კი ბატონო.
დავიწყოთ:
რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს უკრაინასთან მიმართებით?
1. რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი არ უნდა ექციათ ნაციონალებთან მორიგი დაპირისპირების პოლიგონად. ,,ომის პარტია" და ,,მაგათ ომი უნდათ" ამომრჩეველზე გათვლილი მესიჯია, რომლითაც ხდება ძალიან სენსიტიური თემით და გლობალური უბედურებით სპეკულირება. ამ პრობლემის ძალიან ვიწრო ჭრილში დანახვა და პრობლემის წინასაარჩევნო ბატალიებამდე დახურდავება ძალიან ცუდი საქციელია. პირიქით, უნდა ეთქვათ თქვენ კი ###ობა გააკეთეთ ჩვენთან ძებნილი ტიპები რომ ხელისუფლებაში გყავთ, მაგრამ ახლა ისეთი უბედურებები ხდება ამის გარჩევის დრო არ არისო.
2. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო უკრაინის ხელისუფლების არც ერთ შტოსთან დაპირისპირება. თუ ჩვენი ხელისუფლება რამით იყო უკმაყოფილო მაგალითად: 1. უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კონტრაბანდაზე ან 2. არესტოვიჩის განცხადებების გამო უკრაინის დადანაშაულება ომში უნდათ ჩაგვითრიონო (რეალურად მოხდა ამ განცხადებების უხეში ინტერპრეტაცია და შემდეგ ეს გამოყენებულ იქნა პირველი პუნქტის ჭრილში, ,,ომი უნდათ" არგუმენტაციის გასამყარებლად) და ა.შ. ეს თემები უნდა მოგვარებულიყო ისე, რომ გარეთ არ გამოსულიყო. დამსხდარიყვნენ და დალაპარაკებოდნენ.
3. არ უნდა გაკეთებულიყო ,,სანქციებს არ მივუერთდებით, ჩვენ ჩვენ ქვეყანას უნდა მივხედოთ" ტიპის ხისტი მესიჯები. ისევ პირიქით, თუ სანქციებს ვერ ვუერთდებით იმიტომ რომ ეკონომიკა დაგვემხობა თავზე, ეს არგუმენტირებულად უნდა აგვეხსნა უკრაინული მხარისთვის და საჯაროდ ხალხისთვის. ასევე ისიც უნდა აგვეხსნა ყველასთვის, რომ ფინანსურ სანქციებს შევუერთდით.
4. ,,მეორე ფრონტს არ გავხსნით" მესიჯები სწორია, მაგრამ ეს მესიჯები არ უნდა წამოსულიყო ,,ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ" რიტორიკის ფონზე.
5. ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველო უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც პოლონეთივით გვერდით დაუდგებოდა უკრაინას პოლიტიკური კუთხით, არა მხოლოდ რეზოლუციებზე ხმის მიცემით, არამედ განცხადებებით, წივილით, კივილით, მოწოდებებით, დაგმობით და ა.შ.
6. ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს უმაღლესი დონის დელეგაცია, პრემიერის მეთაურობით კიევში უნდა ჩასულიყო, პარლამენტის თავმჯდომარე არ უნდა გამხდარიყო ავად, პრეზიდენტი ავი ძაღლივით არ უნდა დაებათ და ამ დელეგაციას უნდა გამოეხატა მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინელების მომართ.
7. უკრაინას უნდა დავხმარებოდით უფრო მეტად, არალეტალური სამხედრო აღჭურვილობით, ტექნიკით, საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი ტექნიკით (სასწრაფო დახმარების მანქანები, სახანძროები), რისი საშუალებაც გვაქვს.
ალბათ ბევრი რამ კიდევ გამომრჩა, მაგრამ არაუშავს.
ახლა მეორე საკითხი, რა უნდა გავაკეთოთ ზოგადად იმ ფონზე რაც ხდება?
1. აუცილებელია დასავლეთის შეწუხება, რომ იმაზე უკეთესი შეიარაღება მოგვაწოდონ ვიდრე გვაქვს, როგორც უკრაინელებს წვრთნიან დასავლური იარაღის გამოყენებაზე, ისე გაწვრთნან ჩვენი ბიჭებიც.
