ბოლო 1 კვირის ანალიზი
როგორც იქნა, ლენდ-ლიზის ფარგლებში 40 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო-ეკონომიკურ-ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი დამტკიცდა აშშ-ის სენატში.
ახლა მას აშშ-ის პრეზიდენტი მოაწერს ხელს და დაიწყება დაახლოებით 2-3 თვეზე გაწელილი დიდი რაოდენობით, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი ტიპების და რაოდნეობის სამხედრო ტექნიკის უკრაინისთვის აღრიცხვა-მიწოდება-მომზადება-აღჭურვა-ფრონტებზე განთავსების პროცედურები, რის შემდეგაც დაიწყება უკრაინული არმიის მაშტაბური კონტრშეტევა
თუმცა, ახლა უკრაინა ცდილობს მოიგერიოს რუსული ურდოს უწყვეტი შეტევები კვლავ რამდენიმე ფრონტზე, სადაც რუსებს გარკვეული წინსვლა აქვთ, ისევე როგორც წარმატებები აქვს უკრაინულ ძალებს.
1. ხარკოვი - ქ.ხარკოვის ჩედილო-აღმოსავლეთით, სადაც რუსებმა შეძლეს კონტრშეტევის შედეგად რუსეთ-უკრაინის საზღვართან გასული უკრაინული ნაწილების უკუგდება და რუბიჟნიესა და ტერნოვას დასახლებების დაბრუნება, რითაც აღნიშნული მიმართულებით საზღვარზე კვლავ აღადგინეს ერთგვარი ბუფერული ზონა.
საპასუხოდ უკრაინულმა ნაწილებმა შეძლეს ქ.ხარკოვის ჩრდილოეთით დემენტიივკას დასახლების გათავისუფლება, როთაც კიდევ უფრო შეზღუდეს რუსული ძალების უნარი ზუსტი საარტილერიო ცეცხლით მიწვდნენ ქ.ხარკოვს.
2. იზიუმი - ბარვინკოვეს მიმართულებით რუსებს წინსვლა არ აქვთ, თუმცა აგრძელებენ უკრაინულ პოზიციებზე თავდასხმას, ასევე არის ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა შეძლეს სტარი სალტივთან დროებითი ხიდებით მდინარის გადაკვეთა და შეტევითი პლაცდარმის მომზადება იზიუმის მთავარი მომარაგების არტერიების გადასაჭრელად, ასევე შემდეგ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქ კუპიანსკის ასაღებად. ველოდებით ამ შეტევის განვითარებას და უკრაინელების შემდეგ წინსლას, იზიუმიდან სამხრეთით და სამხრეთ აღმოსავლეთი ქ.ლიმანისკენ რუსებმა შეძლეს წინწაწევა, აიღეს დობრიშევის დასახლება და იქმნება საფრთხე ლიმანის უკრაინული ძალები ე.წ. ქვაბში მოექცნენ, აქვე გავითვალისწინოთ, რომ ქ. ლიმანს ზურგში აქვს მდინარე სევერსკი დონეცი, რაც ახლა ბუნებრივი ბარიერია როგორც რუსული ისე უკრაინული ძალებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ან კვირებში გადაწყვეტენ ლიმანიდან ტაქტიკურ უკან დახევას.
3. სევეროდონეცკი - ლისიჩანსკი - პოპასნა - სასტიკი ბრძოლები გრძელდება ლუგანსკის ქ. სევეროდონეცკის ჩრდილოეთით, სადაც რუბიჟნოეს დაკავების შემდეგ რუსულმა ქვედანაყოფებმა მძლავრი შეტევა დაიწყეს სევეროდონეცკის ასაღებად, თუმცა არანაიირი წინსვლა არ აქვთ, უკრაინელებმა შეძლეს და ამ დროისთვის გადაჭრეს მთავარი ამოცანა, რუსების ყველა მცდელობა მდინარის გადალახვისა და ქალაქ ლისიჩანსკისათვის ზურგიდან შემოვლისა მძიმედ დასრულდა, მათ სრული ფიასკო განიცადეს, რის შემდეგაც დაიწყეს პირდაპირი შესკდომა ქალაქ სევეროდონეცკზე, თუმცა უშედეგოდ, რადგან უკრაინული არმია წარმატებით ახდენს ქაალქ ლისიჩანსკლის სიმაღლეებიდან სევეროდონეცკის შემოგარენის საცეცხლე კონტროლს და რუსების შეტევის ყველა მცდელობის წარმატებით მოგერიებას.
