საკმაოდ ბევრს დავდივარ ფეხით, ძაღლების საკითხი დასარეგულირებიალია ერთმნიშვნელოვანდ, ძალზე ბევრი მაწანწალა ძაღლია თბილისში, აგრეთვე, მოიმატა ძაღლების მფლობელთა რიცხვმაც (თვალით შესამჩნევია)
და , არცთუ იშვიათად 2 და მეტი ძაღლიც კი ყავთ.
ზოგიერთი მოსაზრება.
კორპუსის ბინაში მწევარი (ორი თანაც) როგორ უნდა გყავდეს?? (ვიცი ასეთი ოჯახი)
უზარმაზარი კანე კორსო გამოიყვანო სკოლის სტადიონზე და აუშვა, სრულ ჭკუაზე ხარ?? (შემსწრე ვარ)
პიტ ბული შეიყვანო მწვანე საფარიან სტადიონზე და "სიმაღლეზე ხტომაში" ავარჯიშო ფეხბურთის კარზე ჩამოკიდებულ ძონძზე (ვხედავ ზოგჯერ)
გადასახადის დაწესება, ვფიქრობ, აუცილებელია, საწყის ეტაპზე შეიძლება სიმბოლურის მაინც, მეტი პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა უნდა მოყვეს ამას.
როგორც ხშირად ხდება, აღსრულება მოიკოჭლებს, არსებობს თბილისის საკრებულოს დადგენილება ამ საკითხზე, ძაღლების ყოლის წესი (მგონი ეს არის მოქმედი ახლა,
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2669...?publication=0),
მაგრამ განხორციელება?
ალიკაპით დავინახე ძაღლი ამასწინათ, ძლივს შევიკავე თავი, მივსულიყავი და მადლობა მეთქვა პატრონისათვის, წლების განმავლობაში ერთ ხელზე ჩამოვთვლი ასეთ შემთხვევებს.
არადა, წერია:
მუხლი 5. ცხოველის ყოლა და მოვლა-პატრონობა
"ბ) ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა,
ასევე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;"
ვდგავარ სადმე სკვერში ვვარჯიშობ, რაღაც მოძრაობებს ვაკეთებ სავარჯიშო და უცბად ნაგაზი წამომადგება და "ამტუზავს". შემოიყვანა პატრონმა სკვერში და აუშვა, თვითონ 100, 200 და მეტი მეტრირათაა დაშორებული, ხეები/ბუჩქები ფარავენ,
მე კი უნდა ვიდგე ახლა ასე ატუზული და ველოდო, როდის ინებებს პატრონი და მოვა/დამეხმარება (ვერც ვუძახი პატრონს, ძაღლის რეაქციას ვერ ვთვლი), მანამდე ამ ნაგაზის კეთილგონიერების იმედად უნდა ვიყო.
პატრონებს ძაღლების გასასეირნებლად მოძრაბა ეზარებათ და ხშირად საბელს ხსნიან და უშვებენ , ირბინოს/დაიღალოს, თვითონ პატრონი კი მშვიდად სეირნობს ან დგას (ძაღლებისათვის გამოყოფილ სივრცეზე არ არის ლაპარაკი).
სულ უკიდურეს შემთხვევაში, სხვას რომ თავი დავანებოთ, საბელს მაინც ნუ ხსნით, არ არის სკვერი/სტადიონი/პარკი თქვენი საკუთრება! კანონი გავალდებულებთ პირდაპირ.
არ უკეთებენ კასტრაცია/სტერილიზაციას და აჯვარებენ მერე ქუჩის ძაღლებთან, ამრავლებენ "მეტისებს".
უჭირთ ძაღლის კონტროლი ასეთ პერიოდებში.
უზარმაზარ ნაგაზებს და პიტ ბულებს ასეირნებინებენ ბავშვებს, თვითონ აღარ სცალიათ/ეზარებათ.
სპორტული მოედნები/სტადიონები (სკოლის სტადიონებიც , რომლებიც კარგად არ არის შემოღობილი/არ კონტროლდება) გადაქცეულია ძაღლების გასასეინებელ სივრცეებად, შემოიყვანენ თუ არა, მაშინვე საბელს ხსნიან.
არ უყურებენ, ვარჯიშობს ვინმე/დარბის, ბავშვი თამაშობს და სხვა. თავად ვარ შემსწრე, მოჭარბებული წონის ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა სტადიონზე (შორიახლოს ვიდექი), ადამიანი ცდილობს მიაქციოს საკუთარ
ჯანმრთელობას ყურადღება. ნახევარი წრეც არ ქონდა გაკეთებული სირბილით, რომ შემოვიდა ძაღლის მფლობელი და მომენტალურად აუშვა ძაღლი. ძაღლმა დაუწყო მორბენალ მამაკაცს დევნა. მას ეს არ მოეწონა(ხომ აქვს უფლება?!)
და შენიშვნა/თხოვნა ვერ გაუბედა/არ ჩათვლა საჭიროდ, თავად გაეცალა, წავიდა. სწორია ასეთი რამ??
ექსკრემენტები, მხოლოდ რამოდენიმჯერ დავინახე, რომ პატრონმა ექსკრემენტები აგავა, კი, ბოლო თვის განმავლობაშიც დავინახე ერთი ქალბატონი. მაგრამ მაინც ძალზე იშვიათია!
"დ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;"
დილით ადრე გასვლა ქუჩაში, ამ დროს არიან მომეტებულად აგრესიული ქუჩის ძაღლები, საკმაოდ "არაკომფორტულია" თბილისში. სკოლის მოსწავლეები დამინახავს, რომლებმაც ძაღლების თავშეყრა რომ შეამჩნიეს, უკან გაბრუნდნენ
(ალბათ სხვა გზით წავიდოდნენ).