2. აუცილებელია სამოქალაქო თავდაცვის და სამხედრო რეზერვის საკითხების მოწესრიგება, თითოეულმა ქართველმა მინიმუმ ის უნდა იცოდეს თუ როგორ მოიქცეს დაბომბვის დრო, როგორ შეუჩეროს სისხლდენა ადამიანს და ასეთი წვრილმანები. ის რაც უკრაინაში ხდება ცხადად გვაჩვენებს, რომ არანაირი მიზეზი არ სჭირდება რუსეთს ასეთი საშინელებები ჩაიდინოს. არ აქვს მიზეზი? მოიგონებს მიზეზს. ამიტომ მაქსიმალურად საჭიროა ქვეყანა იყოს მზად რუსეთის აგრესიისთვის და თუ გაგვცხებენ ,,უი, არ ვიცოდით"-ო არ დავაღოთ პირი.
3. მაქსიმალურადაა მოსაწესრიგებელი თავდაცვის ინფრასტრუქტურა, ასაშენებელია გამძლე სარდაფები, დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფრები.
4. მაქსიმალურად უნდა გაღრმავდეს ურთიერთობა უკრაინასთან, პოლონეთთან, თურქეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ბრიტანეთთან, აშშ-სთან და ზოგადად ყველა იმ ქვეყანასთან ვინც ამ პერიოდში ყვერები გამოაჩინეს. ძალიან ცხადი გახდა რომ ეს ევროკავშირები, ნატოები თავიანთი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლებით მხოლოდ ფასადია, ხვალ შეიძლება დაგბომბონ, ისინი კი აღშფოთდებიან, ხვალ შეიძლება ციმბირიდან რაკეტა გესროლონ შენ კიდე კალაშნიკოვი მოგცენ, მიდი თავი დაიცავიო. ამიტომ არის საჭირო სწორება ავიღოთ ცალკეულ ყვერებიან ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ სირ ორგანიზაციებს ამდენი ყურადღება არ დავუთმოთ.
5. მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდნენ და დედა მოეტყნათ საქართველოში მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს. იმ ქვეყანაზე რომ იტყვი კარგები არიანო, ვისაც შენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ხარ მოღალატე და ტელევიზიიდან კი არ უნდა მოძღვრავდე ხალხს, ციხეში უნდა იჯდე ან თავზე საფლავის ქვა უნდა გედოს.
6. მაქსიმალური კონტროლია საჭირო, რომ გადაიკეტოს რუსული პრიპაგანდისტული არხების გავლენა ჩვენს ქვეყანაში.
7. თუ რუსულ ეკონომიკას უცებ ვერ ვწყდებით (პროდუქცია, ტურისტები და. ა.შ.) და რომ დავშორდეთ მოგვეტყნება პატრონი, ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ მისი ჩანაცვლება და ეს ხალხს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ, რატომ ხვალ და არა დღესვე.
8. აუცილებელია ,,დელტას" საქმიანობა გახდეს უმაღლესი პრიორიტეტი და თუ არ მოგვყიდიან იარაღს ეგ დედა#####ულები, ჩვენ თვითონ მაინც შევქმნათ/ვაწარმოოთ რამე, ეგ ხომ მაინც არ გვეკრძალება. გადავიხადოთ ფული და მოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტები, ვინც ეს საქმე იცის.
9. უნდა შემოშავდეს გეგმა, რომელიც აქტიურად დაუპირისპირდება მცოცავ ოკუპაციას, არ უნდა ვისხდეთ ხელებჩამოყრილები და უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, იმ ,,სეტკიანი ღობეების" მონგრევით დაწყებული, დივერსიული აქტებით დამთავრებული. დედა#####ულ ორკებს და ოსებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ თუ მოიტაცებენ შენი ქვეყნის მოქალაქეს, სახელმწიფო პასუხს გასცემს.
აუ დავიღალე, ძაან ბევრი რამეა გასაკეთებელი, გადავდექი მე, თქვენ მიხედეთ
* * *
ჰო, დამავიწყდა. საპატრიარქოს ამ ვითარებაში უნდა გამოეჩინა ერთი ადგილი (მხოლოდ განცხადებებით არა, საქმით. განცხადებები იცოცხლე, კარგი გააკეთეს) და თუნდაც მარიუპოლის ამბებზე ეაქტიურა, იქნებ გამოსვლოდათ რამე.
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი