ნინო დარბაისელი
პატარა კახი
წკიპზე შემდგარი გველის ჩახმახი,
ჭირი მრავალი - ჩვენზეა ახი!
ოციათასი კაცი, ჩარდახი
იდგა, ესვენა პატარა კახი...
სასახლეს - თავი ჰქონდა ახდილი,
გმინავდა ერი ომგადახდილი,
გვემა და ზარი იდგა ნამდვილი
და ცახცახებდა თალხი მანდილი.
კრწანისის ჯავრმა ბერი დაღარა,
ჭაღარა მიწყივ ბრძოლამ დაღალა,
ვეღარ გაუწვდა დავლა და ღალა,
არც მეომარი ჰყავდა აღარა.
ხუთიათასიც რომ ვერ შეყარა!
დახოცილები - ველად ეყარა.
რარიგად ბრუნავს ცხოვრების ჩარხი!
ერთად მეფობდნენ თოვლი და თალხი,
თვემდე ესვენა ის დასამარხი
და ოთხჯერ მეტი გლოვობდა ხალხი.
რით მივაყუჩო ახლა რაციო!
(რაციო, გული არ გააციო!)
- რომ დაეძახათ,,ქუდზე კაციო!”
გინდათ, დამიდეთ სანაძლეო და
ოცი ათასი გაიბნეოდა.
,, მხდალი არა ღირს დასაბადადო?!”
გაგვიგონია. გვაქვს გამოცდილი:
სხვაა - სიკვდილად თავი გადადო,
სხვა - სხვისი, თუნდაც მეფის სიკვდილი.
გულში ცრემლები რაღად გროვდება,
თუ ცოდნა ესე, გულგასაგმირი
სამარადისოდ გვამახსოვრდება,
როგორღა ჩნდება ამქვეყნად გმირი!

მეფე ერეკლე მეორე - საქართველოს ცხელი გული!
* * *
ერთმა პატივსაცემმა ადამიანმა ლევან ბერძენი შვილთან დაკავშირებით , ფეისზე , კომენტარში დამიწერა. თქვენ ალბათ არა გაქვთ ის ვიდეო ნანახიო.
ჩემი პასუხი ასეთია:
“მოსმენილი მაქვს. დევს ფორუმ.ჯი - ზე, შესაბამის თემაში, რახანია.
ბატონი ლევანისგან ხომ არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა?
ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ.
მერე რა, თუ სხვაზე განათლებულია!
მით უარესი ჩვენთვის!
რასაც ის აკეთებს ეს არის ისედაც დაქსაქსული ჩვენი ერის , მეტადრე მისი ახალგაზრდობის მიზანმიმართული ღირებულებითი დეზორიენტაცია.
დარწმუნებული ვარ, ეს საჭიროა არა ჩვენთვის, არამედ ქვეყნის მტრისათვის.”
This post has been edited by nino darbaiseli on 26 May 2022, 16:01
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004