ჩრდილოეთის მსგავსად, სევეროდონეცკზე შეტევა გრძელდება აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ლისიჩანსკისკენ.
ლისიჩანსკის მიმართულებით რუსები გაშმაგებით უტევენ პოპასნას მიმართულებიდანაც, საიდანაც ბოლო საათებში საკმაოდ მნიშვნელოვანი და უკრაინელთათვის საფრთიხის შემცველი წარმატებები აქვთ.
კერძოდ, რუსულმა ძალებმა შეძლეს პოპასნას ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ტოშკივკას, ორიხოვეს, ნოვოზვანივკას, ვრუბივკას დასახლებებზე კონტროლის აღება,
პარალელურად კი, რუსულმა ნაწილებმა შეძლეს პოპასნას ჩრდილო-დასავლეთით ბახმუტი-ლისიჩანსკის მაგისტრალის და დასავლეთით ქ.ბახმუტის მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევის განხორციელება, რითაც რუსებმა დაიკავეს ტრუპილიას, ვოლოდიმირივკას, ნოვა კამიანკას, დრუჟბას და ტროიცკოეს დასახლებები, სადაც სერიოზილი საფრთხე ჩნდება ლისიჩანსკ-სევეროდონეცკის უკრაინული ძალების ე.წ. ქვაბში მოქცევის და მათი მომარაგების ძირითადი საგზაო კვანძის რუსული ძალების ხელში გადასვლის. აღნიშნულ მიმართულებაზე, წუხელ შეინიშნებოდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ჯარების დაახლოებით 2 BTG-ის სწრაფი გადაადგილება. სავარაუდოდ რუსები ცდილობენ მსუბუქად შეჯავშნილი დანაყოფებით და სწრაფი მანევრებით მოკლე დროში დაიკავინ ლუგანსკის უკრაინული ძალების მომარაგებისა ბახმუტი-ლისიჩანსკის საგზაო კვანძი.
4. დონეცკი - უწყვეტი ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქშიც, სადაც რუსული ნაწილები უტევენ ქ. ავდიივკასა და მარინკას და მათ გარშემო არსებულ დასახლებებს,
კერძოდ, ავდიივკას აღმოსავლეთით რუსებმა შეძლეს დრუჰას, ნოვოსელივკას და ტროიცკიეს დასახლებების აღება.
ხოლო, მარინკას მიმართულებით რუსები მნიშვნელოვანი წინსვლის გარეშე უტევენ.
5. ზაპოროჟიე - რუსეთის შეტევითი მოქმედებები გრძელდება ზაპოროჟიეს ოლქში გულიაპოლის და ორხივის მიმართულებით, ამ უკანასკნელისკენ რუსებს წინსვლა არ აქვთ, თუმცა გულიაპოლის აღმოსავლეთით ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, რუსებმა შეძლეს რამდენიმე მცირე დასახლების აღება.
6. ხერსონი - რაც შეეხება ხერსონის ოლქის, დასავლეთით მიკოლაევისკენ და ჩრდილო-დასავლეთით კრივოი-როგისეკნ არსებულ მიმართულებებს:
დასავლეთით კვლავ უკრაინელები ფლობენ შემტევ ინიციატვიას, თუმცა ამ ეტაპზე წინსვლა არ აქვთ, ადგილზე გრძელდება მძიმე საარტილერიო დუელები, ასეთივე ორმხირვი პოზიციური დაბომბვები გრძელდება კრივოი-როგის მიმართულებითაც.
