ჩვენ ვართ ყველაზე სუფთა ყველაზე წმინდა ყველაზე გაუსვრელი და ყველაზე ძლიერი ძალა საქართველოში.
შეხედეთ! ყველა ქოცებს ნაცებს და შმაცებს ოპოზიციას აგინებს ყველაფერი მაგათი ბრალია რაც ცუდი ხდება და მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში და რომ იცოდეთ რაც კარგი მოხდა და ხდება ქვეყანაში ყოვლიფერი ჩვენი ძალისხმევით არის გაკეთებული.
ჩვენ აპოლიტიკურები ვართ ჩვენ ნეიტრალურები ვართ ჩვენ მესამე ყველაზე დიდი ძალა ვართ ჩვენ ზუსტად ვიცით როდის უნდა ამოვუდგეთ ქვეყანას გვერდით ისე რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფული და სხვებივით საგინებლები არ გავხდეთ
სხვებივით საცემრბი არ გავხდეთ
სხვებივით საფურთხები არ გავხდეთ
სხვებივით …………………………
1989 გახსომთ? ჩვენ ვიყავით
2003 გახსომთ? ისევ ჩვენ
2012 ? ჩვენ ჩვენ ჩვენ
აი ვინ არის ქვეყნის რეალური ბატონ-პატრონი
ყველას და ყველა ზომას ვერგებით როცა ამის დრო მოდის და არაფერს ვთაკილობთ ‘ქვეყნის გამო.
არასდროს გვიჭირს მატერიალურად და არ ‘ვიყიდებით სანამ ‘ქვეყანას არ გაუჭირდება……
ჰა ვინმეს რამე გინდათ ჩვენგან? რამე პრეტენზია გაქვთ? საბაბი მაინც თუ გაქვთ რომ ჩვენკენ გამოიშვიროთ თითი? ხოდა ეგრე, ქოცებს და ოპოზიციას აგინეთ.
შუაშისტი მესამე ძალა სილა!!!
პ.ს. დამავიწყდა სილა როგორ არის ქართულად?