https://matsne.gov.ge/ka/document/view/32950?publication=22მუხლი 5. დასაცავი პირები და დაცვის ობიექტები
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ვ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
ზ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4953);
თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების ხელმძღვანელები;
ი) (ამოღებულია – 24.06.2011, №4953);
კ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4953);
ლ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაური;
მ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში.
11. (ამოღებულია - 03.05.2019, №4544).
2. (ამოღებულია – 18.01.2013, №206).
3. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან მოეხსნას:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
ბ) საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს;
გ) „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებს;
დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სხვა პირებს.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა, რომელიც უნარჩუნდება 1 წლის ვადით უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნება აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს.
41. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/გაუგრძელდეს:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი, მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
გ) ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ სხვა პირს და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
5. პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად იცავს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის, საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებს. აღნიშნულ დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხები, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტები − საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
8. დაცვით სარგებლობის შესახებ დასაცავი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს მის მიმართ დაცვის ღონისძიებების განხორციელება.
არსად არაა ნახსენები შვილები და ოჯახის სხვა წევრები!!!
This post has been edited by mouravi on 22 May 2022, 15:38