რუსეთს რაც რეზერვი და ჯარი ყავს ყველაფერი თუ უკრაინას შეაკლა რა მოხდება ბოლოს?

უკრაინაში მოსახლეობას ძალიან ბევრს უნდა ბრძოლა და ამ ეტაპზე უარს ეუბნებიან იმის გამო რომ უბრალოდ არაა საჭიროება და ვინც იბრძვიან არიან უმეტესად პროფესიონალები და გამოცდილების მქონე ხალხი.
რუსეთში და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდე ქუჩებში დასდევენ ძალით რომ გააგდონ საზარბაზნე ხორცად.
ანუ ის ციფრი რაც ქაღალდზე აქვს რუსეთს ვერანაირად ვერ გამოიყენებს უკრაინაში საომრად. ბურიატები და ვიღაცები რო გაუშვა საზარბაზნე ხორცად შენ გგონია მოსკოველები და პეტერბურგელები წავლენ დიქტატორის ახირებების გამო სიკვდილზე?
აი უკრაინას თუ დაჭირდა კიდევ 13 მილიონამდე ადამიანია ვისაც იარაღის დაჭერა შეუძლია ხელში.
ამას დაუმატე უდიდესი რესურსი ყველანაირი იარაღის მხრივ.
მოკლედ გადებული აქვს რუსეთს.
როგორც არ უნდა ატრიალონ ყველა ვარიანტში წაგებული აქვთ.
უბრალოდ ეხლა საკითხი დგას რამდენად კატასტროფულად წააგებენ.
ამ ეტაპზე ატომურის გამოყენების გარეშე ვერანაირ პროგრესს ვერ დადებენ.
ატომური თუ ისროლეს კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ მაგრამ ამას მოყვება რუსეთის მთლიანად განადგურება.
მოკლედ არჩევანი აქვთ ან წააგონ და გადარჩეს რუსეთი, ან ისე წააგონ რომ საუკუნეები დაჭირდეთ ფეხზე დასადგომად.