ბუნებრივია რომ ტვ იმედის ფბ გევრდზე გარკვეული პოლიტ შეხედულებების ადამიანები ჭარბობენ, საზოგადოების უმრავლესობის განწყობას არ ასაავს, ისევე როგორც მთვარის და სხვა ოპო სოც პლატფრომებზე ვინც პოსტავს არც ისაა რეალობა. თუ გაინტერესებთ რეალობა, დააკვირდით შედარებით ნეიტრალური მედია საშუალებების გვერდებს. არც იქ იქნება სრული ჭეშმარიტება ბუნებრივია. ბუნებრივია ბევრია ტროლ-ბოტები, მაგრამ, მაგრამ არარეალურია რომ ისინი უმრავლესობა იყვნენ. დიდი ანალიზი არ უნდა იმის დანახვას, რომ საზოგადოებაში აზრი თითქმის ყველა თემაზე უკიდურესად პოლარიზებულია. ფორუმსაც რომ დააკვირდეთ, უმრავლესობას უნდა რომ ყველა ერთ აზრზე იყოს, გასნხვვავებულ რამეს იტყვი, ეგრევე ტროლ-ბოტი ხდები. ასე ესმის ზოგს ევროპული ფასეულობები

ამიტომ დიახ დაიჯერეთ, რომ ქართულ საზოგადოებაში რეალურად არის ხალხი, ვინც უკრაინას ამტყუნებს, რუსეთის იმ დონეზე ეშინია რომ მზადაა ეგრევე ჩაბარდეს, რატომაა ასე სხვა და დიდი თემაა, მაგრამ თვქენ არ გაინტერესებთ. დაახარისხეთ უკვე ხალხი, აგინეთ და მოიფხანეთ გული.