ამას ვწერ დიდი ხანია.
უფრო ზუსტად, ღორისტანი ალბათ ვერც და არც გავა დნეპრამდე, მაგრამ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა კრიტიკულად აუცილებელია ღორებისთვის.
მე ვერ ვერკვევი სამხედრო-ტექნიკურ სფეროში დიდგორის, ბიჭურის, იქსმენის და ა.შ. დონეზე. არ მესმის ტაქტიკა და იარაღი, მაგრამ ძალიან მკაფიოდ და კარგად ვხედავ დიდ სტრატეგიულ პოლიტიკურ სურათს.
ხუილო ბუნკეროვიჩი პირველი შოკიდან გამოვიდა, მიხვდა რომ შარშია, მიხვდა რა მსოფლიო დაპირისპირებაშიც ამოყო თავი, მიხვდა რომ 3 დღეში კიევის აღება, ნახევარი უკრაინის დაპყრობა და ა.შ. ვეღარ გამოდის. დაინახა როგორ ჩამოეშალა ფრონტები. გადაწყვიტა შეინარჩუნოს სახე, დაანონსოს რაღაც "გამარჯვება", აზეიმოს ბიდლო, დაამთავროს ომი და გაყინოს კონფლიქტი. რამდენად გამოუვა ეს არ ვიცი, შეიძლება ვერც მოახერხოს, მაგრამ აუცილებლად ეცდება ამ პლაცდარმის შექმნას. ერთი სული აქვს როდის იტყვის რომ "სამხედრო ოპერაცია" დამთავრდა, რომ წარმატება მიღწეულია, რომ თვითონ მეტს აღარ ისვრის თუ "ფაშისტურმა უკრაინამ" არ გააგრძელა ბრძოლა და ა.შ. შეიძლება მშვიდობის მანტიაც მოირგოს, საჰაერო/სარაკეტო დარტყმები შეწყვიტოს უკრაინის სიღრმეში და დაცვაში გამაგრებას შეეცადოს.
რამდენად გამოუვა არ ვიცი. ძალიან ბევრ რაიმეზეა დამოკიდებული, მაგრამ ახლა ნამდვილად ეს უნდა და ამაზე მუშაობს ხუილო.
აქამდეც ეცდებოდა, მაგრამ დონბასის ჩანგალს წამოეგო.
ვერ იღებს დონბასს ბოლომდე ჯერჯერობით.
არადა დონბასის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული ადმინისტრაციულ საზღვრებში, საელჩოები - მოსკოვში, სამხედრო შეთანხმება - გაფორმებული.
ასეთ რეალობაში, ხერსონი კი არა, ოდესაც კი რომ აიღოს...აი, ოდესაც, ამასაც კი ვერ გააფორმებს ღორისტანი გამარჯვებად თუ დონბასის ნაწილი უკრაინელთა ხელში იქნება.
გამოვა რომ ხუილოს მიერ აღიარებული, სამხედრო პარტნიორი ,,სახელმწიფოები" (დნრ/ლნრ) ,,ოკუპირებულია" უკრაინის მიერ. დონბასი (რაზედაც იყო მინსკის შეთანხმება) გაუთავისუფლებელი. ასეთი რეალობა დამამცირებელია ხუილოსთვის, იმპერიალისტებისთვის და სისხლს მოწყურებული ბიდლოსთვის.
ამ ჩანგალზე წამოეგო ხუილო.
ვერ აჩერებს ომს.
ვერ ყიდის გამარჯვებად ამ ყველაფერს.
ამიტომ გაცოფებული იბრძვის დონბასისთვის, ყველა ფრონტიდან მოხსნა ძალები, კიდევ დაამატა საზარბაზნე ხორცი არაოფიციალური გაწვევებთ და აკლავს დონბასს.
დონბასში წყდება ამ ომის ბედი.
სევეროდონეცკი პრაქტიკულად დაკარგულია.
დარჩა: ლისიჩანსკი, სლავიანსკი და კრამატორსკი.
უდიდესი გმირობის, დიდი დანაკარგების თუ რაგინდ რის ფასად ეს რეგიონები არ უნდა დაიკარგოს, თუ არა ჩვენ რომ გვინდა ისე და საქმეს რომ უნდა იმ რადიკალური ფორმით ღორიშვილი ხუილო და ღორისტანი ვეღარ დამარცხდება.
კი, გრძელ ვადაში მაინც დარხეული აქვს ღორისტანს, შემდეგ ათწლეულს ყველანაირი სცენარით გაცილებით სუსტი, დაბეჩავებული და შეზღუდული შეხვდება, მაგრამ დონბასი თუ აიღო, სამარცხვინო, ბიდლოსთვის დამამცირებელი, სახის შენარჩუნების გარეშე, სრული ვერტიკალის ჩამოშლა აღარ მოხდება დიდი ალბათობით. ჩვენი შანსი კი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, ღორისტანის ვერტიკალი, ხელისუფლება და ეკონომიკა თუ სულ ჩამოიშალა. ეს მოხდება თუ არა დონბასის აღების შემთხვევაში არავინ იცის.
ამიტომ გამწარებული ვუყურებ დონბასის ბრძოლას, დამიჯერეთ, მართლა მანდ წყდება ყველაფერი, დედა უნდა ეტიროს ხუილოს, ვერ უნდა გავიდეს საზღვარზე და კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღი დროზე უნდა მისცეს ამერიკამ და და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა.
სამარცხვინოდ უნდა დაისაჯოს ხუილო.
სულ მინიმუმ, უკრაინა 24 თებერვლის საზღვრებზე უნდა გავიდეს.
არანაირად, აი არანაირად არ უნდა მიეცეს ხუილოს შანსი დონბასის საზღვარზე გასვლის და კონფლიქტის გაყინვის თუნდაც მცდელობის.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 3 Jun 2022, 02:12
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)