ბესიკის26გაუმარჯოს, გაუმარჯოს კაი ხალხს!..

ბუკაკიომ და მისმა საოცნებო ვენეციურმა კომისიურმა ევრონკვდ კომიტეტმა დაბრო მისცა და მწვანე შეუნთო ბოლო წლების ყველა ჩვენს კონსტიტუციურ ნორმა-ცვლილებებს, ასე რომ დასავლეთს პრეტენზიები ვეღარ ექნება შინაარსით ანდაც იდეით ანტისახალხოუ რაცხაებს ჯღაბნით თქვენს მთავარ კანონშიო, დანარჩენი კი წმინდა იურიდიული ტექნიკური და პროცედურული საკითხებია, რაც ასევე ჩინებულად შესრულებულია ამავე იურგადმოსახედებიდან... ეს, ასე ვთქვათ, პროლოგად, სტრასბურგსა ჩივილის იმედი რომ არ ჰქონდეს ამ ამბეებით კონსტიტუციის მეორე თავით უფლებაშელახულად თვითმიჩნეულ პიპლსა, მის ცალკეულ ინდივიდუმებსა, ხოლო კონკრეტიკას რაც შეეხების:
1. საფუძველი იყო ქვეყნის დასავლეთორიენტირებული პოლიტიკა, რაც ისახებოდა საარჩევნო პროგრამებში როგორც ძირითადი ოპოპარტიებისა, ისე, რაც მთავარია, სახელისუფლებო პარტიისა და პარტიებისა (მათ კოალგაერთიანებებისა), ანუ ხალხი ირჩევდა ქვეყნის დასავლურ კურსსო სრულად და ბოლომდეო...
2. დსთ-სნგ-ში ჩვენი შეთრევა იყო როგორც პოლიტიკური და მორალური, ისე იურიდიული დიდი შეცდომა, არანაირი სამართლებრივი წინაპირობითი საფუძვლები მას არ გააჩნდა ქვეყნის დეკლარირებული პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, განსხვავებით ზ/ხსენებულ ნატო-ეკას ქეისებისგან, მარა დრო იყო მაშინ ისეთი, რომ ამაზე მომკითხავი ქვეყნის არც შიგნით და არც გარეთ არავინ იყო...
3. ყველა ქვეყანა თავის შიდა კანონმდებლობით გზას ირჩევს თავისი საგარეო მიზნების მისაღწევად, აქ იურიდიულ ხარვეზებზე აპელირება შეუძლებელია, ეს (ურეფერენდუმობა ასეთ გლობალურ საკითხებზე) მხოლოდ მორალური განსჯის საგანი შეიძლება იყოს, მარა კონტექსტში პირველ პუნქტთან (ამომრჩეველი ხალხის, ანუ ელექტორატის ნებასთან კორელაციაში მყოფი შესაბამისი პოლიტიკური საფუძვლების ქონა ქვეყანაში), აქ ამორალურობაზე საუბარი არამართებული იქნება...
4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ/ ქვეპუნქტი უფართოესი დისპოზიციის მქონეა, რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებების და აქტების ცნება და საზღვრები ყველანაირ გაერთიანება-ორგანიზაციებში შესვლა/მიერთებას და ყოფნას მოიცავს, ანუ ჩვენს განსახილველ საკითხთან მიმართებაში ეს შიდა საკანონმდებლო ნორმა კონსტიტუციის შესაბამისი ჩანაწერის გარეშეც და მასთან კონტექსტში ხომ მითუმეტეს იძლევა ერთგვარ კარტ-ბლანშს სულ წინ-წინ იართ დასავლეთისკენო უკან ღრუსეთუმეთზე იურიდიულად, მორალურად და პოლიტიკურად მოუხედავადო...

და ძაანაც კაი!..
This post has been edited by kodeqsi on 6 Jun 2022, 17:34