შევეცდები გაგაგებინო 
გასაგებია, რაც უფრო შორდება რუსეთი თავის მიზნებს, მით უფრო შორდება შენი ლოგიკური აზროვნებაც და რეალობის აღქმის უნარიც 
თუმცა, დაბალი დონის შენთვის ალბათ უფრო უკეთ გასაგებ დიშოვურ პროვოკაციებზე გადასვლას არ გირჩევდი, ამით შენივე თავს აყენებ შეურაცხყოფას და არა მე ან ბორატას
მართლა არ მაინტერესებს არც შენი, არც ალ-ინფოს და არც სხვათა შეფასებები, თუმცა მაშინ როდესაც ტყუილს დაწერ, ამაზე აუცილებლად გიპასუხებ
ერთი ფრაზა ან წინადადება დამიდე აბა, სად ან როდის დავაკოპირე არესტოს, ჟდანოვის ან ბუტუსოვის ტექსტები
ან ბოდიში მოიხადე დეზინფორმაციისათვის და სცილისწამებისათვის ან იმედია მოდერაცია მოგხედავს მორიგი პროვოკაციისათვის 
ეხლა რაც შეეხება სიტუაციას, სიტუაცია არის ერთი და ვერც მე შევცლი მას ან ვერც სხვა ანუ როდესაც ინფორმაცია მოდის რომ მაგალითად რომელიღაც სოფელი აიღო უკრაინამ ან რუსეთმა არის ფაქტი
მაგრამ ხედვა და ანალიზი შეიძლება იყოს სხვადასხვა 
ხოლო ჩემი ანალიზის კითხვა თუ არ გინდა, არავინ არ გაძალებს მის წაკითხვას, შეგიძლია დააიგნორო კიდეც ჩემი პოსტები და საერთოდ არც კი გამოგიჩნდება
დაჯექი და უსმინე ალტ-ინფოს ანალიტიკას, 3 დღეში რო კიევს იღებდნენ და მსგავს სისულელეებს, არაა პრობლემა
და ბოლოს, ვერანაირი იმაზე მეტი ინფორმაცია ვერ მექნება, რაც უკრაინის გენშტაბს, რადგან მე იქ არ ვზივარ და რომც მქონდეს რაღაც მონაკვეთზე სიტყვაზე უფრო მეტი ინფორმაცია, რაც ოფიციალურად იდება, რათქმაუნდა ამას არ და ვერ დავწერ, რადგან მხოლოდ ის ინფორმაცია ხდება საჯარო, რასაც საჭიროდ თვლის უკრაინის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა
ჩემ მისიას კი რაც შეეხება, პირველივე დღეს დავწერე, ჩემი უშუალო ამოცანა არ არის ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში ბრძოლა, თავად უკრაინის მხარის პოზიციის გათვალისწინებით, მე და კიდევ რამდენიმე ჩემი მეგობრის მისია არის კონკრეტული, რაშიც ეხლა თავად უკრაინელების თქმით, ყველაზე მეტად ჭირდებათ დახმარება, მათ შორის ჩემი და ჩემი მეგობრების წარსული გამოცდილებიდან გამომდინარედაც
რა და როგორ, ამაზე რათქმაუნდა ეხლა ვერაფერს ვერ დავწერ, მოვა ამისი დროც და მერე ბევრად მარტივად შემეძლება წარსულზე საუბარი 
რაც შეეხება ბორატას, ეს ვაჟკაცი ქართველი პატრიოტი, იბრძვის ფრონტის ხაზზე, საკუთარი სისხლის ფასად იბრძვის ღორი ოკუპანტების წინააღმდეგ და აკეთებს დიდ ქართულ საქმეს(მათ შორის შენი მომავლისთვისაც), ასე რომ შენი საკრიტიკებელი მას არაფერი არ ჭირს და სანამ რამეს დაწერდე, ცოტა მეტად დაფიქრდი რა  
 
 პ.ს იმედია გაიგე და ამის მერე აღარ გაგიჩნდება ეგეთი უაზრო კითხვები და დიშოვური პროვოკაციების სურვილი 
This post has been edited by DIDGORI-GEO on 22 May 2022, 17:19