ყველა პროგნოზი გამართლდება თუ ომი გაჭიანურდა. ამხელა ომისთვის 3 თვე არაფერია.
სამხედრო კუთხით რუსების ერთადერთი შანსია კრამატორსკი-სლავიანსკზე გაწევა.
თუ ამას მიაღწევენ შემდეგ უნდა გააფორმონ საზავო ხელშეკრულება და გაყინონ კონფლიქტი.
ეს იქნება ახდენილი რუსული ოცნება ამ სიტუაციაში (დიდ სურათში ეგეც მარცხია, მარა ოქეი. მოგყვები შენივე ლოგიკაში).
თუ უკრაინა არ დათანხმდა ზავს, ომი გაიწელება.
უკრაინა მიიღებს დახმარებას, ომში ჩართავს ახალ-ახალ ძალებს, მიიღებს ეკონომიკურ დამხარებას.
რუსები რეზერვებიდან მოხსნილი ტანკებით, სანქციების პირობებში რამდენ ხანს გაქაჩავენ გინდა შეტევას და გინდა დაცვას?
რუსეთის ეკონომიკა გაუძლებს ამ ყველაფერს? კიდე ერთხელ ვამბობ, 3 თვე არაფერია საერთოდ. სამ თვეში საქართველოს ეკონომიკას ვერ ჩამოშლი.....
აი 1 ან ორი წელი სულ სხვა თემაა

ხოდა, უკრაინელების 80% უარზეა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ომი შეწყდეს.
საკუთარი გადმოსახედიდან ნუ აფასებ უკრაინელების მდგომარეობას. შენ ფორუმზე პოსტვით დაიღალე და უკრაინელები გამგელებულ/გამწარებულები არიან....