ეს ინფორმაცია იმათთვის ვისაც რუსული შეიარაღება ჰგონია ავთენტური და რუსული წარმოების.
The New York Times -მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური და სენსაციური მასალა იმის შესახებ,
რომ საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველში, რომელსაც ასი დღეა რუსი ოკუპანტები უკრაინის
წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებენ, თურმე ძალიან ბევრი დეტალია... დასავლეთის,
მათ შორის - ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოებული!
ცნობილმა და გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა The New York Times -მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური და სენსაციური მასალა იმის შესახებ, რომ საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველში, რომელსაც ასი დღეა რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებენ, თურმე ძალიან ბევრი დეტალია... დასავლეთის, მათ შორის - ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოებული!
ასეთი დასკვნა გააკეთეს იმ ამერიკელმა სპეციალისტებმა, რომლებიც უკრაინელებმა მიიწვიეს და ნაალაფარი ახალი რუსული სამხედრო ტექნიკა და ჩამოვარდნილი თანამედროვე რუსული რაკეტების ფრაგმენტები გააცნეს. მიკროსქემები, პლატები, ჩიპები, ანტენები, ძრავები - აი, ის არასრული ჩამონათვალი დასავლეთის, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოებული დეტალებისა, რომლებიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ნაალაფარ რუსულ ტანკებში, ჯავშანმანქანებსა თუ ჩამოვარდნილი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ფრაგმენტებში აღმოაჩინეს.
"რა გამოდის, რუსეთი უკრაინას ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოებული სამხედრო ელემენტებითაც იპყრობს?" - კითხულობენ "ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტები.
ეს კითხვა "კვირის პალიტრამ" 14 წლის წინ დასვა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოჭრილმა რუსმა ოკუპანტებმა თავიანთ საბრძოლო ტექნიკაში ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოებული დეტალები გამოიყენეს.
აგვისტოს ომის დროს "ტიგრის" ტიპის ჯავშანმანქანები თავად რუსეთის არმიისთვისაც ახალი ხილი გახლდათ და დროებით ოკუპირებულ გორის გზაზე ამ რუსულ ჯავშანმანქანებს... ამერიკული წარმოების „"კამინზის"“ ტიპის დიზელის ძრავები მიაქროლებდა! მეტიც - აგვისტოს ომამდე ზუსტად ერთი წლით ადრე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრენილმა რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა თბილისი-გორის გზის შავშვების მონაკვეთზე მთაზე მდგარ მძლავრ ქართულ რადიოლოკატორს "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის რაკეტა ესროლა.
სტატია დიდია და აქ წაიკითხეთ:
https://kvirispalitra.ge/article/93306-niu-...texda-gangashs/ასე რომ სანქციების დაწესებით რუსეთის სამხედრო წარმოება საერთოდ უნდა გაჩერდეს.