მოკლედ, კვლავ ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონბასის მიმართულებით მიდის, მათ შორის ყველაზე რთული ვითარებაა ლუგანსკის მიმართულებით, თუკი უკრაინულმა ნაწილებმა ვერ შეძლეს პოპასნას მიმართულებაზე რუსების შეჩერება უახლოეს 1 კვირაში, სავარაუდოდ უკრაინულ ძალებს მოუწევთ ლისიჩანსკ-სევერდონეცკიდან უკან დახევა ან ადგილზე ბოლომდე დარჩენა, ალყის მიღება და რუსული ძალების მაქსიმალური დროითი პერიოდით შებოჭვა. მარიუპოლიდან განსხვავებით აქ ის განსხვევებაა, რომ ერთის მხრივ სევეროდონეცკ-ლისიჩანსკი არ არის მძიმე ინდუსტრიული ზონა, შესაბამისად იქ ადგილზე მასობრივი ბუნკერები არ არსებობს, შესაბამისად თავდაცვითი ოპერაციის წარმოება შედარებით რთული იქნება ადგილზე განთასვებული უკრაინული დაჯგუფებისთვის, ხოლო მეორე განსხვავება ის არის, რომ ალყის შემთხვევაში, რუსული ძალების ზურგში ძალიან მცირე მანძილზე კვლავ უკრაინული პოზიციები იქნება, რაც გაართულებს რუსებითვის ლუგანსკის უკრაინულ ძალებზე სრული ალყის განხორციელების და გარე მიმართულებიდან თავდასხმის გარეშე უსაფრთხო წმენდის ოპერაციის წარმოების შესაძლებლობას.
აქტიური ფრონტების გარდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობს უკრაინული ძალები შებოჭოს ჩერნიგოვის და სუმის მიმართულებითაც, რათა ვერ მოხდეს მათი გადამისამართება დონბასის მიმართულებით,
უფრო კონკრეტულად კი, ბოლო დღეების განმავლობაში რუსულმა მძიმე არტილერიამ დაბომბა უკრაინის სასაზღვრო პოზიციები და საზღვრიდან სიღრმეში სამოქალაქო დასახლებები, ამავდროულად რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ცადეს სუმსა და ჩერნიგოვის ოლქში შეჟონვის ოპერაციის განხორციელება, თუმცა მალევე მოხდა მათი გამოვლენა და კონტ-რზომების მიღება.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრძოლა გრძელდება, უკრიანამ რუსეთს ამ ეტაპზე ხელი ააღებინა მთელი უკრაინის დაპყრობის მიზანზე, თუმცა ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი მიზანი გახლავთ უფრო ლოკალური და პირველ ეტაპზე ცდილობენ ლუგანსკის სრულ საზღვრებში გასვლას, პარალელურად კი ლუგანსკის უკრაინული დაჯგუფების განადგურებას, თან ისე , რომ მათ უკან დახევის შანსები შეუზღუდონ, რითაც პრაქტიკულ წარმატებასთან ერთად, გარკვეული მორალური უპირატესობის მიღწევასაც ცდილობენ. თუმცა, უკრაინული ნაწილები ძალიან მაგრად დგანან, მიუხედავად ტაქტიკური უკანდახევებისა ამ დროისთვის არ არის არსად კრიტიკული ვითარება, უკრაინუკმა არმიამ მრავალჯერ შეძლო რთული მიმართულებების დასტაბილიზება და იმედი მაქვს უახლოეს 3-4 დღეში იგივეს შეძლებენ პოპასნას მიმართულებაზეც, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის რუსული არმიის მაშტაბური შეტევის პრაქტიკულად ბოლო მცდელობა და ისიც ძალიან ლოკალურ დონეზე(დაახლოებით 30 კმ მანძილზე უტევენ, ამიტომაც აქვთ შედარებით შესამჩნევი წინსვლა და თითოეული მეტრის აღებისათვის უწევთ უზარმაზარი მსხვერპლის გაწევა.
ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, უკრაინის გენშტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩნენ ლისიჩანსკ-სევერდონეცკის ტაქტიკურ-ოპერატიულ ზონაში, მაქსიმალური დროითი პერიოდით შებოჭონ რუსული ძალები, რითაც მოიგებენ დროს და შეამცირებენ რუსული ქვედანაყოფების შეტევით პოტენციალს.
დიდება უკრაინას!
სრული სურათი

იზიუმი-ლიმანი-სევეროდონეცკის მიმართულება

დონეცკის მიმართულება