურქეთი ცდილობს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, თავისი რეგიონალური და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული როლით, ეს არის სირიის ტერიტორიაზე ქურთებიდან მომდინარე საფრთხეების მინიმუმადე დაყვანა,
კერძოდ, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთისტანის ტერიტორიაზე მოქმედი ქურთების დემოკრატიული ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი 30-60კმ-იანი ბუფერული ზონის შექმნა, რომელიც თურქეთის უსაფრთხოების პრობლემებს მინიმუმადე დაიყვანეს.
საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა, სირიის ჩრდილოეთში კიდევ ერთი ფართო მასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება, რომელიც თურქების კონტროლში მოიყვანს საზღვარს მთელს სიგრძეზე და 30-60კმ-იან სიღრმით ზონაში შექმნის თურქი სამხედროების მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონას.
თურქეთმა აღნიშნული ოპერაციის დაწყება გასულ წლებში რამდენჯერმე სცადა, პირველი ორი ოპერაციისას მხოლოდ საზღვრის ნაწილზე შეძლო კონტროლის აღება, რასაც მოჰყვა აშშ-დან და დასავლეთიდან მკვეთრი კრიტიკა, შესაბამისი სანქციებით. ხოლო, სულ ბოლოს, გასულ წელს, თურქეთმა კიდევ ერთი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა, კერძოდ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 30 000-იანი მექანიზირებული დაჯგუფება შეიყვანა, თუმცა აშშ-ის და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის მუქარის შემცველი განცხადების შემდეგ, რომ აშშ ყველა გზით დაიცავდა თავის ქურთ მოკავშირეებს სირიაში, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური გზით (რაც SDF-ისთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის მიწოდების ანონსი იყო) თურქეთმა ოპერაცია გადადო შემდეგ კი ჯარები უკანვე გამოიყვანა.
გუშინ კი, ერდოღანმა დაანონსა, რომ სირიაში თურქეთის უსაფრთხოების მისაღწევად სამხედრო ოპერაცია დაიწყება, რათა შეიქმნას უსაფრთხო ბუფერული ზონა (ის რაც ზემოთ დავწერე), რაც მთავარია, თურქეთი აღნიშნულს შეძლებს მხოლოდ აშშ-ს მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის არ ქონის დროს.
შესაბამსიად, დღეს ასეთ რთულ ვითარებაში დამდგარი რეალობიდან გამომდინარე და რუსეთზე წნეხის გასაზრდელად NATO-ს სწრაფი გაფართოების მიღწევის ხელშეშლით, თურქეთი ცდილობს სამივე ზემოთხსენებული მიზნის მისაღწევად ივაჭროს აშშ-სთან და კოლექტიურ დასავლეთთან.
თუ რამდენად შეძლებს მიზნების მიღწევას თურქეთი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუმცა შესაძლოა რეალურად ძალიან ძვირიდ დაუჯდეს თურქეთს და პირადად ერდოღანს მოკავშირეების წინააღმდეგ წასვლა და შანტაჟი,
მაგრამ, იქიდან გამომდიანრე, რომ თურქეთის ხელსიუფლებას ესმის თუ როგორი მნიშვნელოვანი რეგიონალური მდებარეობა აქვს თურქეთს და რა როლის თამაში შეუძლია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების გზაზე, თურქეთი მაქსიმალურად იყენებს შანსებს და ცდილობს მიაღწიოს მრავალწლიანი მცდელობების მიუხედავად, აქამდე მიუღწეველი თურქეთის უსაფრთხოებისთვის და ამბიციებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტას.
ცალსახად, ამ ომში ყველაზე ცუდ როლს თურქეთი თამაშობს
1. უპრობლემოდ ატარებს რუსულ სამხედრო და ეკონომიკური დანიშნულების გემებს შავ ზღვაში
2. არათუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა, არამედ გაზარდა ვაჭრობის მოცულობა და სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ხვრელია (ასევე სპეციალური პაკეტები შექმნა რუსი ტურიეტებისათვის და ბიზნესისათვის)
3. აშანტაჟებს ნატოს კრიტიკულ მომენტში
თურქეთი დიდი ხანია ამ პოლიტიკას ეწევა და ყველაზე სწორი იქნება მისი ეკონომიკური გაფარჩაკება და ნატოდან გაგდებაც კი
იმედი მაქვს, ეს ყოველივე თურქეთს ძალიან ძვირი დაუჯდება
და პუტინს ერდოღანიც მიყვება
This post has been edited by DIDGORI-GEO on 19 May 2022, 13:53